"...როგორია მიმდინარე ჩემპიონატი? ვის მოსწონს ეს სისტემა?"
ერთი დღეც და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი განახლდება, რომელსაც ხანდახან უდიერად ექცევიან. წინა სეზონი დამთავრებული არ იყო, დებულება რომ შეცვალეს და ხელახლა დაადგინეს, რომელი და რამდენი გუნდი იქნებოდა უმაღლეს ლიგაში.

ეს საოცარი და ვგონებ, უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედარაციამ მიიღო, უალტერნატივო დაწესებულებამ ლამაზი ოფისითა და აგრესიულად მორჩილი აღმასკომით.

და როგორია მიმდინარე ჩემპიონატი? ვის მოსწონს ეს სისტემა? რას მოიტანს ჩემპიონატის რვა-რვა გუნდად დაყოფა?

უცნაურობებს მოჰყვა ის, რომ რამდენიმე გუნდმა ისეთი ორგანიზაციის შექმნა განიზრახა, კლუბთა ინტერესებს რომ დაიცავდა და გაიტანდა. პროფლიგა უფუნქციოდ დარჩა და ასეთი გაერთიანების შექმნა აუცილებლობამ მოიტანა. იდეა ზოგს მოეწონა, ზოგსაც კი უფლება არ აქვს, რამე მოიწონოს ან არ მოიწონოს, რადგან შიში ოხერია და იდეის მოწონებასაც კი თანხმობა სჭირდება.

ვინც თანხმობა უნდა გასცეს, იმდენი ჭკუაც აქვს, მიხვდეს, რომ სოლიდარობა ძალიან დიდი ძალაა. საქართველოს პირველად რომ ესტუმრა ლენარტ იუჰანსონი, თქვა კიდეც, უეფა ისეთი ორგანიზაციაა, ერთიანობის და სოლიდარობის პრინციპზე რომ დგასო. მაშინ ალბათ რთული იყო, კარგად განგეჭვრიტა ეს სიტყვები, რადგან ჩვენ ქვეყანას სულ სხვა პრობლემები ჰქონდა.

ახლა ისეთი დროა, სოლიდარობას ჩვენთან დიდი ფასი რომ დაედო, რადგან სოლიდარობის ძალიან ეშინიათ. უწყებრივი კლუბების მოზღვავება სოლიდარობის რისკს მინიმუმამდე ამცირებს და ფეხბურთზე ტოტალურ კონტროლს აძლიერებს. მაშ, როგორღა უნდა განვითარდეს საქართველოს ჩემპიონატი? ლამაზ ოფისში ამაზე კი ფიქრობენ, მაგრამ იქაც ისეა, რომ ზოგს მხოლოდ ფიქრის უფლება აქვს და მეტი არაფრის.

საფეხბურთო კლუბი კი გრძელვადიანი პროექტია. ძალიან კარგია, უწყებრივი კლუბები რომ მოფულიანდნენ, ოღონდაც მხოლოდ ფული საკმარისი ვერ იქნება - გრძელვადიან პროექტებს ის პრინციპიც სჭირდება, იუჰანსონი რომ ამბობდა და მაშინ ნაკლებად მნიშვნელოვანი, ეტიკეტური რამე გვეგონა.

ჩემპიონატის განახლება გულს უხარია. ჩვენი ჩემპიონატი არ არის ფუყე, ბევრი ნიჭიერი და საინტერესო ადამიანი იყო და არის ამ საქმეში. საქართველოს ჩემპიონატს აქვს თავისი ისტორია და ეს ყოველთვის აძლიერებს იმ მონატრებას, რაც ახლაც არის. შესაძლოა, ცოტა პათეთიური იყოს, მაგრამ ჯერ კიდევ გოეთე ამბობდა: საუკეთესო, რასაც ისტორია გვაძლევს, ენთუზიაზმიაო.

ფეხბურთს სოლიდარობის გარდა ძლიერი პარტნიორებიც უნდა ჰყავდეს. სახელმწიფო ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, მაგრამ არის კიდევ ერთი, სასიცოცხლო მნიშვნელობის პარტნიორიც - მასმედია.

რამდენიმე წლის წინ საფეხბურთო კლუბ "ამერის" მფლობელმა და იმავდროულად სპორტული გაზეთის, "სარბიელის" გამომცემელმა ზურაბ ფოცხვერიამ თქვა, საქართველოში მედია ფეხბურთის სუსტი პარტნიორიაო.

ვფიქრობ, მართალი იყო ფოცხვერია და ეს დღეს რომ ეთქვა, კიდევ უფრო მართალი იქნებოდა.

საქართველოში მედია-ბაზარი ძალიან პატარაა და შესაბამისად ძალიან ძნელია ღონიერი მარკეტინგული ქსელის შექმნა. გაზეთში მუშაობაც ეგეთია, თუ საქმე ძალიან არ გიყვარს, სხვა რამ ვერ დაგაკავებს. მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ჟურნალისტიკა ხელობაა და არა მხოლოდ რაღაცის დამტკიცების საშუალება. ხელობა კი ის არის, იმუშაო და ღირსეულად იცხოვრო.

ტელევიზიებში ამ მხრივ უკეთ უნდა იყოს საქმე. ელექტრონული მედია ჩვენთან გაცილებით ძლიერი მანქანაა, ტელევიზორის საშუალებით შესაძლებელია, რომ მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილი ტელევიზორში აცხოვრო. ამ ეფექტური იარაღის ამოქმედებას ბევრად დიდი ფული ჭირდება, ვიდრე გაზეთის დაქოქვას.

ახლახან იყო, "ლელომ" რომ დაწერა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად ალექსანდრე ჩივაძე ინიშნებაო. ეს ამბავი ტელეარხებმაც აიტაცეს, ოღონდაც მათმა უმეტესობამ, ჩივაძის დანიშვნა საკუთარ ინფორმაციად გაასაღა.

ჟურნალისტური კოლეგიალობა, ადამიანური ურთიერთობები, ელემენტარული პატივისცემა... სახელი თუ ზუსტად ვერ შევურჩიე მომხდარს, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენთან ზუსტად არც კი იციან, რა რა არის.

ტელეჟურნალისტი ფულის გამოძალვის გამო ციხეში ჩასვეს, გამოვიდა იქიდან და ისევ ჟურნალისტობს.

ტელეჟურნალისტი ასლან აბაშიძის მომხრე იყო, მაგრამ მაინც ჟურნალისტად დარჩა, მერე პარლამენტარიც კი გახდა.

დიდად წარმატებულმა ტელეჟურნალისტმა ქალბატონმა ზიგმუნდ ფროიდზე თქვა, ეს ის კაცია, სექსუალურ პრობლემებზე რომ წერდაო, ანუ ფროიდი სექსოპათოლოგი ეგონა...

ამასობაში ზუგდიდის "ბაიას" ყოფილი ფეხბურთელი ჩისამბა ლუნგუ აფრიკის ჩემპიონი გახდა და დაგვანახა, რომ ჩვენი ჩემპიონატი პატარა ტრამპლინი არ არის.

სანაკრებო ბატალიებიც ახლოვდება, ათი დღეში ეროვნული გუნდი ალბანეთს დაუხვდება.

ფეხბურთის ხმებმა სულ სხვანაირი მონატრება იცის, კაცის ბუნების არსიც მოძრაობა უნდა იყოს.

ხვალიდან ქართულ მოედნებზე ბურთი გაგორდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zaza
ეს შალვა რამიშვილიზე ჩარტყმა არ იყო საჭირო,საიდან სად?სად სეზონის განახლება და სად შალვა რამიშვილის ჟურნალისტობა? ამიტომ ვართ ესეთ დღეში ყველა სფეროში არამარტო ფეხბურთში რო არავინ თავის საქმეს არ აკეთებს,წერე რა შე კაი კაცო ფეხბურთის ძირეულ პრობლემებზე და შეეშვი ამ პოლიტიკურ ქვეტექსტებს!
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა