ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრების ლიდერებმა კიევში გაგვაოცეს

საქართველოს ნაკრების ლიდერებმა კიევში გაგვაოცეს

ქართველმა ფალავნებმა კიევის საერთაშორისო ტურნირში ოქროს სამი და ბრინჯაოს ორი მედალი დაისაკუთრეს
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოქროს სამი და ბრინჯაოს 2 მედლით დაამთავრა გამოსვლა კიევში გამართულ საერთაშორისო ტურნირში.

პირველ დღეს გაჩემპიონებული ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (55), დავით მარსაგიშვილისა (84) და დავით ხუციშვილის (120) შემდეგ, 16 თებერვალს ბრინჯაოს მედლები დავით ხუციშვილმა (74) და ელიზბარ ოდიკაძემ (96) მოიპოვეს.

სახელობითი შემადგენლობით ეს ტურნირი ჩამორჩებოდა ამ სეზონში უკვე გამართულ ივან იარიგინის სახელობის "ოქროს დიდ პრიზსა" და იაშარ დოგუს მემორიალს, თუმცა 19 გუნდი აქაც გამოდიოდა. მათ შორის წამყვანი ნაკრებები - რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი, აშშ, ბულგარეთი, ოღონდ ისინი ძირითადად მეორე შემადგენლობებით, რადგან ლიდერები შეკრებებზე ჰყავთ. თუმცა ისეც ნუ გავიგებთ, თითქოს ტიტულოვანი ათლეტები არ ჭიდაობდნენ - მსოფლიოს, ევროპის ან ოლიმპიადის მედალოსანი ბევრი იყო. უძლიერესი შემადგენლობით გამოდიოდა მასპინძელთა ნაკრებიც.

აზერბაიჯანის და რუსეთის გუნდებში ახალგაზრდულ ნაკრებში წარმატებულებიც ბევრი ჭიდაობდა. რჩეულთაგან ვინც ერთნიშნად მოისაკლისა კიევურმა ლეიბმა, ეს თურქეთის გუნდია, რომელიც საერთოდ არ გამოდიოდა შეჯიბრებაში.

თუმცა, როგორი სიძლიერისაც უნდა ყოფილიყო ტურნირი, ჩვენმა ჩემპიონებმა ადრინდელზე ბევრად უკეთესი, ტექნიკურ-ტაქტიკურად თუ ფიზიკურად უფრო გაუმჯობესებული ჭიდაობა აჩვენეს. მათ გამოსვლაში პროგრესია და მთავარიც სწორედ ესაა. ამ მხრივ შეჯიბრებამ ნამდვილად გაამართლა. იმედია, ჩვენები ბევრად უფრო ძლიერ ტურნირებში, გაცილებით ძლიერ მეტოქეებთანაც გამოიჩენენ თავს.

ფინალში ხინჩეგაშვილიც და მარსაგიშვილიც რუსებს, შესაბამისად, არსენ კურამაგომედოვსა და აჰმედ მაგომედოვს შეხვდნენ. ორივემ დამაჯერებლად და იოლად მოიგო, თან ფეხით ჭიდაობის კარგი მაგალითი გვიჩვენეს. არადა, ქართული ჭიდაობის ეს ერთ-ერთი მთავარი ხერხი ლამის მიივიწყეს. მით უფრო სტეფანწმინდელი მარსაგიშვილისგან არ ველოდით ამას, თორემ გორელ ხინჩეგაშვილს იქნებ ბავშვობაში ქართული უფრო ხშირად უჭიდავია. დახვეწილად და ეფექტურად სწორედ მარსაგიშვილმა გამოცელა მეტოქე გარესარმით.

მის ჭიდაობაში ტაქტიკური წინსვლაც დავინახეთ - მეტოქე ჭკვიანურად, ნაბიჯ-ნაბიჯ და მეთოდურად გადაჰყავდა ჩოქბჯენში; მის მოძრაობაში დიაგრამასავით ნათლად იკითხებოდა, რომ შემუშავებულ გეგმას ასრულებდა, წინასწარ მონახაზს მიჰყვებოდა; კარგად იცოდა, კონკრეტული მოძრაობის შემდეგ რა უნდა გაეკეთებინა, როგორ აეძულებინა მეტოქე, შეცდომა დაეშვა. მას ახლანდელზე ბევრად მნიშვნელოვანი ტურნირები მოუგია, მაგრამ ასეთი ნათელი ტაქტიკური ხელწერა არ მაგონდება. იგივე ფაქტორი ხინჩეგაშვილთანაც შეიმჩნეოდა, მაგრამ მარსაგიშვილთან უფრო მკაფიოდ ჩანდა.

საყურადღებოა ხინჩეგაშვილის მიერ განვლილი გზა, სადაც რამდენიმე ანგარიშგასაწევ მეტოქეს სძლია. პირველი ისევ ჩვენივე ნაკრების წევრი და მისივე თანადარბაზელი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბესარიონ გოჩაშვილი იყო, რომელსაც ძირითად დროში მოუგო (0:1; 1:0; 2:0). შემდეგ ამერიკელ ანგელ ესკობედოს ბევრად უფრო იოლად, ძირითად დროში 3:0; 2:0 აჯობა, რომელსაც რუსი რობერ ოკოროკოვიც ზედ მიაყოლა. აქ დაძაბული ბრძოლა მხოლოდ პირველ ნახევარში იყო, რომელიც 3:3 დამთავრდა, მაგრამ დამატებითი ფაქტორებით პერიოდი ხინჩეგაშვილმა მოიგო, მეორეში კი გაილაღა და დიდი უპირატესობით იმარჯვა - 4:0.

ნახევარფინალში მან კიდევ ერთხელ მოხსნა ჯადო უხერხულ მეტოქეს, ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონ მასპინძელ ნიკოლა აივაზიანს, რომელთან ადრე წაუგია კიდეც - თბილისშიც. მათ შორის ძალთა ბალანსი, საბედნიეროდ, ბოლო წლებში ჩვენებურის სასარგებლოდ შეიცვალა, რაც ამჯერადაც გაგრძელდა - ხინჩეგაშვილმა 1:0; 5:3 იმარჯვა. ფინალშიც მთელი თავით მაღლა იდგა კურამაგომედოვზე და ორი პერიოდის ჯამში 4:0 მოუგო.

მარსაგიშვილმა ყაზახი სემიონ სემიონოვი პირველ პერიოდში 4:0, მეორეში კი 6:5 დაამარცხა. 10 ქულის დაგროვება კარგი შედეგია, მაგრამ 5 ქულის დაკარგვა სერიოზულ ტურნირზე იქნებ ძვირადაც დაუჯდეს. საბედნიეროდ, მერე დაცვაში ყურადღებით იჭიდავა და ამერიკელებს - გევინ კაიტსა და ჰასემან ბრიკეს, აგრეთვე აზერბაიჯანელ ილია კამიკოევს იოლად აჯობა. ბრიკესთან სულაც შთამბეჭდავ გამარჯვებას მიაღწია - პირველ პერიოდში 7:0 აჯობა, ფინალში კი ულაპარაკოდ დაჩაგრა მაგომედოვი (2:1; 3:0).

მოძმანაშვილის გამოსვლაში ყველაზე მეტად მისი კარგი ფიზიკური მომზადება შეიმჩნეოდა - ახლა თითქოს უფრო დამძლავრებული ჩანდა და ლეიბზეც ბევრად უფრო მყარად იდგა. ადრინდელისგან განსხვავებით, ამჯერად წინა პერიოდებთან შეუდარებლად მაღალ დონეზე იჭიდავა, რაც სამომავლოდ დიდ იმედებს გვისახავს.

გამოცდილებაც საკმაოდ დაუგროვდა, არ უჭირდა ტაქტიკური სვლები, ინიციატივის ხელში აღება. ამერიკელი ჰანკე ჩადი, ვისაც ფინალში მოუგო, არაა მაღალი დონის მოჭიდავე, თუმცა ქართველმა მეორე პერიოდში (პირველი ბურთულით მოუგო, როცა ფეხში შესვლის უფლება მიიღო და უპრობლემოდ გააგდო წრიდან) ჯერ ორი თითოქულიანი გდება ჩაუტარა, მეორე ფანდს კი კომბინაციაში ორჯერ დატრიალებაც მიაყოლა. თან ეს ძალიან თავისუფლად და დახვეწილად, თითქოს ძალების დაუძაბავად გააკეთა. ჩადი იქნებ არაა მაინცდამაინც ძლიერი, მაგრამ იმხელა მასის ისე უზადოდ დატრიალება მაინც არაა იოლი და მისასალმებელია, რომ მოძმანაშვილმა ეს შეძლო.

ეს კომბინაციაც პროგრესის მორიგი ნიშანია - ორიოდე წლის წინ ჩვენებს მეტოქის დატრიალება სერიოზულად უჭირდათ, საქართველოს ბოლო პირველობებზე კი ამ მხრივ ბევრად უკეთესი ვითარება გამოჩნდა. მოძმანაშვილის კარგი ფიზიკური მომზადება იმ ტრიალის დროს სხვა კუთხითაც გამოჩნდა - მკლავების შემოსალტვა ცოტა ზედმეტიც მოუვიდა და ამერიკელმა ნეკნი იტკინა, თუმცა ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. არ ვიცით, როგორ იჭიდავებს მოძმანაშვილი უფრო ძლიერებთან, მაგრამ ეს დონე თუ შეინარჩუნა, მისი შემკავებელი ბევრი არ გამოჩნდება.

წინასწარ შეხვედრებში მოძმანაშვილმა უკრაინელებს - ოლეგ ივანოვსა და მიხაილო დოცენკოს ძირითად დროში, მოლდოველ ალექსანდრ რომანოვსა და უკრაინელ ალექსანდრ ხოტციანოვსკის დამატებითში აჯობა. საინტერესოა, რომ მესამე პერიოდი ორივეჯერ დიდი ანგარიშით მოიგო, რაც მის ნებისყოფასა და ბრძოლისუნარიანობაზე მიუთითებს.

16 თებერვლის მონაწილეებიდან ხუციშვილისაც ძალიან გვეიმედებოდა. კარგადაც ჭიდაობდა, მაგრამ ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, რუსეთიდან გადაბირებულ აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევთან დამარცხდა. არადა, ტურნირზე მოგებული 5 ორთაბრძოლიდან მხოლოდ ერთში დასჭირდა დამატებითი დრო.

ტრადიციულად, დაცვაში კარგად ჭიდაობდა და ქულებს იშვიათად ჰკარგავდა, სამაგიეროდ, ადრინდელისგან განსხვავებით, ამჯერად მთელ რიგ შეხვედრებში შეტევითაც გამოიჩინა თავი და ბევრი ქულა დააგროვა. რამდენიმე პერიოდი ქულებით წმინდადაც მოიგო. შედარებით უცნობი მეტოქეების გვერდით ყაზახი მსოფლიოს პრიზიორი ლეონიდ სპირიდონოვიც დაამარცხა. თან ერთ პერიოდში დიდი ანგარიშითაც მოუგო - 7:0. გოსტიევთან 0:2; 0:1 დათმო შეხვედრა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი უკრაინელი ანდრეი შალიუტას 1:0; 1:0 აჯობა.

ოდიკაძემ მედალი კი მოიპოვა, მაგრამ ნაკრების კანდიდატს მაინც მეტი მოეთხოვება. რამდენჯერმე მიუტევებელი შეცდომაც დაუშვა - ფეხიდან აყვანილი მეტოქე გაექცა, როცა ყველა ლოგიკით, ქულა უნდა მოეპოვებინა. მან პირველი სამი შეხვედრა უკრაინელებთან გამართა - ანდრეი ვიშნართან იოლად გაიმარჯვა, პავლო ოლეინიკთან დამატებითი დრო დასჭირდა, მომავალ ჩემპიონ ვალერი ანდრიიცევთან კი ორ პერიოდში წააგო. ბრინჯაოსთვის მონღოლ ბატჩულუუნ ჩინჩულუუნს ორი პერიოდის ჯამში 7:0 სძლია.

ცოტა არ იყოს და უნიათოდ იჭიდავა ოლიმპიადის ლიცენზიანტმა მალხაზ ზარქუამ (60) - მეორე წრეში დამარცხდა, დებიუტანტი ზურაბ იაკობაშვილი (66) კი - პირველივე წრიდან, როგორც ზემოხსენებული გოჩაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია