ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გიორგი დევდარიანი: ალექს გარსიამ არ იცოდა, რომ ქართველს თავზე დგომა სჭირდება

გიორგი დევდარიანი: ალექს გარსიამ არ იცოდა, რომ ქართველს თავზე დგომა სჭირდება

თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებს ვარჯიშებზე გარჯა "სიზარმაცის დეტექტორებით" მოუწევთ
ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ ქართველ სპეციალისტს გიორგი დევდარიანს თბილისის "დინამო" 30 იანვარს ჩააბარეს. ფაქტობრივად, ის გუნდს ესპანეთში შეკრების დასასრულს შეუერთდა, პირველი ვარჯიში კი 1 თებერვალს ჩაატარა.

გუნდი ახლა თბილისშია და ინტერვიუსთვის მწვრთნელს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ვეწვიეთ.

- თქვენი დანიშვნის შემდეგ ორი კვირა გავიდა. ცხადია, გუნდის "თავის ფერზე" მოსაყვანად ეს არასაკმარისი დროა, მაგრამ რაღაც ხომ მაინც შეიცვალა?

- უპირველეს ყოვლისა, შეიცვალა საქმისადმი მიდგომა. ის, რაც ესპანელებისა და ევროპელებისთვის ნორმაა, ქართველებისთვის ნორმა არ არის და ამას ჯერ მიჩვეულები არ ვართ. ჩვენდა სამწუხაროდ, პროფესიონალიზმით ქართველები ევროპელებს ჩამოვრჩებით.

- სხვათა შორის, ძველები ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირში დანერგილი ევროპელებისთვის უცხო ორ-სამთვიანი მოსამზადებელი ეტაპები სწორედ პროფესიონალიზმის ნაკლებობით იყო გამოწვეული და  მიზნად მოთამაშეთა რეჟიმში მოქცევას ისახავდა.

- ზუსტად ასეა. იგივე იყო გარსიას შემთხვევაშიც: ეგონა, რომ დავალება მისცა ფეხბურთელებს და შეასრულებდნენ. შეკრებაზე ჩასულს არც ერთი ესპანელი ტრავმირებული არ დამხვედრია, 28 ქართველიდან კი ძალიან ბევრი იყო დაშავებული. ესეც მიუთითებს, რომ ეს ესპანელისთვის ნორმაა, ჩვენებს კი თავზე დგომა და კონტროლი სჭირდებათ. აქ ჩემს თავსაც ვგულისხმობ.

ჯერ ევროპელების დონეზე არ ვართ და ამიტომ მეტი კონტროლი და სიმკაცრე გვჭირდება. თუმცა, სიმკაცრე ცალკე თემაა. ვარჯიშზე რომ არ უნდა დაიგვიანო და მოედანზე ბოლომდე დაიხარჯო - ამის მოთხოვნა სიმკაცრეს არ ნიშნავს, ეს აუცილებელია.

ვარჯიშზე მოსული ფეხბურთელი ადვილი საკონტროლოა. პრობლემა მოედნის მიღმაა. ამიტომ გაიზარდა გუნდის ერთად ყოფნის დრო. ადრე თუ მხოლოდ სავარჯიშოდ მოდიოდნენ და მერე შინ ბრუნდებოდნენ, ახლა ვცდილობთ, ბაზაზე დილის 10 საათზე დავიბაროთ და საღამოს 5-6-მდე გავაჩეროთ. ასე უკეთ დაისვენებენ, სპორტსმენებისთვის შესაფერისად გამოიკვებებიან და მეტი კონტროლის ქვეშ იქნებიან.

- კვება და აღდგენები საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა - ეს საკითხები "დინამოში" მოგვარებულია?

- რა თქმა უნდა. სხვათა შორის, მალე ჩამოგვიტანენ სპეციალურ ხელსაწყოებს, რომელიც ვარჯიშის დროს უმაგრდებათ ფეხბურთელებს. მონიტორთან მჯდარ ფიზმომზადების სპეციალისტს კი თვალწინ ექნება უამრავი სასარგებელო ინფორმაცია: მოთამაშეთა ფუნქციონალურ მდგომარეობაზე, მოთამაშის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე; რამდენი აქვს წნევა, პულსი, რა მანძილი დაფარა, რა ინტენსიობით, რამდენი კილოკალორია დახარჯა და ასე შემდეგ.

- ამ ხელსაწყოს, ვარჯიშზე სიზარმაცის საწინააღდეგო პრეპარატიც შეიძლება ეწოდოს, მწვრთნელისგან მოფარებით ფეხბურთელი ვეღარ მოდუნდება.

- (იცინის) შეიძლება ასეც ითქვას. მაგრამ ჩვენთვის ბევრად ღირებულია მოპოვებული ინფორმაციების დამუშავება და სწორად გამოყენება. მაგალითად, კონტროლდება დახარჯული კილოკალორიები და ამის მიხედვით შედგება კვების რაციონი და კვების დანამატები. ეს ინფორმაციები განსაკუთრებით ეფექტურია მოსამზადებელ ეტაპზე - ორჯერადი ვარჯიშების დროს უნდა ვიცოდეთ, ვინ რამდენი კილოკალორია დახარჯა და რამდენის აღდგენა სჭირდება.

- ადრე ამბობდით, რომ ევროპელები მატჩში საშუალოდ 12-14 კილომეტრს დარბიანო - რამდენია დინამოელთა საშუალო მონაცემი?

- 14 კილომეტრი მაქსიმუმია, ჩემპიონთა ლიგაში 10 კილომეტრს დიდ სისწრაფეებზე ყველა დარბის და თანაც, დიდი მნიშვნელობა აქვს რბენის ინტენსიობას. სამწუხაროდ, საქართველოში ამის დათვლა შეუძლებელია. ამ ხელსაწყოთი ინფორმაცია ვარჯიშებზე მაინც გვექნება.

- მოთამაშეთა ტრავმიანობის მიზეზი მხოლოდ შესვენების დროს დავალებების შეუსრულებლობა იყო თუ არასწორი დატვირთვებიც?

- მე სრული ინფორმაცია არ მაქვს, ჩემს დანიშვნამდე რა ხდებოდა და ვერ ვიტყვი, ეს რისი ან ვისი ბრალია. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ დღესაც ბევრი ფეხბურთელი ვერ ვარჯიშობს და დუბლებიდან გვიწევს დამატება.

- ვინ არის ამჟამად ტრავმირებული?

- "მეტალურგთან" გუნდისთვის მნიშვნელოვანი ბევრი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს. ამ უთამაშებლობას ერთი პლუსი ის აქვს, რომ ჩვენმა მოწინააღმდეგემ არ იცის, სასტარტო შემადგენლობაში ვინ გვეყოლება და ეს მათთვის სიურპრიზი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერც ერთი ამხანაგური შეხვედრა ვერ ჩავატარეთ, მომზადების პროცესში სხვა ხელისშემშლელი ფაქტორებიც გვქონდა.

- ბევრი მცველია ტრავმირებული - შეუძლიათ მათი შეცვლა დუბლებიდან დაწინაურებულ უდავოდ ნიჭიერ, მაგრამ გამოუცდელ მოთამაშეეებს, ან შეძლებენ გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ კონკურენტებთან ღირსეულ თამაშს ?

- გამოცდილება ბევრს ნიშნავს, მაგრამ ძირითადში 5-6 ახალგაზრდას არც ვათამაშებ. ჩვენი მიზანი პერსპექტიული ფეხბურთელების გახსნაა, ევროპულ დონეზე წარმატებას რომ მიაღწიონ. სწორედ ამიტომ მათი ადაპტირება მოხდება დროთა განმავლობაში და გარკვეული დოზით. მათ იმ ტვირთს არ ავკიდებთ, რისი ზიდვაც არ შეუძლიათ.

- სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ვინმეს ხომ არ დაიმატებთ?

- ვერავის დავიმატებთ და დღეს არსებული რესურსით უნდა ვითამაშოთ. თუმცა გავიმეორებ, რომ დღეისათვის ბევრი ტრავმირებულია და ამ კუთხით კარგ მდგომარეობაში არ ვართ. თუმცა რუსთავის "მეტალურგთან" ახალგაზრდაც და გამოცდილიც ვალდებული იქნება, "დინამოს" სახელის შესაფერისად დაიცვას გუნდის ღირსება.

- ყველა ესპანელი დატოვეთ?

- ჯერჯერობით, ყველა.

- აშკარად ჩანს თავდასხმის პრობლემა.

- როდესაც ყველა მოთამაშე გამოჯანმრთელდება - და ეს მალე მოხდება - ჩემი აზრით, თავდასხმის პრობლემა აღარ იქნება. "დინამოში" ისეთი კონტიგენტი შეიკვრება, შესაძლოა, არავის დამატება არ დაგვჭირდეს.

- მოთამაშეები აიყოლიეთ?

- რუსთაველებთან მატჩის მერე, ასე თუ ისე, მეცოდინება, ავიყოლიე ბიჭები თუ არა. ახლა, რაც არ უნდა ვილაპარაკო, მწვრთნელის მუშაობის საუკეთესო ტესტი თამაშებია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ "დინამომ" წარმატებით ითამაშოს, თუმცა გულშემატკივარსა და მედიას გთხოვთ, ერთი თამაშით ნუ შეაფასებთ ჩემს შესაძლებლობებს, რადგან ექსტრემალურ ვითარებაში მიწევდა მუშაობა - "მეტალურგთან" მატჩამდე გუნდის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო მქონდა.

- გულშემატკივარი "დინამოსგან" სულ ჩემპიონობას ითხოვს, მაგრამ ექსტრემალურ ვითარებაში ეს ძნელი მისაღწევი ჩანს.

- რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ მე ჩემს თავს მიზნად ყველა მატჩის მოგებას ვუსახავ - ეს "დინამოსთვის" ნორმაა და მეც მაქსიმალისტი ვარ. დრო გვაჩვენებს, რა გამოვა ამ საქმიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• GIA

დევდარიანი ეტყობა ჭკვიანი კაცია. საქმეც იცის და საკმაოდ პრინციპულიც არის თავის საკითხებში. მე ვფიქრობ უნდა გამოვიდეს რაღაც, ჩემპიონობას წელს ვერ მოვთხოვთ, მაგრამ ბრძოლა შესაძლებელია. დევდარიანი თავის საქმეს მომდევნო ჩემპიონატში უფრო გააკეთებს, რადგანაც გუნდის ბირთვი ჩამოყალიბებული ეყოლება. მე პირადად მისი იმედი მაქვს. სადაც ადრე მუშაობდა თავი არსად შეურცხვენია. დინამო მისთვის დიდი გამოწვევაა და ამბიციური მწვრთნელისთვის ეს საუკეთესო გარემოა. წარმატებას ვუსურვებ მას სამწვრთნელო საქმეში, ღმერთი იყოს მისი მფარველი.

• zaza sigu

ამ ისტატიიდან ჩანს რომ გარსია სულ ტყულად არის გაშვებული, მეეჭვება რომ დიდამომ რაიმე შედეგს მიაღწიოს, რათქმაუნდა მინიმალური მაქვს მხედველობაში.

• lelo

ძალიან ცდილობთ ეტყობა სწორი ქართულით წერას და ამიტომ მოგდით ისეთები როგორიც არის ინტენსიობა და უდავოდ. შევარდნაძესმ... რომ დატოვა ეს ხალხი უცოდინარი :D

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია