გერმანიის ჩემპიონის გენერალური მენეჯერი ამბობს, ჩვენს მწვრთნელ იურგენ კლოპს არასდროს გავათავისუფლებო
ბერლინის "ჰერტას" მთავარი მწვრთნელი მიხაელ სკიბე დანიშვნიდან ზუსტად 43 დღეში გაუშვეს, დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელები კი გვაჩვენებენ, რომ სხვანაირადაც შეიძლება.

გერმანიის ჩემპიონის გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ვესტფალიურ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე გააგრძელა, ამბობს, ჩვენს მწვრთნელ იურგენ კლოპს არასდროს გავათავისუფლებო.

"ზოგადად, ცხოვრებაში ძალიან ცოტა რამეს გამოვრიცხავ ხოლმე, მაგრამ იმის თქმა კი ნაღდად შემიძლია, რომ სანამ "დორტმუნდის" მენეჯერი ვარ, კლოპს არ გავათავისუფლებ. რაც არ უნდა მოხდეს, იურგენს ჩემი სურვილით არ გავუშვებ!" - აცხადებს ვატცკე "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი BVB-ს 2008 წლიდან წვრთნის და გასულ სეზონში "ბორუსიას" გერმანიის ჩემპიონობა მოაპოვებინა. დღეისათვის დორტმუნდულ კლუბთან კონტრაქტი იურგენსაც 2016 წლამდე აკავშირებს. მაინც რატომ აძლევს ვატცკე კლოპს ასეთ გარანტიას?

დორტმუნდის შეფი: "ჩვენ, კლუბის ხელმძღვანელები კლოპის შესაძლებლობებში აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ და დღესვე ვიცით, რომ მისი გაშვება არასდროს მოგვინდება. იურგენს ოთხი წელია ვიცნობ და ვიცი, როგორ მუშაობს. ჩვენ მას იმდენ დროს მივცემთ, რამდენიც უნდა."

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კლოპს გერმანიის მიუნხენის "ბაიერნში" ნაკრებში დაპატიჟებენ? ვატცკე: "2016 წლამდე არაფერი მოხდება, ეს უკვე ვიცი. იურგენს გერმანიის ნაკრებზეც ველაპარაკე და დამპირდა, რომ რაც არ უნდა ბევრი ეხვეწონ, მინიმუმ 2016 წლამდე დორტმუნდიდან არსად წავა. მას უნდა, რომ დორტმუნდში უდიდესი ეპოქა შექმნას."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა