გულშემატკივრებს ყოველ პარასკევს საშუალება მიეცემათ პოზიცია პირდაპირ ეთერში დააფიქსირონ
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ტელეკომპანია "მზის" პირდაპირ ეთერში კვლავ გავა საფეხბურთო გადაცემა "105 წუთი ლაშა დვალიშვილთან ერთად", რომელიც მთლიანად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებს დაეთმობა.

ფეხბურთის მოყვარულებს ყოველ პარასკევს 23:00 საათზე მიეცემათ საშუალება ნებისმიერ საჭირბოროტო საკითხზე პოზიცია პირდაპირ ეთერში დააფიქსირონ.

"გადაცემა სამი ნაწილისაგან შედგება. პირველი განვლილი კვირის მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენის განხილვას დაეთმობა. მეორე ნაწილში ვისაუბრებთ ეროვნული ჩემპიონატის მოახლოებულ ტურსა და გუნდების სამზადისზე.

დასკვნითი ნაწილი განსხვავებული ფორმატის იქნება და გულშემატკივარს ახლოს გავაცნობთ რომელიმე ცნობილ ფეხბურთელს. მოვიწვევთ სტუმრებს.

"105 წუთის" მთავარი მიზანია, მაქსიმალურად გავაშუქოთ ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენები, გავიზიაროთ და გავაჟღეროთ იმ ადამიანების მოსაზრებები, რომლებსაც ფეხბურთში არსებულ ვითარებაზე გული შესტკივათ.

განსაკუთრებული ყურადღებას ბავშვთა ფეხბურთს და იქ არსებულ პრობლემებს დაეთმობა. შევეცდებით, მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ გულშემატკივართა ინტერესი და არ მოვერიდებით შეცომებსა და უსამართლობაზე საუბარს და ამაში განსაკუთრებული როლი გულშემატკივარმა უნდა ითამაშოს. მათი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათთან ერთად შევეცდებით, სააშკარაოზე გამოვიტანოთ ნებისმიერი მტკივნეული თემა", - ამბობს ლაშა დვალიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა