ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გიორგი ნიჟარაძე: ესპანეთთან წაგებამ ციდან მიწაზე დაგვიშვა

გიორგი ნიჟარაძე: ესპანეთთან წაგებამ ციდან მიწაზე დაგვიშვა

IRB მეორე დონის სარაგბო ქვეყნებისთვის ახალი ტურნირის საბოლოო ვარიანტს კვირის ბოლოს წარმოადგენს
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლას ვეგასში გასულ უქმეებზე მეორე დონის სარაგბო ქვეყნებისა და IRB-ს დიდმოხელეთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

თავყრილობა ახალი ტურნირის დაფუძნების თაობაზე დისკუსიას მიეძღვნა. ამ მნიშვნელოვან ფორუმში საქართველოდან მონაწილეობდა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი ლაშა ხურციძე.

შეხვედრის დეტალებზე და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გიორგი ნიჟარაძე გვესაუბრება.

- ეს იყო საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა. IRB-ს მაღალჩინოსნებთან ერთად ჩვენი რაგბისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვაში რუმინეთის, რუსეთის, ტონგას, სამოას, ფიჯის, კანადის, აშშ-სა და იაპონიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. მოწვეული იყო ორი საკონსულტაციო ფირმის წარმომადგენლები, რომლებიც მომავალი ტურნირის ფინანსურ საკითხებს განიხილავდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ მოლაპარაკებები უმძიმესი გამოდგა, რადგან ყველა ქვეყანას ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. მათი მიზნები და ამოცანები ერთმანეთს არაფერში ემთხვეოდა. თავად განსაჯეთ, ამერიკა და კანადა, ჩვენგან და იაპონიისაგან განსხვავებით, რაიმე ტურნირში არ თამაშობს. იგივე პრობლემა აქვთ კუნძულელებს. ამასთან განსხვავებული სანაკრებო ფანჯარა აქვს ჩრდილოეთსა და სამხრეთ ნახევარსფეროებს.

- IRB-ს თუ ჰქონდა ტურნირის რაიმე ვარიანტი შემუშავებული, რომელზეც უნდა გემსჯელათ?

- IRB-მა სამი ვარიანტი შემოგვთავაზა. ერთი იყო რვა გუნდა, რომელიც მატჩების მიმოსვლით ჩატარებას ითვალისწინებდა, ოღონდ ისე, რომ გამარჯვებული არ ვლინდებოდა. დანარჩენი ორი განსხვავებული ფორმატით იყო დაგეგმილი.

რეალურად გამოგვდიოდა წელიწადში 13 თამაში. გაზაფხულზე ერთა თასი, ივნისში ძლიერ გუნდებთან შეხვედრები, რაც წარმოუდგენელია, რადგან წელიწადის მაგ დროს ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობას ვერ ვკრებთ. ამას ემატება ფინანსური პრობლემებიც. ერთი სიტყვით, ჩვენ IRB-ს არცერთ ვარიანტს არ დავყაბულდით.

- ესე იგი შეთანხმება არ შედგა?

- შეთანხმება შედგა. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ის პროექტი, რაც ჩვენ შევთავაზეთ, მიგვაჩნია, რომ იდეალურია. უბრალდ IRB-მა დრო ითხოვა, რათა დეტალები დააზუსტოს და დაახლოებით მიმდინარე კვირის ბოლოს ოფიციალურად გააცხადებს გადაწყვეტილების თაობაზე.

- ახლახან საქართველოს ნაკრებმა სტუმრად მოულოდნელად წააგო ესპანეთის ნაკრებთან. როგორ შეფასებას მისცემდით ჩვენი გუნდის თამაშს მადრიდში?

- ცხადია, ძალიან ცუდია, რომ წავაგეთ. ეს ჩვენივე სრულიად გაუმართლებელი შეცდომების გამო მოხდა. ესპანეთს კარგად არ უთამაშია, ჩვენ ვითამაშეთ ცუდად და ამიტომაც წავაგეთ. თუმცა ამასაც ობიექტური მიზეზები ჰქონდა. მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ ყველა გუნდს ემართება დაღმასვლა.

ნაკრებს, უამინდობის გამო, წესიერი საწვრთნელი პროცესიც არ ჰქონია. გუნდი ძირითადად დარბაზში ემზადებოდა და მხოლოდ ორჯერ მიეცა შესაძლებლობა გაშლილ მოედანზე ევარჯიშა.

ძალიან ცუდი იყო, რომ უკრაინასთან თამაში არ ჩატარდა. რადგან იმ ხარვეზებს, რაც ესპანეთში გამოჩნდა, მწვრთნელები უკვე უკრაინასთან მატჩში შენიშნავდნენ და გამოასწორებდნენ. კარგი ამ ყველაფერში ისაა, რომ ციდან მიწაზე დავეშვით, რომ ჩავარდნა დასაწყისში გვქონდა და არა ბოლოში.

- წაგების ერთ-ერთ მიზეზად გუნდის ექსპერიმენტული შემადგენლობა ანუ დებიუტანტთა სიმრავლე სახელდება.

- მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა გულშემატკივრებს, რომ ლმობიერება გამოიჩინონ. ვიმეორებ, რომ ქართულ რაგბიში დასრულდა განვითარების ერთი ეტაპი და დაიწყო მეორე, თვისობრივად უფრო განსხვავებული. აქამდე ნაკრების წევრებს ვირჩევდით დაახლოებით 40 მორაგბედან. ეს რიცხვი აუცილებლად უნდა გავზარდოთ ასამდე.

ამის მისაღწევად კი აუცილებელია, რაც შეიძლება მეტ პერსპექტიულ მოთამაშეს მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება. ახალი მოთამაშეების შემოწმება მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მარტში საქართველოს A ნაკრები ინგლისში გაემგზავრება, სადაც გუნდს მილტონ ჰეიგიცა და კრის გიბსიც გაჰყვებიან. იქ გარკვეული რაოდენობის ახალ მოთამაშეებს ნახავენ. მერე ივნისში, უძლიერესი შემადგენლობის შეკრებას, დიდი ალბათობით, ვერ შევძლებთ, მაგრამ, ვინც კანადისა და აშშ-ს ნაკრებებთან ითამაშებს, მათთვის ეს გამოცდილების მიღებისა და თავის გამოჩენის შესანიშნავი ასპარეზი იქნება.

ყოველივე ამის შემდეგ, მწვრთნელები თვითონ გადაწყვეტენ ისეთი მორაგბეები აიყვანონ ნაკრებში, რომლებიც მათი სათამაშო კონცეფციის განხორციელებას შეძლებენ. ასე რომ, ერთი წელიწადი ძიებისა და ექსპერიმენტების იქნება. ცუდია, ესპანეთთან რომ წავაგეთ, მაგრამ ეს ტრაგედია არ არის.

- მომდევნო შეხვედრა ერთა თასზე პორტუგალიის ნაკრებთან გვაქვს. იმედია, ამ მატჩისთვის ნაკრებში ყველა უძლიერესი იქნება.

- პორტუგალისათან ყველა უძლიერეს მორაგბეს გამოიძახებენ. მაგრამ აქ სხვა პრობლემამ იჩინა თავი. ეროვნულ სტადიონზე რეკონსტრუქციაა, ვაკეში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოედანი მოყინულია და ისე გამოდის, რომ პრინციპულ მეტოქესთან ავჭალის სტადიოზე მოგვიწევს თამაში, რომელიც 2 ათას მაყურებელს იტევს.

არადა, მატჩის ნახვის მსურველი ბევრად მეტი იქნება. ამიტომ მინდა გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო, ეს ჩვენი ბრალი არ არის.

- რუსეთის ნაკრებთანაც ავჭალის სტადიონზე ვითამაშებთ?

- არა, რუსებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვუმასპინძლებთ. ვფიქრობ, სადაო არ უნდა იყოს, რომ ეროვნული ნაკრები ქვეყნის საუკეთესო არენაზე უნდა ასპარეზობდეს. მით უფრო, რომ წლეულსვე, ნოემბერში ძალიან საინტერესო თამაშები გველის და გამორიცხული არ არის, გაისად თბილისში სერიოზული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• roma

სადაა ჩემი კომენტარი,ეს რა უნამუსობაა?

• dsd@dfsadf.com

აუ ეს მაგარი ბაქი ბუქაა! :D

• negredo

ჩემი აზრიტ თავიდანვე უნდა ეზრუნათ ამაზე და ერთი ნორმალური რაგბის მოედანი გაეკეთებინათ ტორემ ეხა რა გამოდის ლოკოლოტივი ფეხბურთის ფედერაციას გადასცეს და ეროვნული კიდევ საფეხბურთო კლუბ დინამოს და რაგბისტები საერთოდ უმოედნოდ დარჩნენ...რათქმა უნდა დინამოს ვერავინ დაადანაშაულებს რომ რაგბისტებს არ უშვებს საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადეს ახალ მინდორში და მათი პოზიცია გასაგებია..

• karlsoni

აირბის გადაწყვეტილებით ეროვნულმა ნაკრებებმა ოფიციალური თამაშEბი აუცილებლად დედაქალაქში უნდა ჩაატარონ;)3-4წლის წინ ეგრე იყო და ალბათ ახლაც ეგერე იქნება, თორე ქუთაისშიც ჩატარებულა შეხვედრები;)

• kz

კოპიტნარი რო გაეშვება მერე რაღას მოიმიზეზებენ, თუმცა მიზეზ მიზეზ....

• გიორგი მეთოთხმეტე

ზესტაფონის და ქუთაისის პრობლემა ის არის რომ საკმარისად ახლოს არ არის საეერთაშორისო აეროპორტი, მგონი 150 კილომეტრში უნდა იყოს. აი ქუტაისში რომ კოპიტნარი გაეშვება, მერე შესაძლებელია

• tamazi

რავიცი,თბილისის გარდა თუ არსებობს სხვა ქალაქი და სტადიონი ვერ ხედავენ,სასტუმროების არქონას თუ მოიმიზეზებენ ბოლობოლო ესპანეთის ახ.ნაკრებმა ჩაატარა თამაში ქუთაისში.ისე მიზეზები მაგარი იყო წაგებულ თამაშზე...

• ibeiorni

მარტალია რეგიონებმა რა დააშავეს_???პირიქით უკეთესი იქნებოდა და ამ დიდებული სპორტის კიდევ უფრო პოპულარიზაციას შეუწყობდა ხელს

• დევიდ აირონს

ისე ურიგო არ იქნებოდა, თბილისის გარდა რეგიონებმაც უმასპინძლონ ხანდახან, ასეთი რანგის თამაშებს. დაუშვად ზესტაფონმა, ქუთაისმა...

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს