რუსთავის "მეტალურგთან" მატჩის წინ დინამოელთა კაპიტანმა კომენტარი გააკეთა
რუსთავის "მეტალურგთან" მოახლოებული პრინციპული მატჩის წინ, თბილისის "დინამოს" კაპიტანმა, ალექსანდრე კოშკაძემ, დინამოს ოფიციალური ვებ-გვერდისთვის კომენტარი გააკეთა.

ალექსანდრე კოშკაძე:"მიმდინარე წელს პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში სერიოზულ გუნდს დავუპირისპირდებით. "მეტალურგისგან" გვახსოვს წყენა და ვეცდებით საკადრისი პასუხი მათსავე მოედანზე გავცეთ.

გუნდში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, ალექს გარსიას ხელძღვანელობით სხვა ფეხბურთს ვთამაშობდით, ახლა კი გიორგი დევდარიანის საფეხბურთო ფილოსოფიის გაზიარება მოგვიწევს და თუკი ზედმიწევნით შევასრულებთ გიორგი დევდარიანის მითითებებს, "მეტალურგს" ორბურთიანი სხვაობით დავამარცხებთ.

გიორგი დევდარიანთან მუშაობისთვის მეტი დრო, რომ გვქონოდა, ბევრად უფრო მომზადებულნი შევხვდებოდით ჩემპიონატის მეორე ნახევრის სტარტს. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რუსთავში მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ.

სატურნირო ცხრილში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენთვის ყველა თამაში ფინალის ტოლფასია და დროა "დინამომ" მისთვის ჩვეული ფეხბურთის თამაში დაიწყოს.

"მეტალურგის" რიგებიდან დიმიტრი ტატანაშვილს გამოვარჩევდი, მასზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუმცა მე ჩვენი მცველების მეიმედება და ვგონებ, მის შეჩერებას უპრობლემოდ მოახერხებენ. ჩვენი შეხვედრა რუსთავში ფოლადის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება.

მართალია ამ მატჩისთვის ჩვენც ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვემზადებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტორი თამაშში თავისებურ კორექტივებს მაინც შეიტანს".

fcdinamo.ge

fiore
კოშკ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე. ორი საკუთარი ბადიდან არ გამოიტანო თავად ჯიგარო
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა