ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

თემურ ქეცბაია: ეს ორი დღე მაინც მოგვასვენონ!

თემურ ქეცბაია: ეს ორი დღე მაინც მოგვასვენონ!

სასტუმრო, რომელიც შეიძლება ასიდან ასმა თბილისელმაც არ იცოდეს, ვაშლიჯვრის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარეობს. წყნარი, მყუდრო და კომფორტული სასტუმროა და... მიუდგომელიც. სწორედ ამ სასტუმროში დააბინავა თემურ ქეცბაიამ ეროვნული ნაკრები.

...ისე, ჩვენ სპონსორები არ გვყავსო?!

სასტუმრო, რომელიც შეიძლება ასიდან ასმა თბილისელმაც არ იცოდეს, ვაშლიჯვრის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარეობს. წყნარი, მყუდრო და კომფორტული სასტუმროა და... მიუდგომელიც. სწორედ ამ სასტუმროში დააბინავა თემურ ქეცბაიამ ეროვნული ნაკრები. მწვრთნელი მიიჩნევს, რომ გუნდის მოსამზადებლად აქ მშვენიერი ადგილია. ეს თემა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზეც ახსენა და მისი სიტყვებიდან გასაგები გახდა, თუ რატომ არჩია სასტუმრო, რომლის მიგნებაც თბილისელებსაც ძალიან გაუჭირდებათ.

საბერძნეთში ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ "თემური და მისი რაზმი" სამშობლოში დაბრუნდა და 7 სექტემბერს ისრაელთან საშინაო მატჩისთვის მზადება დაიწყო. ხსენებულ სასტუმროში გუშინ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია კაპიტან კახა კალაძესა და ლევან კობიაშვილთან ერთად გამართა.

- პირველ ყოვლისა, მსურს გითხრათ, რომ საბერძნეთში ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ კარგი შედეგით წამოვსულიყავით. ახლა მთავარია, ამ შედეგებით არ დავკმაყოფილდეთ და ასევე გავაგრძელოთ. პირეოსში იოლი მატჩი არ გვქონია, მაგრამ აქ ისრაელთან უფრო რთული შეხვედრა გველის. მართალია, ჩვენს ჯგუფში ფავორიტებად საბერძნეთსა და ხორვატიას მიიჩნევიან, მაგრამ ისრაელი მათზე ნაკლები ნამდვილად არ არის. მათ რამდენჯერმე შევხვდით და ყოველთვის კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. იმედია, ხალხი მოვა, სტადიონს შეავსებს და წარმატებულ სტარტს უფრო მეტი წარმატებით გავაგრძელებთ.

საამისოდ კი, მაქსიმალური მობლიზაცია გვჭირდება. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება ნათესავების, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისადმი - ფეხბურთელებს ამ ორ დღეს მაინც ნუ შეაწუხებთ და ამით დაგვეხმარეთ, რომ ისრაელისთვის კარგად მოვემზადოთ. ბოლო წლებში ნაკრების შეკრებისას ეს რეალური პრობლემა იყო, მილიონი ადამიანი თავისი პრობლემებითა და გაჭირვებით მოდიოდა. ამიტომ გვინდა, ეს ორი დღე მთლიანდ თამაშისთვის მზადებას დავუთმოთ. ამით იყო სწორედ სასარგებლო კვიპროსული შეკრება და აქაც მსგავსი გარემო გვინდა. მადლობა სასტუმროს მეპატრონეებს, რომლებმაც კარგი პირობები შეგვიქმნეს.

- თქვენ თქვით, ისრაელთან უფრო რთული თამაში იქნებაო. რატომ?

- პირველი მატჩი მალტასთან 3:1 მოიგეს და ჩვეულებრივზე მეტად მობილიზებულები იქნებიან. მათთვის ადვილია ძლიერი ნაკრების ჩამოყალიბება, რადგან ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებით არიან დაკომპლექტებული და რამდენიმე ლეგიონერი ჰყავთ.

- ისრაელის გამოკვეთილი ლიდერი გუნდის კაპიტანია იოსი ბენაიუნია. მთლიანად გუნდს როგორ დაახასიათებდით?

- ბენაიუნი რომ ძალიან კარგ ფორმაშია, მალტასთანაც გამოჩნდა, სადაც 3 გოლი გაიტანა, თუმცა სხვა ძლიერი მოთამაშეებიც ჰყავთ. ისრაელი ჩემპიონთა ლიგაში გუნდი ჰყავს. ნაკრების წევრთა უმრავლესობა ადგილობრივი პირველობიდან აიყვანეს, ესე იგი, მაღალი დონის ჩემპიონატი აქვთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიბრძოლებთ, თუკი ბიჭები ისეთივე მონდომებით ითამაშებენ, როგორც საბერძნეთთან, წარმატებას მივაღწევთ.

- ნაკრებში მოსვლის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელს პოზიცია შეუცვალეთ: ახლა კალაძე მარცხენა მცველია, ხიზანიშვილს კი, "ნორჩი დინამოელის" შემდეგ, საყრდენად თამაში გაახსენეთ. ასეთი ცვლილებების აუცილებლობა რამ გიკარნახათ?

- მე არ ვიცი, ხიზანიშვილი "ნორჩ დინამოელში" რა პოზიციაზე თამაშობდა, შეიძლება, მიზანშეწონილი არცაა ზოგიერთი ფეხბურთელის სხვა ადგილზე დაყენება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ბიჭები საბერძნეთში თავთავიანთ პოზიციებზე სასარგებლონი იყვნენ. მოგება თუ გვსურს, ტაქტიკურად სხვა თამაში უნდა ვითამაშოთ, უნდა შევუტიოთ. ამიტომ ტაქტიკური ცვლილებები იქნება. კარგია, რომ ბევრი უნივერსალური ფეხბურთელები გვყავს, მათ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლიათ თამაში. ისრაელთან მატჩი გვაჩვენებს, რა შეგვიძლია. 7 სექტემბერს თუ ვერ მოვიგეთ, ჯგუფიდან გასვლაზე ლაპარაკიც ზედმეტი იქნება.

- საბერძნეთთან მატჩმა რაიმე თვალსაზრისით უკმაყოფილება დაგიტოვათ?

- ვერ ვიტყვი, რომ უკმაყოფილო ვარ ბიჭებით, მათი მონდომებითა და თავდადებით. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ბერძნებისთვის არაფერი დაეთმოთ. 3 ქულის მოპოვებაც შეგვეძლო, თუმცა არ მინდა ვთქვა, რომ ბედი არ გვწყალობდა და ფრე ლოგიკური შედეგი არ იყო.

- კითხვა კახა კალაძესთან: სეიტარიდისთან კონფლიქტი რატომ მოგივიდათ?

კახა კალაძე: - ეს ფეხბურთია და მსგავსი ამბებიც ხდება, შეიძლება შენ ვერ მოზომო, ან მეტოქემ, ორივე ვნერვიულობდით და ჩვეულებრივი ამბავი იყო. სერიოზული არაფერი ყოფილა. შეხვედრას რაც შეეხება, მართლაც მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიყავით და არაფერი დავთმეთ..

- მაყურებლის მხრიდან აგრესია თუ იყო?

- ჩვენი მიმართულებით არ ყოფილა. სტადიონზე შეკრებილი ჩვენი გულშემატკივარი კი 90 წუთი არ გაჩერებულა და ეს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი იყო. ამისთვის საბერძნეთის ქართველობას უდიდესი მადლობა ეკუთვნის. ჩვენს წარმატებაში მათ საკმაოდ დიდი როლი შეასრულეს.

ლევან კობიაშვილი: - ქართველობა გუნდს ისე კარგად გულშემატკივრობდა, მათი აქ ჩამოყვანა გვინდოდა.

- ეტყობა, საბერძნეთში ქართველებს კარგი გულშემატკივრობაც ასწავლეს...

თემურ ქეცბაია: - არა მხოლოდ გულშემატკივრობა, ბევრი რამ ისწავლეს. ამ ხალხს უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო.

კახა კალაძე: - მიმაჩნია, რომ ფრე ლოგიკური შედეგია. მართალია, ბერძნებს მეტის გატანაც შეეძლოთ, თუმცა ამის საშუალება არ მივეცით. გატანა ჩვენც შეგვეძლო.

ლევან კობიაშვილი: - ახალი გუნდი გვყავს, ახალი მწვრთნელი... ბევრი ისეთი ფეხბურთელი დაგვიბრუნდა, რომელთაც სხვადასხვა მიზეზებით, ადრე არ იწვევდნენ. მიხარია, გუნდი გუნდს რომ ემსგავსება. იგრძნობა უჩვეულო მონდომება, რომ თითოეულ ჩვენთაგანს წარმატების მიღწევა სურს. ბედნიერებაა, ამ ნაკრების წევრი რომ ვარ... ისრაელთან რთული თამაში გველის, თუმცა გასამარჯვებლად აქცენტი შეტევაზე უნდა გავაკეთოთ. იმედია, უკეთესი და უფრო დასამახსოვრებელი მატჩები გველის წინ. გულშემატკივრის თანადგომა ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია. იმედია, ისრაელთან ტრიბუნები შეივსება.

- ისრაელთთან ანანიძე ძირითადში იქნება?

თემურ ქეცბაია: - ცვლილებები იქნება, თუმცა სერიოზული არა. დაიცადეთ ორი დღე და გაიგებთ...

ამ დროს მოულოდნელად თემურ ქეცბაია კედლისკენ შეტრიალდა და იმ ადგილს გახედა, სადაც სარეკლამო ბანერებია განთავსებული. ვერ დაინახა და იკითხა:

- ისე, ჩვენ სპონსორები არ გვყავს? ასეთ პრესკონფერენციებზე ევროპაში ხალხი რიგს იკავებს. იმედია, ისე ვითამაშებთ, სპონსორები აქეთ მალე შეგვაწუხებენ... ახალგაზრდულის წარმატებაზეც მინდა ვთქვა: ძალიან დიდი ამბავი მოხდა. არ ვიცი, ახალგაზრდები ჯგუფიდან გავლენ თუ არა, თუმცა ამის შანსი აქვთ, მეორე ადგილზე არიან და ეს უკვე დიდი მიღწევაა. ახალგაზრდულ ნაკრებში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ეროვნულში თამაში შეუძლიათ. მთელი ნაკრების სახელით, ოთარ გაბელიასა და ბიჭებს გამარჯვებას ვულოცავ.

ლელო

"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა