საბერძნეთის 18-წლამდელთა ნაკრებში ნათამაშები ქართველი ახლა ხონის "იმერეთში" ვარჯიშობს
18 წლის გუგა ხვიჩია ხონის "იმერეთის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. 2007-09 წლებში "პანათინაიკოსის" საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა, საიდანაც საბერძნეთის დაბალი ლიგის "გლიკანერაში" გადაიყვანეს, ექვსი თვე დუბლშემადგენლობაში თამაშობდა, შემდეგ კი - ძირითად გუნდში.

2010 წლის ზაფხულში საბერძნეთის 18-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პეტროს ციგულისმა მიიწვია, 5 ამხანგური შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე ძირითადში: ორჯერ კვიპროსელ თანატოლებთან, სამჯერ ბერძნულ გუნდებთან. მაგრამ გვარის გადაკეთებაზე უარი თქვა და კლუბთან პრობლემები შეექმნა.

მერე "პანათიანიკოსისა" და აეკ-ის ახლაგაზრდულ გუნდებში იწვევდნენ, მაგრამ მეორე ლიგის "არაის ვულას" მთავარ გუნდში თამაში ამჯობინა - დიდებთან პრაქტიკით ბევრად მეტ გამოცდილებას შევიძენო.

საბერძნეთის 18-წლამდელების მერე 19-წლამდელებში ორი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ოფიციალურ მატჩებშიც სურდათ მისი გამოძახება, მაგრამ გვარის შეუცვლელად ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა.

ხვიჩიას საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი ორი წლის წინ ჰქონდა, ამბობს, რომ მისით 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი დაინტერესდა და დაუკავშირდა, მაგრამ სეზონის მიმდინარეობისას ბერძნებმა დროულად არ გამოუშვეს და შეკრებაზე დაგვიანებით გამოცხადდა.

ახლა საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისია, საფეხბურთო კლუბების საქმეებიც აირია, ხვიჩიამ ნორმალური კლუბი ვერ მონახა და საქართველოში დაბრუნდა.

"რატომ წამოვედი? საბერძნეთში ჩემი გუნდი დაიშალა, სხვაგანაც გაუგებარი ვითარებაა, არ იცი, სად მოგცემენ ხელფასს და სად არა. მე საბერძნეთის მოქალაქე არ ვარ და ასეთ გაურკვევლობაში ცხოვრება შეუძლებელი იყო. ტყუილად თამაშს კი რა აზრი ჰქონდა?

იანვრიდან პირველი ლიგის ხონის "იმერეთში" ვვარჯიშობ. სხვაგან მისვლა არც მიცდია, მაისამდე ცოტა დრო დარჩა და აქეთ-იქით სირბილსა და გასინჯვებს ჩემს ქალაქში მშვიდად მომზადება მერჩივნა", - ამბობს გუგა ხვიჩია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ramo
ჩემი ნება რომ იყოს ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენს მივცემდი და მისი სამშობლოს სიყვარულის შესახებ სკოლაში ბავშვებს მოვუყვებოდი.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა