ევროპის ჩემპიონატზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ჩევენბური 48 მონაწილეს შორის 46-ზე გავიდა
ფინურ ვირუმაეკში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. გუშინ შეჯიბრებაში ბიჭები ჩაებნენ ანუ ჩვენგან მხოლოდ ომარ სანოძემ იასპარეზა.

სამწუხაროდ, მან საკუთარ შესაძლებლობებზე ბევრად სუსტად ისროლა და 48 მონაწილეს შორის 46-ზე გავიდა. სანოძემ იანვარში ახალგაზრდებს შორის გამართულ თბილისის ღია პირველობაზე 555 ქულა დააგროვა, ფინეთში კი ბევრად ნაკლები - 539.

მართალია, მედალს ან თუნდაც ფინალური ეტაპის საგზურს ვერც ძველი შედეგის გამეორების შემთხვევაში შეწვდენოდა, მაგრამ ათიოდე ადგილით კი წაიწევდა წინ.

რაც მთავარია, სტაბილურობას შეინარჩუნებდა, ეს კი წინსვლის წინაპირობაც იქნებოდა. სამწუხაროდ, სანოძე ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს.

მან საკმაოდ სუსტად დაიწყო გამოსვლა და პირველივე სერიაში დაბალი შედეგი აჩვენა - 86 ქულა. თუმცა მეოთხეში კიდევ უფრო უარესი მაჩვენებელი გამოუვიდა - 84, საუკეთესო კი ბოლო, მეექვსეში ჰქონდა - 94.

დღეს ფინეთში გოგოები ისვრიან. შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები სრული გუნდით გამოვა: ნინო უჩაძე, ანა გაგილაძე, მარიამ ბლუაშვილი. იმედია, ესენი წარმატებებით გაგვახარებენ, რადგან ბოლო ხანებში საყურადღებო შედეგებს აჩვენებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა