ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ზვიად სიჭინავა ფუტსალის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა

ზვიად სიჭინავა ფუტსალის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა

სფფ-ის გენერალურმა სამდივნომ ფუტსალში ჩემპიონატის დებულების ახალი ვერსია მოამზადა
14 თებერვალს, სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელი - რევაზ შენგელია "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის მედია-ცენტრში ფუტსალის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა სამუშაო ხასიათის იყო და 6 თბილისური კლუბის გარდა, ქუთაისისა და თელავის კლუბების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სფფ-ის გენერალურმა სამდივნომ ფუტსალში საქართველოს ჩემპიონატის დებულების ახალი ვერსია მოამზადა, რომელიც კლუბების წარმომადგენლებს დაურიგდათ და პარასკევამდე მიეცათ ვადა, რათა ახალ დოკუმენტს საფუძვლიანად გაეცნონ და საკუთარი შენიშვნები და წინადადებები წარმოადგინონ.

სფფ-ის პრეზიდენტმა კლუბებს ყველანაირი დახმარება აღუთქვა და შეხვედრაზევე განაცხადა, რომ ისინი გადასახადისგან გათავისუფლდებიან და ტრანსპორტირების საკითხებსაც სფფ მოაგვარებს.

"საბოლოო შეხვედრა 17 თებერვალს გვექნება, სადაც კლუბების წარმომადგენლები ოფიციალურ თანხმობას განაცხადებენ ჩემპიონატში მონაწილეობაზე და ახალ დებულებაზე აზრს და შენიშვნებს გამოთქვამენ. სწორედ, ამის შემდეგ გადავწყვეტთ ჩემპიონატის ჩატარების ზუსტ თარიღს, ჩავატარებთ კენჭისყრას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩატარდეს და საინტერესო იყოს.

დღევანდელი მონაცემებით, ვიცით, რომ 8 გუნდს აქვს ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი. მაგრამ ჩვენ გვაქვს მოთხოვნები, რომლებსაც, ამ ეტაპზე, მხოლოდ 4 გუნდი აკმაყოფილებს. თუმცა, ფეხბურთის ფედერაცია მზადაა, ყველანაირად დაეხმაროს იმ გუნდებს, რომელთაც გარკვეული პრობლემები აქვთ; გარკვეულ ხარჯებს ჩვენს თავზე ავიღებთ და იმედია, დაძაბული და საინტერესო ჩემპიონატის მომსწრენი გავხდებით" - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

თავად ჩემპიონატი კი, სავარაუდოდ, ორ წრედ ჩატარდება და თამაშები, ძირითადად, თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.

კლუბების წარმომადგენლები კმაყოფილები დარჩნენ საქმის ასე სასიკეთოდ შემობრუნების გამო და იმედი გამოთქვეს, რომ ქართულ ფუტსალში ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება.

ლევან გრიგოლია ("ახალი გუნდი" - სარაჯიშვილი): "მე არ მახსოვს პრეცედენტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ასე აქტიურად დადგომოდეს გვერდში ფუტსალს. როგორც ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელი, ხმამაღლა ვამბობ, რომ რაც დღეს ხდება, ეს ჩვენთვის უზარმაზარი დახმარება და გვერდში დგომაა.

ამისათვის, დიდი მადლობა ფედერაციას და მის პრეზიდენტს. ახალ დებულებას ჩვენ საფუძვლიანად გავეცნობით, შევჯერდებით და პარასკევის შეხვედრაზე წარმოვადგენთ ჩვენს შენიშვნებსა და შეხედულებებს. ეს უკვე სამუშაო პროცესია, სიცოცხლეა და ესაა ნამდვილი ფეხბურთი."

ავთო ასათიანი ("თელასის" მწვრთნელი): "ფედერაციამ მაქსიმალურად გამოგვიწოდა დახმარების ხელი და ქართული ფუტსალის გვერდში დადგა. დღეს ძალიან კარგი შეხვედრა იყო - ყველა კლუბმა თავისი სათქმელი თქვა და პრობლემებზეც ღიად ვისაუბრეთ.

ბატონი ზვიადისგან მართლაც კარგი ინიციატივები წამოვიდა და ვგრძნობთ, რომ ფედერაცია გვერდში გვიდგას. პარასკევს კი, საბოლოოდ შევჯერდებით, 6-გუნდიან ჩემპიონატს ვითამაშებთ თუ გუნდების რაოდენობა კიდევ გაიზრდება."

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მუშაობა დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს, რადგან ჩემპიონატის დაწყება ძალიან არ დაგვიანდეს.

სავარაუდოდ, 17 თებერვალს ფუტსალში საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის დაწყების თარიღიც გაირკვევა.

სფფ-ის პრესსამსახური

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა