ფიფას თებერვლის რეიტინგში თემურ ქეცბაიას გუნდს ფინეთიც ჯობნის და ბელარუსიც, სომხეთიც და უზბეკეთიც
15 თებერვალს ფიფამ თებერვლის რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრებმა პოზიციები ხუთი საფეხურით დათმო - თემურ ქეცბაიას გუნდმა უთამაშებლად დაიხია 76-ედან 81-ე ადგილამდე. ჩვენს ნაკრებს გადაუსწრეს ჰაიტიმ, ფინეთმა, გვინეამ, გაბონმა და ალბანეთმა.

ყველაზე დიდი, 46-ადგილიანი ნახტომი აფრიკის თასის მასპინძელმა და მეოთხედფინალისტმა გაბონის ნაკრებმა გააკეთა, რომელიც 45-ეა, შავი კონტინენტის ჩემპიონი ზამბია კი 28 ადგილით დაწინაურდა და 43-ე პოზიციაზეა.

რეიტინგში ყველაზე დიდი კორექტივები სწორედ აფრიკის თასმა შეიტანა, თუმცა სხვა საინტერესო ცვლილებებიცაა. უპირველესად, საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეებს შევეხოთ - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ესპანეთი რეიტინგის ლიდერობას ინარჩუნებს, საფრანგეთმა მე-15-დან მე-17 ადგილამდე ჩამოინაცვლა, ბელარუსი 65-ედან 67-ეზე ჩამოქვეითდა, ფინეთი კი ცხრა საფეხურით აღზევდა და 79-ეა.

როგორც ხედავთ, ჩვენი ჯგუფის მომავალ მოწინააღმდეგეთაგან უკვე ყველამ გაგვისწრო.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მერვეები ვართ - გვისწრებენ რუსეთი, სომხეთი, ესტონეთი, უკრაინა, ბელარუსი, ლატვია და უზბეკეთი.

რაც შეეხება რეიტინგის სათავეს, საუკეთესო ათეულშიც რამდენიმე ცვლილებაა - გერმანიამ ჰოლანდიას მეორე ადგილი წაართვა, პორტუგალიამ ბრაზილია მე-6 პოზიციიდან ჩამოაგდო, ადგილები ერთმანეთს ასევე გაუცვალეს იტალიამ და ხორვატიამ, დანიამ და არგენტინამ.

ზეათეული ასე გამოიყურება:

1. ესპანეთი

2. გერმანია

3. ჰოლანდია

4. ურუგვაი

5. ინგლისი

6. პორტუგალია

7. ბრაზილია

8. იტალია

9. ხორვატია

10. დანია

...81. საქართველო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dudu
შოთა, და ეგ დრო როდის მოვა, რო ავიწევთ? ესე თუ გავაგრძელეთ ფეხბურთის "განვითარება", ავიწევთ, და მართლა თუ დავიწყეთ, მაინც ავიწევთ? მოკლედ, სულ ერთია რას ვიზამთ, მთავარია გვჯეროდეს, რო "ავიწევთ"? არგენტინაზე ნუ იღელვებთ: არდეც იყო აეულში და კიდევაც იქნება:)
shota
საინტერესოა რატომ უკვირს ავტორს ეს რეიტინგი? მოვა დრო და ავიწევთ! ნუ გაახურეტ ამ რეიტინგით საქმე, არგენტინა საერთოდ არ არის ათეულში!
Temo
რა მაინტერესებს ეს რეიტინგი როგორ დგება მარტო მოპოვებული ქულები ჯამდება თუ კიდე რამე ემატება?
devivi
რა არის აქ გასაკვირი? მეტს რას ელოდით? მე თუ მკითხავთ აღნიშნული რეიტინგი უტყუარად არ ასახავს ჩვენი ნაკრების რეიტინგს.. უფრო დაბალ ადგილს ვიმსახურებთ...
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა