ბერლინული კლუბის ხელმძღვანელებმა მოლაპარაკებები დაიწყეს ბულგარელ სპეციალისტთან, რომელიც ახლა სპლიტის "ჰაიდუკში" მუშაობს
"ჰერტას" ხელმძღვანელები ახალი მწვრთნელის ძებნას აგრძელებენ. გუშინ "სქაი სპორტი" იტყობინებოდა, რომ ბერლინული კლუბის ხელმძღვანელებმა მოლაპარაკებები დაიწყეს ბულგარელ სპეციალისტ კრასიმირ ბალაკოვთან, რომელიც ახლა სპლიტის "ჰაიდუკში" მუშაობს.

მას აქტიური საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები გერმანიაში, კერძოდ "შტუტგარტში" აქვს გატარებული, სადაც 1995-დან 2003 წლამდე თამაშობდა.

"ბილდი" კი წერს, რომ "ჰერტას" მენეჯერი მიხაელ პრეეტცი მოლაპარაკებებს გერმანელ მწვრთნელ თომას დოლთანაც აწარმოებს.

ხსენებული გამოცემის ცნობით, პრეეტსა და დოლის მრჩეველ ვოლფგანგ ფიოგესთან პირველი კონტაქტი გუშინ დილას შედგა. დოლი ბოლოს საუდის არაბეთში მუშაობდა, სადაც "ალ ჰალილ რიადს" ავარჯიშებდა, ეს კლუბი 22 იანვარს დატოვა და ახლა ბუნდესლიგაში დაბრუნება უნდა.

აღსანიშნავია, რომ თომას დოლი გერმანიაში ბოლოს სამწლინახევრის წინ მოღვაწეობდა - 2008 წლის მაისში ის დორტმუნდის "ბორუსიას" თავკაცის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სლომკამ ლალა მოკვეთა

"ჰანოვერის" მთავარმა მწვრთნელმა მირკო სლომკამ ვეტერანი ალბანელი ფეხბურთელი ალტინ ლალა გუნდიდან ერთი კვირით მოკვეთა.

ეს სასჯელი გამოცდილმა ნახევარმცველმა იმის გამო დაიმსახურა, რომ ორშაბათს, ვარჯიშზე, სლომკას ასისტენტ ნორბერტ დიუველს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ახლა, ლალა ერთი კვირის განმავლობაში ინდივიდუალურად ივარჯიშებს და "ჰანოვერს" უახლოეს ორ მატჩში (ევროპის ლიგაში, "ბრიუგესთან" და ბუნდესლიგაში "შტუტგარტთან") ვეღარ დაეხმარება. ეს "ჰანოვერისთვის" მტკივნეული დანაკლისი არ არის, რადგან სლომკა ლალას ძირითად შემადგენლობაში ძალიან იშვიათად ათამაშებს ხოლმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა