მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქში - ტოკიოშია საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებიც...

მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქში - ტოკიოშია საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებიც. დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), მინდია ხომიზური, შალვა ქარდავა (66), ზაზა კედელაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ლევან წიკლაური (81), გრიგოლ შინჯიკაშვილი, ვალერი ლიპარტელიანი, მინდია ბოდაველი (90), ირაკლი ცირეკიძე, ლომერ ჟორჟოლიანი (100), ლაშა გუჯეჯიანი, ადამ ოქრუაშვილი (+100), იოსებ მსხალაძე (აბსოლუტური) - გუნდის თავკაც ამირან ტოტიკაშვილის გადაწყვეტილებით, ეს შემადგენლობა იჭიდავებს პლანეტის პირველობაზე 9-13 სექტემბერს, ხოლო თუ ვინ იქნება მეორე მონაწილე აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, ამას მწვრთნელი ადგილზე გაარკვევს.

ნაკრები იაპონიაში ხუთშაბათს გამთენიისას გაფრინდა, თუმცა მათთან დაკავშირება ფედერაციის წარმომადგენლებმა ჯერ ვერ შეძლეს. წინასწარი გეგმით, ისინი ჩემპიონატის დაწყებამდე ტოკიოში ხანმოკლე შეკრებას გაივლიან, რაც ძირითადად აკლიმატიზაციას დაეთმობა, თუმცა ბიჭებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია დასვენება, განვლილი შეკრებების შემდეგ განტვირთვა-დასვენება და ტურნირისთვის ძალების მოკრება. ცოტა უფრო რთულადაა ვალერი ლიპარტელიანის (90) საქმე - მან ბორჯომში ვარჯიშისას მხარი იტკინა და თბილისური შეკრება ლამის მთლიანად გაუცდა, მხოლოდ ბოლო დღეებში შეუერთდა გუნდს. ევროპის ზედიზედ ორგზის ვიცე-ჩემპიონმა ტრავმა საბოლოოდ ტოკიოში უნდა მოიშუშოს. საბედნიეროდ, სხვებს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ აწუხებთ.

ჩემპიონატი 9 სექტემბერს დაიწყება ქალთა და ვაჟთა ორ-ორი ზედა მძიმეწონოსანთა ტურნირით - ამ დღეს +100-100 და +78-78 წონების წარმომადგენლები იჭიდავებენ. მეორე დღეს საასპარეზოდ ვაჟთაგან 90-81, ქალთაგან კი 70-ის მოჭიდავეები გავლენ. 11-ში ვაჟთაგან საქმეში მხოლოდ 73-ის ფალავნებს ვიხილავთ, ქალთაგან - 63-57-სას. 12 სექტემბერი 60-66 და 52-48 კატეგორიებს დაეთმობა, 13-ში კი აბსოლუტური პირველობაა.

ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალთა ტურნირში მონაწილე არ გვეყოლება, ამიტომ მხოლოდ ვაჟებისაზე შევჩერდებით. მასში 98 ქვეყნის 532 სპორტსმენი გამოვა, რაც ფრიად შთამბეჭდავი ციფრია. ყველაზე მეტი მონაწილე 73 და 81 კილოგრამ წონებში გამოვა - 81-81 ფალავანი. საინტერესოა, რომ ამ 98 ქვეყანას შორის მხოლოდ ექვსია ისეთი, ვისაც სრულად დაკომპლექტებული ანუ ყოველ წონაში ორ-ორი მონაწილე ეყოლება - საქართველო, იაპონია, კორეა, მონღოლეთი, აშშ და რუსეთი.

ფრიად წარმოამდგენლობითია მონაწილეთა სახელობრივი სიები, თუმცა რამდენიმე ცნობილ ფალავანს ეს ჩემპიონატიც მოისაკლისებს. მაგალითად, წინასწარ განაცხადებში შეყვანილნი არ არიან ეგვიპტელი მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი ჰეშამ მეშბახი (90), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები - ბელარუსი სიარხეი შუნძიკაუ (81) ბრიტანელი პეტერ გუსინსი (100) და შვეიცარიელი სერგეი აშვანდენი (90). განაცხადებში საერთოდ არაა ტაჯიკეთი და, შესაბამისად, მათი ერთადერთი ტიტულოვანი ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი რასულ ბოკიევი (73), მაგრამ უფულო ტაჯიკები სულ ასე დაგვიანებით ჩადიან ტურნირებზე და არაა გასაკვირი, ბოკიევმა მაინც რომ იჭიდაოს. უნგრელებს განაცხადში არ ჰყავთ მძიმეწონოსანი ბარნა ბორი, მაგრამ ყველაზე დიდი მოულოდნელობა კუბელთა ოთხკაციანი განაცხადია! თან მასში არც ერთი ცნობილი ფალავანი არაა. ისრაელიც მხოლოდ ოლიმპიური პრიზიორითა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ არიელ ზეევითაა წარმოდგენილი. ჰოლანდიაც მცირერიცხოვანი გუნდითაა ჩასული და ორკაციანი კვოტა სრულად არც ფრანგებს გამოუყენებიათ. რაც შეეხება მასპინძელთა და რუსთა გუნდში მომხდარ ცვლილებებს, ამაზე ადრე ვწერდით.

[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის