ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ 15 თებერვალს 2012 წლის ჩემპიონატის ოფიციალური კალენდარი გამოქვეყნა
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ 15 თებერვალს 2012 წლის ჩემპიონატის ოფიციალური კალენდარი გამოქვეყნა.

ბოლო დღეებში აქტიურად განიხილებოდა ბაჰრეინის გრანპრის ბედი. ამ ქვეყანაში საპატრულო მანქანებს თვითნაკეთ ბომბებს ესვრიან, პოლიცია საპასუხოდ ცრემლსადელ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებს, მაგრამ ბერნი ექლსტოუნი ვერ ხედავს ეტაპის გაუქმების მიზეზებს.

"გავიგე, რომ ვიღაც მოზარდებს კონფლიქტი ჰქონიათ პოლიციასთან, მაგრამ ეს არ არის რბოლის გაუქმების მიზეზი. გადაწყვეტილება უცვლელი რჩება - ჩვენ ჩავატარებთ გრანპრის.

ბაჰრეინის გრანპრიმდე ორი თვე რჩება და ყველანი დარწმუნებული ვართ იმაში, რომ სიტუაცია ნორმალურ კალაპოტში ჩადგება. გუნდები სულაც არ არიან შეშფოთებული და სიამოვნებით ჩავლენ ბაჰრეინში, თუ იქ პრობლემა არ იარსებებს.

შარშან იძულებული ვიყავით რბოლა გაგვეუქმებინა, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ პოლიტიკის მიღმა ვართ და მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებიდან გამოვდივართ", - ამბობს ექლსტოუნი.

წინასწარ ვერსიასთან შედარებით, კალენდარში ცვლილება არ მომხდარა. სეზონის განრიგში პირობითად არის შეტანილი აშშ-ის გრანპრი, რადგან ოსტინში ტრასა ჯერ არ აშენებულა.

2012 წლის კალენდარი

ტ.ს. წრე ს.დ.

18/03 ავსტრალია 5303 58 307.574

25/03 მალაიზია 5543 56 310.408

15/04 ჩინეთი 5451 56 305.066

22/04 ბაჰრეინი 5412 57 308.238

13/05 ესპანეთი 4655 66 307.104

27/05 მონაკო 3340 78 260.520

10/06 კანადა 4361 70 305.270

24/06 ვალენსია 5419 57 308.883

08/07 ბრიტანეთი 5891 52 306.198

22/07 გერმანია 4574 67 306.458

29/07 უნგრეთი 4381 70 306.630

02/09 ბელგია 7004 44 308.052

09/09 იტალია 5793 53 306.720

23/09 სინგაპური 5073 61 309.316

07/10 იაპონია 5807 53 307.471

14/10 კორეა 5615 55 308.630

28/10 ინდოეთი 5125 60 307.249

04/11 აბუ-დაბი 5554 55 305.355

18/11 აშშ 5516 56 308.896

25/11 ბრაზილია 4309 71 305.909

შენიშვნა: ტ.ს. - ტრასის სიგრძე, წრე - წრეების რაოდენობა, ს.დ. - საერთო დისტანცია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

avtuko
ბერნი ბაჰრეინში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ და ვერც რეგლამენტით დამახინჯებულ ბოლიდს ვერ ხედავ ??? ფრანკენშტეინი ხარ ბერნი :)
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა