საბერძნეთის პირველი ლიგის "ვიზასში" გადასული ლუკა ხომასურიძე საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრობს
23 წლის ქართველი ნახევარმცველი ლუკა ხომასურიძე საბერძნეთის პირველლიგელ "ვიზასში" გადავიდა. ეს გუნდი 18-გუნდიან ტურნირში 14 ქულით მე-14 ადგილზეა.

"საბერძნეთის პირველლიგელ "ვიზასში" ახლახანს ჩავირიცხე - კონტრაქტს ხელი სეზონის ბოლომდე მოვაწერე", - ამბობს ლუკა.

"ვიტ ჯორჯიას" აღზრდილი ხომასურიძე შემტევი ნახევარცველია. მას საქართველოში კარგად არ იცნობენ და ამიტომ კარიერაზე მოვაყოლეთ:

"ვიტ ჯორჯიას" დუბლებში ვირიცხებოდი და პირველ ლიგაში ვითამაშე, მაგრამ შანსი გამიჩნდა და 17 წლისა საბერძნეთში წავედი. 2006-2010 წლებში "ტრასივულოში" ვიყავი. გუნდი სუპერლიგაში (უმაღლესი ლიგა) თამაშობდა, მე კი დუბლებში მიწევდა გამოსვლა, თუმცა საბერძნეთის სუპერლიგაში (უმაღლესი ლიგა) მითამაშია. პირველ გუნდში მერე გადამიყვანეს, როდესაც უმაღლესიდან B ეთნიკში (მეორე ლიგა) გავვარდით. ახალ 5-წლიან კონტრაქტსაც მოვაწერე ხელი და თამაშის იმედი გამიჩნდა, მაგრამ უთამაშებლობის გამო შარშან ზამთარში ხელშეკრულება გავწყიტე.

მაშინ რამდენიმე წინადადება მქონდა: ეთნიკის "ვერიაცადან", აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგის კლუბიდან და კვიპროსულ "აპოლონიდან", მაგრამ საბოლოოდ 2 ლიგის "მანდრაიკოსში" გადავედი. იქ 25 მატჩში 16 გოლი გავიტანე. კარგი სეზონი იყო, მაგრამ გუნდი ფინანსური კრიზისის გამო დავტოვე".

საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს და "ვიზასში" გადასვლის მიუხედავად, ხომასურიძე მაინც საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრობდა.

"როგორც გითხარით, აქედან 17 წლის წავედი და უმაღლეს ლიგაში არ მითამაშია. საქართველოში დაბრუნებაზე შარშან დავფიქრდი. მაგრამ ვარიანტი გამოჩნდა და ჩამოსვლა გადავიფიქრე.

საბერძნეთის პირველ ლიგაში თამაში ურიგო არ არის, მაგრამ დასამალი არ არის, ახლა საბერძნეთში ფინანსური კრიზისია და აქ დარჩენა სარისკო გახდა. კონტრაქტიც სეზონის ბოლომდე ამიტომ გავაფორმე. საერთოდ, აღარ ღირს აქეთ გაჩერება და საქართველოში მინდა ძალები მოვსინჯო.

სხვათა შორის, ასე ფიქრობენ ის ქართველებიც, რომლებიც საბერძნეთის დაბალ ლიგებში თამაშობენ. ბევრთან ვმეგობრობ, მათ შორის ნიჭიერი ბიჭებიც არიან. აქ დაბალ ლიგაში თამაში უკვე დიდი წვალებაა. საბერძნეთი ისეთი მდიდარი აღარ არის, როგორც ადრე, როდესაც აქაურობას ყველა სიამოვნებით ეტანებოდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა