მთელი აგვისტოს განმავლობაში მიმდინარეობდა ჟოზე მოურინიუსა და ხორხე ვალდანოს შორის ფარული პოლემიკა...

მთელი აგვისტოს განმავლობაში მიდიოდა ჟოზე მოურინიუსა და ხორხე ვალდანოს შორის ფარული პოლემიკა, რომელიც მადრიდის "რეალის" საკადრო პრობლემებთან იყო დაკავშირებული.

როგორც მოგეხსენებათ, "სამეფო კლუბის" არგენტინელმა დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მესუთ იოზილის შეძენის შემდეგ, "რეალმა" ზაფხულის სატრანსფერო მოღვაწეობა დაასრულაო. მოურინიუს საპასუხო განცხადებები კი ვალდანოს ამ სიტყვებთან აშკარა დისონანსში იყო: "ორად ორი თავდამსხმელი გვყავს – კარიმ ბენზემა და გონსალო იგუაინი. ორივე შესანიშნავი შემსრულებელია, მაგრამ ერთ-ერთ მათგანს, უფალმა დაიფაროს და, რამე რომ შეემთხვას, ვინ ვათამაშო თავდამსხმელის პოზიციაზე? იმის თქმა მსურს, რომ "რეალს" მინიმუმ ერთი ფორვარდი კიდევ სჭირდება".

სეუ ჟოზეს ამ განცხადებას ვალდანოს მორიგი გამოსვლა მოყვა: "თუკი გონსალომ ან კარიმმა ტრავმა მიიღო, ჩვენ გვყავს კრიშტიანუ რონალდუ და ანხელ დი მარია. ორივეს შეუძლია ფორვარდის პოზიციაზე თამაში. ამიტომაც ვიმეორებ, "რეალი" ამ ზაფხულში აღარავის შეიძენს".

მაგრამ მოუ რის მოუ იქნებოდა, ჟურნალისტებთან მომდევნო შეხვედრებზე თავისი პრობლემები ერთხელაც არ დაეფიქსირებინა. "ფორვარდი ჰაერივით მჭირდება", - ამბობს პორტუგალიელი ყოველ ხელსაყრელ სიტუაციაში.

ეტყობა, როგორც იქნა და მწვრთნელის სიტყვები უფრო მაღლაც შეისმინეს – სექტემბრის დადგომიდან პრესა "რეალს" ყოველდღიურად ამა თუ იმ ცნობილ ფორვარდს უკავშირებს. ახლა დიეგო ფორლანის ჯერი დამდგარა.

"რეალი" იანვარში 31 წლის ურუგვაელის გადაბირებას შეეცდებაო – ასეთი ცნობა გავრცელდა ესპანურ მედიაში. თავად ფორლანი აცხადებს, "სამეფო კლუბის" ინტერესი ჩემთვის დიდი პატივიაო, მაგრამ ცოტა საეჭვო ფონიც არსებობს – ფორლანი ხომ მადრიდის "ატლეტიკოს" ლიდერია, ხოლო ეს კლუბი "რეალის" ოდინდელი მოსისხლე მტერია...

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა