ვლადიკავკაზურ გუნდში დუბლებიდან რუსეთის მოქალაქე, 23 წლის მცველი გურამ თეთრაშვილი გადაიყვანეს
იყო დრო, როდესაც ვლადიკავკაზის "ალანია" ქართველი ფეხბურთელების ტრამპლინად მიიჩნეოდა. ტყუილად არ იწვევდნენ: ბევრმა ჩვენიანმა შეიტანა წვლილი ოდესღაც პროვინციული კლუბის რუსულ ფეხბურთში დაწინაურებაშიც.

ვლადიკავკაზში თამაშობდნენ მურთაზ შელია, მიხეილ ყაველაშვილი, ომარ თეთრაძე, კახა ცხადაძე, ლევან კობიაშვილი, გოგა გახოკიძე, გოჩა ჯამარაული, სოსო გრიშიკაშვილი, მამუკა წერეთელი, მიხეილ ფოცხვერია, ლევან სილაგაძე, ზურაბ მენთეშაშვილი... სულ "ალანიას" ფორმა 22 ქართველს მოურგია.

მაგრამ 2008 წელს ცხინვალში რუსეთის აგრესიის შემდეგ, ქართულ-ოსური საფეხბურთო პარტნიორობა დასრულდა და ქართველებს იშვიათად იწვევენ. ამის ფონზე შარშან უცნაურად ჩანდა, გასინჯვაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ივანე კანდელაკი და "ლეგენდარული მოგზაური" აპოლონ ლემონჯავა რომ იხმეს.

ახლა ვლადიკავკაზის კლუბში გურამ გიორგის ძე თეთრაშვილი თამაშობს. ჩვენი გულშემატკივრისთვის უცნობი ფეხბურთელი რუსეთის მოქალაქეა, 23 წლისაა და ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს.

თეთრაშვილი "ალანიას" დუბლებში გამოდიოდა, მთავარ გუნდში კი შარშან დეკემბერში გადაიყვანეს. "ალანია" პირველი ლიგის ლიდერია და პრემიერლიგაში გადასვლის ჩინებული შანსი გააჩნია.

გურამი სეზონისთვის კვიპროსში ემზადება, სადაც "ალანიას" დუბლშემადგენლობა საერთაშორისო ტურნირზე გამოდის და, უნდა ითქვას, ძალიან წარუმატებლადაც: ვლადიკავკაზელებმა პირველი შეხვედრა ნოვოსიბირსკის "სიბირთან" 0:6 წააგეს, მეორე კი იაროსლავლის "შინიკთან" - 0:4.

შესაძლოა, ვლადიკავკაზელებს ზაფხულიდან კიდევ ერთი ქართველი დაემატოს - გორის "დილას" შემტევმა ნახევარმცველმა გოჩა ხოჯავამ "ლელოსთან" ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოში სეზონის დასრულების შემდეგ, "ალანიაში" კონტრაქტს სთავაზობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა