იბრაჰიმ აფელაიმ დაიწყო, სეიდუ კეიტა დაბრუნდა, ჩავის ტრავმა სერიოზული არ არის
"ბარსელონა" აშკარად უკეთეს ხასიათზე დაბრუნდა გერმანიიდან - ლიგის პლეი ოფის პირველი წინაღობა, ფაქტობრივად, დაძლეულია, მთელი ყურადღების გადატანა "რეალის" დევნაზე არის შესაძლებელი.

კლუბში რამდენიმე სასიხარულო სიახლეცაა - აფრიკის ერთა თასიდან დაბრუნდა ბრინჯაოსმედალოსანი სეიდუ კეიტა, ვარჯიში განაახლა ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში დამტვრეულმა იბრაჰიმ აფელაიმ და ბოლოს, ჩავის ტრავმა არ გამოდგა სერიოზული.

25 წლის ჰოლანდიელი გარემარბი იმდენი ხანია ტრავმირებული, რომ ყველას გადაავიწყდა. არადა, აფელაის შეუძლია "ბარსას" შეტევის ხაზის გაძლიერება. მით უფრო, როცა დავიდ ვილია ვერ თამაშობს და პედრო ცუდ ფორმაშია. აფელაიმ ვარჯიშზე დაიზიანა მუხლი და ის საოპერაციო გაუხდა.

გუშინ "ეინდჰოვენის" ყოფილმა ვარსკვლავმა პირველად ივარჯიშა ბაზაზე. ჯერ რა თქმა უნდა, სირბილით შემოიფარგლა, მაგრამ ცხადია, რომ ჰოლანდიელი უკვე ამ სეზონში დაეხმარება გუნდს. სხვათა შორის, აფელაის ბაზაზე თანაგუნდელები ოვაციებით შეხვდნენ. აფელაის ძალიან სურს, მოასწროს ფორმაში შესვლა, რათა ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2012-ზე იასპარეზოს.

ამასობაში ჩავიმ განაცხადა, რომ მისი ტრავმა, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის მატჩი გამოტოვა "ლევერკუზენთან", არ არის სერიოზული. 32 წლის ნახევარმცველმა კუნთი თურმე ჯერ კიდევ იანვარში, "ვილიარეალთან" თამაშში დაიზიანა. ბარსელონურ "სპორტთან" ინტერვიუში ჩავიმ თქვა, რომ ტრავმა მსუბუქია და დიდი ხნით დასვენება არ მოუწევს. გუშინ ჩავიმ გუნდისგან განცალკევებით, ფიზიკური მომზადების მწვრთნელ ემილი რიკარტთან ივარჯიშა. ჩავის თამაში "ვალენსიას" წინააღმდეგ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა