ჩვენები ბრიტანეთში "ეიშერს" და უელსის ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეების ნაკრებს შეხვდებიან
საქართველოს A ნაკრები მარტის ბოლო დეკადაში დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება, სადაც სამ საკონტროლო შეხვედრას გამართავს. გუნდს, რომელსაც "ლელოს" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი უთავკაცებს, თან ეროვნული გუნდის დამრიგებლები მილტონ ჰეიგი და კრის გიბსიც გაჰყვებიან.

პირველ შეხვედრას საქართველოს A ნაკრები ინგლისის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის გუნდ "ეიშერთან" გამართავს, რომელმაც აქამდე გამართული 20 თამაშიდან ორი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

მომდევნო მატჩში ჩვენ მორაგბეებს ბევრად უფრო ძლიერი მეტოქე უელსის ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეების ნაკრები ეყოლება.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მწვრთნელები ყველაზე ნიჭიერებს შეარჩევენ. ძალიან საინტერესო საღამო და შესანიშნავი თამაში გველოდება.

უელსის პრემიერ ლიგის მოთამაშეებს ეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა ანახონ რა შეუძლიათ" - თქვა უელსის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ჯო ლაიდონმა.

აღსანიშნავია, რომ უელსური საგაზეთო სტატიის მიხედვით, ბრიტანეთში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ელიან. არადა იქ, ოფიციალურად, ჩვენი A ნაკრები უნდა გაემგზავროს. ამასთან ერთად, ჯერ კიდევ უცნობია საქართველოს A ნაკრების მესამე მეტოქის ვინაობა.

შეგახსებეთ, საქართველოს A ნაკრები ბრიტანეთს შარშანაც სტუმრობდა, სადაც ორი შეხვედრა გამართა. ჩვენმა მორაგბეებმა ჯერ ბრიტანეთის არმიის ნაკრები დაამარცხეს - 30:17, შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდს სძლიეს - 38:13.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა