საწყლოსნო სახეობებში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატმა მასპინძელი ქალაქი მეორედ შეიცვალა
საწყლოსნო სახეობებში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატმა მეორედ შეიცვალა მასპინძელი ქალაქი. თავდაპირველად, კონტინენტის პირველობის გამართვა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იყო დაგეგმილი, შემდეგ ის ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გადაიტანეს, ახლა კი ირკვევა, რომ ჩემპიონატი ზაფხულის ოლიმპიადის დედაქალაქ ლონდონში, ოლიმპიურ საწყლოსნო ცენტრში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ევროპის ცურვის ფედერაციამ მიიღო.

ჩემპიონატის გადატანის მიზეზი ორგანიზატორთა ფინანსური პრობლემები გახდა. რამდენიმე სპონსორის უარის გამო კონტინენტის პირველობის ბიუჯეტში დეფიციტმა ნახევარი მილიონი დოლარი შეადგინა. მართალია, ბელგიელები ირწმუნებოდნენ, რომ ახალ სპონსორებს იპოვნიდნენ, მაგრამ ფედერაციამ ჩემპიონატის ლონდონში ჩატარება გადაწყვიტა.

თავის დროზე, ვენამაც ფინანსური სირთულეების გამო ვერ შეძლო პირველობის ორგანიზება. ჩემპიონატი 16-27 მაისს ანტვერპენში უნდა გამართულიყო, ხოლო წყალში ხტომის სტარტები ჰოლანდიის ეინდჰოვენში იყო დანიშნული.

ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან იმის შესახებ, ლონდონში გადატანასთან დაკავშირებით შეიცვლება თუ არა ტურნირის ჩატარების თარიღი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა