მოგილოვში გაზეთ "სპორტივნაია პანორამას" პრიზზე ბელარუსიის ზამთრის ღია ჩემპიონატი დამთავრდა
მოგილოვში დამთავრდა ბელარუსიის ზამთრის ღია ჩემპიონატი მძლეოსნობაში გაზეთ "სპორტივნაია პანორამას" პრიზზე.

ჯილდოებისთვის მასპინძლებთან ერთად საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპორტსმენებიც იბრძოდნენ.

ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა შეჯიბრებაზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 400 მეტრზე რბენაში მესამე მიიჭრა ფინიშთან ოზურგეთელი ნიკა კარტავცევი (წინასწარ გარბენში 48,40 წამით იგი მეორე იყო), თანაც ბელარუსთა კლასიფიკაციით სპორტის ოსტატის ნორმატივიც შეასრულა.

ამავე დისტანციაზე დენის ჟვანიამ (50.34) VIII-IX ადგილები გაინაწილა და იმ შვიდ სპორტსმენს შორის მოხვდა, რომლებმაც სპორტის ოსტატობის კანდიდატის ნორმატივს გადააჭარბეს. ოქროს მედალი დმიტრი პოლუიანმა (48,11) მოიპოვა.

საქართველოს დელეგაციას მეორე ბრინჯაო სიგრძეზე ხტომაში მაიკო გოგოლაძემ (5,76 მ) მოუტანა. პირველ-მეორე ადგილებზე მასპინძლები - ვერონიკა შუტკოვა (6,66) და ოლგა სუდარევა (6,56) გავიდნენ. 7 სანტიმეტრი დააკლდა ბრინჯაომდე ბორისლავ სხირტლაძეს, რომელიც სპორტის ოსტატობის კანდიდატის ნორმატივით - 7,39 მეტრით მე-4 ადგილზე აღმოჩნდა. ჩემპიონობა მინსკელ ალექსეი ცაპინს (7,66) ერგო.

სიმაღლეზე ხტომაში ზურაბ გოგოჭური 207 სანტიმეტრით მეშვიდე იყო.

ქალთა შორის ბირთვის კვრაში სხვსდასხვა წლების სამი მსოფლიოს ჩემპიონი მონაწილეობდა. სეზონის საუკეთესო შედეგით - 20,70 მეტრით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე პეკინის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ნადეჟდა ოსტაპჩუკი ავიდა, 2008 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ნატალია მიხნევიჩი მოგილიოვშიც მეორე იყო (19,15), 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი იანინა პროვალინსკაია-კაროლჩიკი მე-4 ადგილს დასჯერდა. ამ სახელოვან ათლეტებთან პაექრობაში სალომე რიგიშვილმა მოკრძალებული შედეგით - 12,67 მეტრით მე-8 ადგილი დაიკავა.

საგულისხმოა, რომ ქართველი მძლეოსნები ბელარუსის ღია ჩემპიონატამდე მინსკში იმყოფებოდნენ საწვრთნელ შეკრებაზე - ისინი ევროპის ზამთრის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც 9-11 მარტს სტამბოლი უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა