FIS-ის ეგიდით გამართულ ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი იასპარეზებს
18 და 19 თებერვალს გუდაურში FIS-ის (International Sky Federation) ეგიდით სნოუბორდერების საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, რომელშიც მასპინძლებთან ერთად შვეიცარიის, იაპონიის, ავსტრიის, გერმანიის, სლოვენიის, სერბეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, მაკედონიის, პოლონეთის, საბერძნეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის 100-მდე წარმომადგენელი იასპარეზებს.

მათ შორის ყველაზე ტიტულოვანია პარალელურ გიგანტურ სლალომში (PGS) 2007 წლის სლოვენიელი მსოფლიოს ჩემპიონი როკ ფლანდერი. სპორტსმნები ორი დღის განმავლობაში სწორედ პარალელურ გიგანტურ სლალომსა და პარალელურ სლალომში (PSE) დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ტურნირის ორგანიზაციასთან დაკავშირებით გუდაურში მასმედიის წინაშე წარსდგნენ სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი პეტერ კრიოგელი, გუდაურის განვითარების ფონდის დირექტორი ნიკა გრძელიძე, საქართველოს სნოუბორდის ასოციაციის თავკაცი ლევან მშვილდაძე.

პრესკონფერენციაზე ითქვა იმის შესახებაც, რომ ამ ტურნირის ჩატარებაზე დიდად არის დამოკიდებული გუდაურის ბედი, ანუ მომავალი სეზონიდან FIS სათხილამურო კურორტს როგორ დატვირთავს.

18 თებერვალს საპრიზო ადგილები პარალელურ სლალომში, 19-ში კი პარალელურ გიგანტურ სლალომში გათამაშდება. პირველი საერთაშორისო ტუნირის გამარჯვებულები მედლებით, თასებით, ფულადი პრემიებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

საქართველოს სპორტულ ღირსებას 9 ათლეტი დაიცავს, მათგან ყველაზე ტიტულოვანია რევაზ ნაზღაიძე, ქალებში სტუმრებს ნინო ბურდული გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა