ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფოტოს ისტორია: როგორ დაამარცხეს ლომივით ბიჭები "ცნობილმა მორაგბეებმა"

ფოტოს ისტორია: როგორ დაამარცხეს ლომივით ბიჭები "ცნობილმა მორაგბეებმა"

თამარ სხირტლაძესა და მედეა ჩახავას საინტერესო და მხიარული ისტორია აქვს
ფოტოს, რომელზეც ორი შესანიშნავი ქალბატონია გამოსახული, საინტერესო და მხიარული ისტორია აქვს. ამ საინტერესო კადრს ინტერნეტში, სოციალურ ქსელში წავაწყდი და გადავწყვიტე, საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა ორი დიდებული ადამიანი - თამარ სხირტლაძე, რომელიც დღესაც წარმატებით მოღვაწეობს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე და ქალბატონი მედეა ჩახავა, რომელიც სამუდამოდ დარჩა ქართული კინოს და თეატრის ისტორიაში, როგორც განუმეორებელი სახე და სახელი.

ფოტოს ავტორი ვერ დავადგინე, მაგრამ როგორც შევიტყვე, ის ერთ-ერთი კლიპის გადაღების დროს აღუბეჭდავთ. მსახიობებს საგანგებოდ შეკერილი "მორაგბეების" ფორმები აცვიათ. თურმე იმ დღეს მათ სიცოცხლეში პირველად ითამაშეს რაგბი და მოიგეს.

ირაკლი ჩხიკვაძე, რეჟისორი: - რამდენიმე წლის წინ გადავიღეთ სარეკლამო კლიპი, რომელიც ერთი ცნობილი კომპანიის მიერ მორაგბეების ეროვნული ნაკრების სპონსორობას ეხებოდა. კლიპი საინტერესო, დასამახსოვრებელი და მხიარული რომ ყოფილიყო, გადავწყვიტეთ, მოგვეწყო საჩვენებელი თამაში, სადაც ერთმანეთს შეხვდებოდნენ ეროვნული ნაკრების ბიჭები, პროფესიონალი მორაგბეები და ქართული კინოს, თეატრის, მუსიკისა და ტელევიზიის ვარსკვლავი ქალბატონები. ოღონდ ყველა მათგანი ასაკოვანი უნდა ყოფილიყო.

ასე შეიკრიბა შესანიშნავ ადამიანთა გუნდი, რომელთა შორის იყვნენ ქალბატონი თამარ სხირტლაძე და აწ განსვენებული მედეა ჩახავა. ეს იყო ძალიან მხიარული და საინტერესო გადაღების პროცესი. არასოდეს დამავიწყდება ქალბატონი მედეა, რომელიც მონდომებით დაბაჯბაჯებდა მოედანზე, ხუმრობდა და ცდილობდა, კარგი მოთამაშის ილუზია შეექმნა. ყველაზე ხმაურიანი და მოუსვენარი ეთერ კაკულია გახლდათ.

თამაშის დროსაც მღეროდა, ან ხმამაღლა და გადამდებად იცინოდა. ქალბატონი თამარ სხირტლაძე განუმეორებელი იყო სპორტული მანერებით, დამახასიათებელი ჟესტიკულაციით. მან დიდი მხიარულება გამოიწვია თამაშის მიწურულს, როდესაც როგორც გამარჯვებული გუნდის წარმომადგენელმა, ხელით ქალისთვის, თანაც ასაკოვანისთვის უჩვეულო ჟესტი გააკეთა. ეს მსახიობურ ოსტატობად გავუგეთ, არადა, მნიშვნელობაც კი არ სცოდნია.

ქალბატონები რომ არ გადაგვეღალა, მოედანზე გვყავდა მათსავით გადაცმული პარიკიანი ბიჭები და გოგონები, რომლებსაც დავარბენინებდით და ზურგიდან ვიღებდით, რათა შეგვექმნა იმიტაცია, თითქოს ქალბატონები ისარივით სწრაფად დარბოდნენ. მოკლედ, ეს იყო ძალიან სახალისო გადაღების პროცესი. კლიპი ცოტა ხანს ტრიალებდა ეთერში. მგონი, ხუთ წელზე მეტიც გავიდა და დღესაც სიამოვნებით ვიხსენებ გადასაღებ მოედანს. ისიც მახსოვს, სუსხიანი დღე იყო და ძალიან გვციოდა. გვეშინოდა, ქალბატონები არ გაგვციებოდნენ, თუმცა, ისინი აქეთ გვამხნევებდნენ.

თამარ სხირტლაძე: - ნეტავ იმ დროს... მედეა ჩახავა ცოცხალი იყო, სოფიკო ჭიაურელიც, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ ითამაშა. გუნდში ყველაზე უფროსი მედიკო იყო, მერე მე. ჩვენთან ერთად იყვნენ ლია მიქაძე, ეთერ კაკულია, კირა ანდრონიკაშვილი, ლალი ბადურაშვილი და სხვები. სტადიონზე იყო გადაღება. ვეთამაშეთ ლომივით ბიჭებს და მოვუგეთ (ეცინება).

მინახავს ტელევიზიით რაგბის თამაშები და მახსოვს ჟესტები, რომელსაც დროდადრო აკეთებდნენ მოთამაშეებიც და გულშემატკივრებიც.

მეგონა, რომ მათგან ერთ-ერთი - ხელის მეორე, აწეულ ხელზე ამორტყმა ნიშნის მოგების და გამარჯვების სიხარულის ნიშანი იყო და მეც დიდის ამბით, როგორც გამარჯვებული გუნდის წევრმა, ეს გავაკეთე. ამ დროს ეროვნული ნაკრების ბიჭები ორ მწკრივად იდგნენ, რომ ჩვენ, გამარჯვებულები, პატივით გავეცილებინეთ, ჩემი საქციელი რომ დაინახეს, სიცილით დაიხოცნენ. ეს კადრშიც ჩანს.

მსახიობებმა რომ ნახეს, სიცილით მკითხეს, - ეს რა გიქნია, თამარო? განსაკუთრებით გივი ბერიკაშვილი არ მასვენებდა, რამ გადაგრია ამხელა ქალიო. მოკლედ, ძალიან მხიარული გადაღება გამოგვივიდა. ჩვენი ფორმებიც ძალიან სასაცილო იყო, ზოლიანი გამაშები და მომწვანო-მოცისფრო ბაილონის სპორტული კაბები. ასეთივე ეცვათ კასკადიორებსაც და ჩვენი ვარცხნილობის მსგავსი პარიკებიც ეკეთათ.

განსაკუთრებულ მხიარულებას ეთერ კაკულიას პარიკით დამშვენებული ბიჭი კასკადიორი იწვევდა. რა თქმა უნდა, ის ეთერს სისწრაფის იმიტაციაში ეხმარებოდა, თორემ სად შეეძლო მასავით ემღერა.

მე ყველაზე მკვირცხლი ვიყავი, ალბათ სხვებიც მეტ-ნაკლებად ახერხებდნენ ამას. ყველაზე მოუქნელი ლალი ბადურაშვილი იყო. გადაგვრია, ცალ-ცალკე კადრებს რომ გვიღებდნენ, უამრავი დუბლი დასჭირდა, ბურთს ფეხს ვერ ურტყამდა, ზედ ფეხისწვერთან დადებულ ბურთს აცილებდა... ჩემი მედეა ხშირად ჩემ გვერდზე იყო და ალბათ ამიტომაც მოვხვდით ერთ ფოტოკადრში. ჩვენ ხომ ამ კლიპის გადაღებამდე ერთად ვითამაშეთ სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლში. მანამდეც ასე იყო და მერე უფრო განსაკუთრებული სიახლოვე გვქონდა ერთმანეთთან.

ჩემი შვილის გარდაცვალებამდე სპორტულ ცხოვრებას მივდევდი. ერთად დავდიოდით აუზზე, მაგრამ სამსახურის გამო ერთსა და იმავე დროს რომ არ გვეცალა, იქ ერთი კარგი კაცი იყო, აბონემენტში ჩამიწერა, - დრო განუსაზღვრელია თქვენთვისო. მეც დავდიოდი, სანამ შვილი მყავდა და სიცოცხლე განსაკუთრებით მიყვარდა...

ფოტოზე: თამარ სხირტლაძე და მედეა ჩახავა

ეკა ლომიძე

გაზეთი "კვირის პალიტრა" #6, 2012.

"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს

ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს