ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრები ავტოსპორტის ფედერაციას ბაჰრეინის ეტაპის გაუქმებისკენ მოუწოდებენ
გასულ წელს, ბაჰრეინის ეტაპი პოლიტიკური კრიზის გამო გააუქმეს. მაშინ რბოლის ორგანიზატორებმა სრულად გადაუხადეს არშემდგარი ეტაპის თანხა ბერნი ექლსტოუნს და არაერთხელ განაცხადეს იმის შესახებ, რომ ყველაფერს გააკეთებენ 2012 წლისთვის ფორმულა 1-ის ქვეყანაში დასაბრუნებლად.

რამდენიმე დღის წინ, ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრებმა გაზეთ "თაიმსში" გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომელშიც ავტოსპორტის ფედერაციას ბაჰრეინის ეტაპის გაუქმებისკენ მოუწოდებენ. მიზეზი ის არის, რომ ამ კვირას ქვეყანაში ისევ დაიწყო ქუჩის აქციები, ხოლო ავტორიტეტულმა ორგანიზაცია Amnesty International-მა გამოაცხადა, რომ სამეფოში პოლიცია ხალხს აწამებს. რამდენიმე ჟურნალისტმა ვიზა ვერ მიიღო, ბევრი გულშემატკივარი შეშინებულია და უკვე უარი განაცხადა ბაჰრეინში ტურისტად გამგზავრებაზე.

ფედერაცია და ექლსტოუნი არ ჩქარობენ განცხადების გაკეთებას - ახლო აღმოსავლეთის ინვესტორებს სერიოზული ლობი ჰყავთ ფედერაციაში, მაგრამ საკითხი სპორტის ფარგლებს სცილდება და საჯინიბოებსა და მათ სპონსორებს არ სურთ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობა. ბევრს მიაჩნია, რომ ბაჰრეინის ეტაპის ბედი მარტამდე არ გადაწყდება - მხარეებს კრიზისის დასრულების იმედი აქვთ.

გერმანული საჯინიბოს - "მერსედესის" ხელმძღვანელობამ დააასტურა ახალი ბოლიდის პრეზენტაციის თარიღი. ახალ "მერსედესს" მომავალ სამშაბათს, 21 თებერვალს გავიცნობთ.

შეგახსენებთ, რომ პირველ წინასასეზონო ტესტებზე გუნდის პილოტები - მიხაელ შუმახერი და ნიკო როსბერგი შარშანდელი მანქანით მუშაობდნენ. როგორც გაირკვა, პრეზენტაციის დაგვიანება იმით არის გამოწვეული, რომ გუნდს არ სურს კონკურენტებს ნაადრევად ანახოს რევოლუციური წინა ანტიფრთა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა