თავდამსხმელი, რომელსაც ავარიისა და ტრავმის გამო ორი წელი გაუცდა, კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა
სამწუხაროდ, "დნიპროს" 13-ნომრიანი მაისურა ბექა გოცირიძისთვის უიღბლო გამოდგა. 2009 წლის ზაფხულში მომხდარი ავარიის შემდეგ, ბექა გოცირიძემ ფორმა ვერა და ვერ აღიდგინა.

ისიც სასწაული იყო, ნახევარი წლის შემდეგ ვარჯიში რომ დაიწყო, ელენთის ამოჭრის მიუხედავად, არანაირი პრობლემა არ აწუხებდა, მაგრამ აღარ ენდობოდნენ - დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ძირითად შემადგენლობაში აღარ ათამაშებდნენ და ახალგაზრდულ გუნდში გადაიყვანეს.

2010-2011 წლებში გოცირიძემ კრივოი როგის "კრივბასსა" და "დნიპროს" ახალგაზრდულ გუნდში სულ 10 მატჩი ჩაატარა.

23 წლის თავდამსხმელს საქართველოში დაბრუნება სურდა, შარშან თბილისის "დინამოში" გადმოსვლა რეალურიც ეგონა, მაგრამ უკრაინელებმა ტრანსფერში იმდენივე მოითხოვეს (მილიონი ევრო), რამდენადაც "ზესტაფონისგან" შეიძინეს.

ოქტომბერში ბექამ "დნიპროში" ვარჯიშზე აქილევსის მყესი დაიზიანა. მართალია, ოპერაციას გადაურჩა და ორი თვის შემდეგ განაახლა ვარჯიში, მაგრამ ფაქტია, რომ ისევ პრობლემა შეექმნა, სულ კი ორი წელი გაუცდა და ეს იმედისმომცემი მოთამაშე ისეთი სასოწარკვეთილი იყო, კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობდა.

საბედნიეროდ, პესიმისტურმა ფიქრებმა გადაუარა და ახალი წლიდან ისევ "დნიპრო 2"-ში დაიწყო მზადება. თუმცა იქ დარჩენა არ უნდა და იჯარით გაშვებას იმედოვნებს. მაგრამ ჯერ არ იცის, სად ითამაშებს.

გოცირიძეს "დნიპროსთან" კონტრაქტი 2012 წლის დეკემბერში უმთავრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა