ქართველი ცენტრის "ატლანტა" ლოს ანჯელესში 78:86 დამარცხდა, ჩვენებურმა კი მოედანზე 27,23 წუთი გაატარა
ლოს ანჯელესში, "ლეიკერსთან" მატჩში, ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა.

ქართველმა ცენტრმა ლოსანჯელესელებს ბურთი 4-ჯერ ჩაუჭრა და ეს მატჩის საუკეთესო შედეგი გახლდათ. ფაჩულიას საუკეთესო შედეგი აქამდე 3 ჩაჭრა იყო, რომელიც მან 6 თებერვალს, "ფინიქსთან" მატჩში მოაგროვა.

რაც შეეხება მატჩს, ფაჩულიას გუნდმა წააგო. "ატლანტა ჰოუქსი" პირველ ტაიმში ტოლსწორად ებრძოდა მასპინძლებს, თუმცა მესამე მეოთხედი ჩააგდო და დარჩენილ დროში ვითარება ვეღარ გამოასწორა. "ლეიკერსმა" საბოლოოდ 8 ქულის სხვაობით - 86:78 გაიმარჯვა.

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27,23 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა მხოლოდ ერთი ქულა ჩააგდო, სამაგიეროდ კარგად იმუშავა ფარქვეშ და 9 მოხსნა მოაგროვა. ამის გარდა ფაჩულიას თითო პასი და დაფარება ჰქონდა, 4 ჩაჭრის შესახებ კი წერილის დასაწყისშივე გიამბეთ.

"ატლანტას" სადღეისო მონაგარი 18 მოგება და 11 მარცხია. ანალოგიური შედეგი აქვს "ორლანდოსაც" და ეს გუნდები აღმოსავლეთ კონფერენციაში IV-V ადგილებს იყოფენ. მომდევნო მატჩი ატლანტელებს ფინიქსში, ხვალ, გამთენიისას ელით.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა