მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი აღიარებს, რომ გუნდს ძალიან რთული პერიოდი უდგას
მილანის " ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ "ბოლონიასთან" (0:3) იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ გუნდს ძალიან რთული პერიოდი უდგას.

სპეციალისტმა თავისი შეგირდების წარუმატებელი თამაშის გამო კლუბის გულშემატკივრებსა და პრეზიდენტ მასიმო მორატის მოუბოდიშა.

აღსანიშნავია, რომ "შავლურჯების" პრეზიდენტი მატჩს ესწრებოდა და მან მეორე ტაიმის შუაში 0:2-ის შემდეგ ტრიბუნა დატოვა. ბოლო ექვს შეხვედრაში "ინტერმა" ვერცერთხელ მოიგო და 15 გოლი გაუშვა.

"რა ხდება გუნდის თავს? ეს ძალიან რთული პერიოდია. შედეგებზე თავად ვართ პასუხისმგებელი და გვინდა პრეზიდენტსა და გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ, რომლებიც ამ რთულ მდგომარეობაში მხარს გვიჭერენ.

კარგად მესმის მათი, ვინც გუნდს მესამე გაშვებული გოლის შემდეგ უსტვენდა. ველოდი, რომ "ბოლონიასთან" რთული შეხვედრა გვექნებოდა, მაგრამ არა ამდენად", - თქვა რანიერიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა