ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სერია A. XXIV ტურის წინ: "ჩეზენა" "არსენალი" არ გეგონოთ!

სერია A. XXIV ტურის წინ: "ჩეზენა" "არსენალი" არ გეგონოთ!

"ინტერი" ხელიდან წავიდა, ტურინის "იუვენტუსი" კრიზისზე ეჭვების გაფანტვას "კატანიასთან" შეეცდება
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩების გამო, “ინტერმა" და “ნაპოლიმ” თავიანთი თამაშები პარასკევს გამართეს, უქმეებზე კი დარჩენილი რვა შეხვედრა შედგება.

18 თებერვალს, “იუვენტუსი” “კატანიას” უმასპინძლებს და ვნახავთ, რამდენად საფუძვლიანია ეჭვები ტურინული გრანდის ჩავარდნის, გნებავთ კრიზისის შესახებ. დიახ, მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტეს შეგირდებმა ქულები აქეთ-იქით ანიავეს, იტალიური სპორტული პრესა კრიზისზე ალაპარაკდა. ამ ყველაფერზე თავად კონტესაც მოუხდა კომენტარის გაკეთება:

“ბოლო შეხვედრებშიც ისე ვთამაშობს, როგორც მთელი სეზონის განმავლობაში - ვაკონტროლებთ ბურთს, ტერიტორიას და ვქმნით უამრავ მომენტს, თუმცა გოლები იმდენი ვერ გაგვაქვს, რამდენიც უნდა გავიტანოთ. ბოლო მატჩებში რეალიზაციის თვალსაზრისით კიდევ უფრო მოვიკოჭლეთ და ქულებიც ამად დავკარგეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, “კატანიასთან” საუკეთესო კუთხით უნდა წარმოვჩინდეთ და ვაჩვენოთ ყველას, რომ არავითარი კრიზისი არ გვაქვს. ამბობენ, რომ ტაქტიკას ვცვლი? - დაველოდოთ შეხვედრას და ყველაფერი გამოჩნდება”.

თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, კონტე მართლაც აპირებს ტაქტიკის შეცვლას და არჩევანის 3-5-2-ზე გაკეთებას. “გაძეტა დელო სპორტის” ვერსიით, შეტევის წინა ხაზზე ორი ალესანდრო უნდა ვიხილოთ, მატრი და დელ პიერო, მათ უკან კი შემდეგი ხუთეული გაირჯება: მარტინ კასერესი, სიმონე პადოინი, ანდრეა პირლო, კლაუდიო მარკიზიო, პაოლო დე ჩელიე. სავარაუდოდ, კასერესი და დე ჩელიე ფლანგებზე გაირჯებიან და შეტევისას შემტევები იქნებიან, თადაცვისას კი მცველები -

მოკლედ, ეს ის ვარიანტია, როდესაც გუნდის ტაქტიკა მუდმივ ცვლას განიცდის 3-5-2-სა და 5-3-2-ს შორის. ვნახოთ, რამდენად გამართლდება აპენინელ ჟურნალისტთა პროგნოზი და თუ გამართლდა, რამდენად გაუმართლებს კონტეს ახალი ტაქტიკა-სტრატეგია. რაც შეეხებათ სიცილიელებს, “ჯენოას” განადგურების შემდეგ, შესანიშნავ ხასიათზე არიან და იმუქრებიან, იოლად არც ტურინში დავთმობთ რამესო, ვნახოთ…

ამაღლებული განწყობა თქვენ “მილანის” უნდა იკითხოთ, ლომბარდიელებმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში “არსენალი” მიწასთან გაასწორეს და კვირას “ჩეზენასთან” უწევთ სტუმრობა. ფავორიტი “როსონერია”, ეს ცხადზე ცხადია, მაგრამ მეტოქის შეუფასებლობა არაფრით ეგების - ამის შესახებ თვით მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა:

“უნდა გადმოვრთოთ ეროვნულ ჩემპიონატზე და “ჩეზენასთან” მატჩს სრული მობილიზებით შევხვდეთ. “არსენალის” დიდი ანგარიშით დამარცხება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ “ჩეზენასაც” იოლად მოვუგებთ და ეს კარგად უნდა გავითავისოთ. მეტოქე დაცვიდან ითამაშებს, ჩვენ კი მათი რუბიკონების გარღვევა მოგვიწევს. არ დავმალავ, რომ სავარაუდოდ აქცენტი რობინიოსა და ელ შაარავიზე გაკეთდება, ტექნიკურები, კრეატიულები არიან და წესით დისონანსი უნდა შეიტანონ დაცვაში ჩამჯდარი გუნდის მწყობრ თამაშში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თამაშის ხასიათის წინასწარ გამოცნობა იოლია, მაგრამ შედეგის არც ისეთი იოლი, როგორც ბევრს ჰგონია”.

ალეგრიმაც თქვა და იქამდე “გაძეტა დელო სპორტიც” ვარაუდობდა, რომ “მილანი” რობინიო-ელ შაარავის ტანდემით შეუტევს. ფორვარდთა უკან ურბი ემანუელსონი გაირჯება, კიდევ უფრო უკან კი შემდეგი სამეული: მასიმო ამბროზინი, მარკ ვან ბომელი, ანტონიო ნოჩერინო. აქვე აღვნიშნოთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვოჩი დისკვალიფიკაციას იხდის და ამ თამაშში თანაგუნდელებს ვერაფრით დაეხმარება. რაც შეეხება “ჩეზენას”, გუნდი ვეტერან ფორვარდთა ტანდემის იმედზეა და ვნახოთ, როგორ შეუტევენ მილანელ მცველებს ადრიან მუტუ და ვინჩენცო იაკვინტა.

საინტერესო მატჩი გაიმართება სიცილიაზე, სადაც “პალერმო” “ლაციოს” უმასპინძლებს. რომაულ გუნდს მესამე ადგილი უკავია სატურნირო ცხრილში და ბუნებრივია, რომ აღნიშნული პაექრობაც საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს. მით უმეტეს, “ჩეზენასთან” საოცარი გამარჯვების შემდეგ, “ბიანკოჩელესტეს” თამაშის სტილი და მებრძოლი ხასიათი საყოველთაო განსჯის საგანი გახდა.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ედუარდო რეია 4-2-3-1 ტაქტიკას გამოიყენებს და შეტევის წინა ხაზზე მიროსლავ კლოზეს გაამწესებს. გერმანელს უკნიდან ერნანესი და ლულიჩი დაეხმარებიან და თუ საჭირო გახდა, მოედანზე ლიბირ კოზაკიც აუცილებლად გამოჩნდება. ეს სწორედ ის კოზაკია, “ჩეზენასთან” მეორე ნახევარში რომ გამოჩნდა და წაგებული თამაშის შემობრუნებაში ლომის წილი დაიდო.

იოლად არც “პალერმომ” უნდა დათმოს რამე, თამაში ხომ სიცილიაზე გაიმართება, სადაც ეს გუნდი როგორც წესი ძალიან ძლიერია. მართალია, “პალერმომ” ბოლოს სარდინიაზე იწვნია მარცხი, მაგრამ მთიანობაში, მაინც აღმავლობის გზაზეა და ამაზე ბოლო 5 ტურში მოგროვილი 10 ქულა მეტყველებს - რაც მთავარია, ფაბრიციო მიკოლი უბრუნდება მოედანს, რომელმაც “კალიარისთან” პაექრობა ტრავმის გამო გამოტოვა. მიკოლის სავარაუდოდ იგორ ბუდანი შეუწყვილდება და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან.

“რომა” “პარმას” მიიღებს, “უდინეზე” კი “კალიარის” - ამ მატჩებში ფავორიტად მასპინძლები არიან შერაცხულნი, მაგრამ ასე მარტივად არ უნდა იყოს საქმე… რომაელებს დაგეგმილად უჭირთ ქულების აგროვება, უდინელებს კი ანტონიო დი ნატალეს სახით კოლოსალური დანაკლისი ჰყავთ. მოკლედ, წინ ძალიან საინტერესო თამაშები გველის და ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

სერია A. XXIV ტური

გუშინ

ინტერი-ბოლონია 0:3

ინტერი (4-4-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, რანოკია, ნაგატომო - ფარაონი (69. კასტაინოსი), კამბიასო, ძანეტი, სნეიდერი - ფორლანი (62. პოლი), პაცინი.

ბოლონია (4-4-2): ჟილე - რაჯი, პორტანოვა, ანტონსონი, გარიჩი - მორლეო, მუდინგაი, პერესი, დიამანტი (58. ტაიდერი) - რამირესი (70. კონე), დი ვაიო (76. აკვაფრესკა).

გოლები: 0:1 დი ვაიო (37), 0:2 დი ვაიო (38), 0:3 აკვაფრესკა (85).

გაფრთხილება: სნეიდერი - დიამანტი.

კუთხური: 6-2; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 11(5)-6(4); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 55 000

ფიორენტინა-ნაპოლი 0:3

ფიორენტინა (3-5-2): ბორუცი - ნატალი, გამბერინი, ნასტასიჩი - კასანი, ბეჰრამი (46. სალიფუ), მონტოლივო, ვარგასი (75. ჩერჩი), ოლივერა (64. მარკიონი) - იოვეტიჩი, ამაური.

ნაპოლი (3-4-2-1): როზატი - ბრიტოსი, კანავარო, კამპანიარო (11. გრავა) - მაჯო, ინლერი, ჯემაილი, დოსენა - ლავეცი, ჰამშიკი (70. გარგანო) - კავანი (74. პანდევი).

გოლები: 0:1 კავანი (3), 0:2 კავანი (55), 0:3 ლავეცი (90).

გაფრთხილება: ოლივერა, ამაური - ბრიტოსი, ჰამშიკი.

კუთხური: 5-4; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 10(2)-12(5); ბურთის ფლობა: 58%-42%.

მაყურებელი: 24 000

დღეს:

იუვენტუსი-კატანია 23.45

დისკვალიფიკაცია: ვიდალი (იუვენტუსი).

ტრავმა: კამპანიოლო, პოტენცა, კაპუანო, სუაზო.

ხვალ:

ლეჩე-სიენა 15.30

ტრავმა: ფალკონე, ოფერე, გროსმიულერი - ბრკიჩი.

რომა-პარმა 18.00

დისკვალიფიკაცია: კიაერი (რომა).

ტრავმა: ბურდისო - გალოპა, პალეტა.

ჩეზენა-მილანი 18.00

დისკვალიფიკაცია: იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

ტრავმა: ჯოკოვიჩი, მორასი, ფონ ბერგენი - კასანო, იეპესი, გატუზო, მერკელი, შტრასერი.

ჯენოა-კიევო 18.00

ტრავმა: ანტონელი, ბოვო, მორეტი, ჯილარდინო, კალაძე, მესტო (ჯენოა).

ნოვარა-ატალანტა 18.00

დისკვალიფიკაცია: რადოვანოვიჩი, პორკარი, მორგანელა - მანფრედინი.

ტრავმა: ლუდი, დელაფიორე - კარმონა, კაპელი, ტირიბოკი, პინტო.

პალერმო-ლაციო 23.45

დისკვალიფიკაცია: დიაკიტე, კონკო (ლაციო).

ტრავმა: ბაჩინოვიჩი - როკი, ბროკი, ალფარო, ცანა, მაური, დიასი.

უდინეზე-კალიარი 23.45

დისკვალიფიკაცია: კონტი (კალიარი).

ტრავმა: კოდა, ბადუ, დი ნატალე, ისლა - კოსუ, პიზანო, ელ ქაბირი, ნენე, სამპაიო, ერიკსონი.

სატურნირო ცხრილი

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 23 14 5 4 45-20 47

2. იუვენტუსი 22 12 10 0 33-13 46

3. ლაციო 23 12 6 5 37-24 42

4. უდინეზე 23 12 5 6 34-22 41

5. ნაპოლი 24 9 10 5 41-24 37

6. ინტერი 24 11 3 10 34-33 36

7. რომა 23 10 5 8 36-27 35

8. პალერმო 23 9 4 10 33-34 31

9. კალიარი 23 7 9 7 22-23 30

10. ჯენოა 23 9 3 11 31-45 30

11. ფიორენტინა 22 7 7 8 23-22 28

12. პარმა 22 7 7 8 27-34 28

13. კატანია 21 6 9 6 27-29 27

14. ატალანტა 23 8 9 6 26-27 27

15. კიევო 22 6 6 10 17-29 27

16. ბოლონია 22 6 7 9 21-26 25

17. სიენა 22 5 8 9 22-22 23

18. ლეჩე 23 4 6 13 22-38 18

19. ჩეზენა 22 4 4 14 15-34 16

20. ნოვარა 22 3 7 12 19-40 16

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები

17 - დი ნატალე (უდინეზე); 15 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი), კავანი (ნაპოლი); 12 - დენისი (ატალანტა), კლოზე (ლაციო), მილიტო (ინტერი), პალასიო (ჯენოა), იოვეტიჩი (ფიორენტინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"ნაპოლიმ" ისევ მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია

64 წლის შემდეგ გადაწერილი ისტორია - მოდრიჩი 40 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია

"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა

[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა

"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები

პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე