"აეროფლოტის " პროგრამით ბლიცტურნირში ბაადურ ჯობავამ მე-12-ე, ნაზი პაიკიძემ 145-ე, მერი არაბიძემ კი 163-ე ადგილი დაიკავა
მოსკოვის სასტუმრო "კოსმოსში" გუშინ მოჭადრაკეები "აეროფლოტის " საერთაშორისო ფესტივალის პროგრამით ბლიცტურნირში (საპრიზო ფონდი 25 ათასი ევრო) ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

პირველობისთვის ბრძოლაში 205 ქალ-ვაჟი ჩაება, მათ შორის - 117 დიდოსტატი, რომელთაგან 13-ის რეიტინგი 2700 პუნქტზე მაღალი იყო.

მოასპარეზენი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ორ-ორჯერ ხვდებოდნენ ერთმანეთს. 18 შესაძლებლიდან 15 ქულით პირველი ადგილი სერგეი კარიაკინმა (რუსეთი, 2769) დაიკავა.

თანამემამულე ალექსანდრ გრიშჩუკი (2761) მას ნახევარი ქულით ჩამორჩა. 13,5-13,5 ქულით მესამე-მეოთხე ადგილები იუ იანიმ (ჩინეთი, 2631) და ივან პოპოვმა (რუსეთი, 2599) გაინაწილეს. 12 ქულით მე-12 ადგილზე გავიდა ბაადურ ჯობავა (2704), რომელიც ექვსი ტურის შემდეგ ლიდერებში იყო (მე-5 ტურში იანის 1,5:0,5 მოუგო), მაგრამ მეშვიდე-მერვე ტურებში კარიაკინთან (0,5:1,5) და აზერბაიჯანელ შაჰრიარ მამედიაროვთან (0:2) დამარცხდა და საპრიზო ადგილებს მიღმა აღმოჩნდა.

7,5 ქულით ნაზი პაიკიძეს 145-ე ადგილი ხვდა, მერი არაბიძე კი 7 ქულით 163-ე ადგილს დასჯერდა.

ვაჟა დანელია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა