ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ცოდვილი "არისტოკრატი"

ცოდვილი "არისტოკრატი"

"ტელეგრაფმა" ჯონ ტერისა და მის შეცოდებებს კანონისა თუ საზოგადოებაში დამკვიდრებული წესების წინააღმდეგ სპეციალური სტატია მიუძღვნა
"ტელეგრაფმა" ჯონ ტერისა და მის შეცოდებებს კანონისა თუ საზოგადოებაში დამკვიდრებული წესების წინააღმდეგ სპეციალური სტატია მიუძღვნა.

ჯონ ტერი დამსახურებულად მიიჩნევა თანამედროვეობის ერთ-ერთ უძლიერეს ცენტრალურ მცველად და "ჩელსისა" თუ ინგლისის ნაკრებში უმნიშვნელოვანეს პერსონად.

ამის მიუხედავად, 31 წლის ფეხბურთელმა შეიძლება მაინც გამოტოვოს ევროპის ჩემპიონატი მას შემდეგ, რაც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ "ქუინზ პარკ რეინჯერსის" ფეხბურთელის ანტონ ფერდინანდის რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფის გამო კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა. რაც მთავარია, ეს მის მშფოთვარე ცხოვრებაში პირველი შემთხვევა არ არის. თქვენ ქვემოთ შეხვდებით სკანდალური ფეხბურთელის მიერ დაშვებულ შეცდომებს.

- კლუბმა ის ორი კვირის ხელფასით დააჯარიმა იმის გამო, რომ სერიოზულად დათვრა და "ჰითროუს" აეროპორტში (ლონდონის ყველაზე დიდი აეროპორტი. რედ) ამერიკელ ტურისტებს შეურაცხყოფას აყენებდა და თანაც ეს 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ხდებოდა.

- 2002 წლის იანვარში მას ბრალი დაედო ღამის კლუბის დაცვის წევრზე თავდასხმაში. შედეგად ის გააძევეს ეროვნული ნაკრებიდან, რის გამოც 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვა. მოგვიანებით ბრალდება თავდასხმასა და ბოთლის ნამსხვრევებით სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებაზე მოუხსნეს.

- 2002 წლის თებერვალში ლონდონის ერთ-ერთი ღამის კლუბის უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს მთვრალი ტერი, როცა ის ლუდის კათხაში შარდავდა, რის შემდეგაც ეს კათხა იატაკზე დაანარცხა და დაამსხვრია.

- მალე ის 60 ათასი ფუნტით დააჯარიმეს ავტოსადგომზე თავისი "ბენტლის" ინვალიდებისთვის კუთვნილ ადგილზე გაჩერების გამო.

- 2004 წელს ჯონ ტერი, თანაგუნდელებთან უეინ ბრიჯთან და სკოტ პარკერთან ერთად ძაღლების რბოლებზე ფულის დადებაში ამხილეს (მსგავსი თამაშები ფეხბურთელებს კონტრაქტებით ეკრძალებათ ხოლმე). აღმოჩნდა, რომ კვირაში ისინი 40 ათას ფუნტს დებდნენ.

- 2006 წლის ნოემბერში "ტოტენჰემთან" გასვლით შეხვედრაში მინდვრიდან გააძევეს. მოგვიანებით მას ბრალად წაუყენეს ლედლი კინგის რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფა. გარდა ამისა, მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა არბიტრ გრემ პოლის კვალიფიკაცია დააყენა ეჭვქვეშ. საბოლოოდ შეუფერებელი საქცილისთვის ის 10 ათასი ფუნტით დაჯარიმდა.

- 2007 წელს, იქამდე ვიდრე ტონი პულიზე იქორწინებდა, გამოუტყდა, რომ მინიმუმ 8-ჯერ უღალატა. 17 წლის ჯენი ბარკერის თქმით კი, მათ სექსი უშუალოდ მანქანების ავტოსადგომზე ჰქონდათ.

- 2009 წელს საფეხბურთო ასოციაცია და კლუბი მას ბრალად სდებდნენ, რომ ათი ათასი ფუნტის სანაცვლოდ "კობემის" ბაზაზე ჟურნალისტი უკანონოდ შეაპარა.

- 2009 წელს ჯონის მამა ტოდ ტერი ფარული კამერით აღჭურვილმა ჟურნალისტმა მაშინ გადაიღო, როცა მისგან კოკაინს ყიდულობდა. ეს მოხდა დედისა და დეიდის ქურდობაში დადანაშაულებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

- 2010 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერი 4 თვის განმავლობაში ხვდებოდა ყოფილი თანაგუნდელის უეინ ბრიჯის მეგობარ გოგონა ვანესა პერონსელს. არადა, მიიჩნეოდა, რომ უეინი ჯონის ახლო მეგობარი იყო. ამის შემდეგ ფაბიო კაპელომ ფეხბურთელს ნაკრების კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა და ის ჯერ რიო ფერდინანდს გადასცა, შემდეგ სტივ ჯერარდს.

- 2011 წლის ოქტომბერში ტერის ბრალი დაედო "ქუინზ პარკის" ცენტრალური მცველის ანტონ ფერდინანდის რასისტული ხასიათის შეურაცხყოფა. "ჩელსიმ" იმ დღეს "ლოფტუს როუდზე" 1:0 წააგო. საქმეს პარალელურად იძიებენ საფეხბურთო ასოციაცია და პოლიცია. 2012 წლის 9 ივლისს ის სასამართლოს წინაშე მეორედ წარსდგება. იქამდე კი მას ნაკრების კაპიტნობა ჩამოართვეს.

კარიერის დასრულების შემდეგ ჯონს ალბათ მოუწევს ამ ყველაფრის გახსენება, რადგან ყოველივე დიდ როლ თამაშობს საფეხბურთო მოედანზე მის ქცევაზე. ინგლისში ახალგაზრდა ცენტრალური მცველების კარგი თაობა მოდის და ევრო 2012 ისეთ შანსად გვეჩვენება, როცა ფეხბურთელს კარის ხმამაღლა გაჯახუნება ჯერ კიდევ შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება

[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა

ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა