გუდაურმა სნოუბორდში საერთაშორისო ტურნირს, ევროპისა და აზიის 18 ქვეყნის მონაწილეობით პირველად უმასპინძლა
გუდაურმა პირველად უმასპინძლა სნოუბორდში საერთაშორისო ტურნირს, ევროპისა და აზიის 18 ქვეყნის მონაწილეობით. რაც მთავარია, ეს ასპარეზობა სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIS) ეგიდით და მისი კალენდრით ჩატარდა.

ორგანიზატორების - თბილისის მერიის, გუდაურის განვითარების ფონდის, სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სამინისტოროს, სნოუბორდის ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით ტურნირი ნამდვილ ზეიმად იქცია.

მასპინძლებმა სპორტული და კულტურული პროგრამა ისე შესანიშნავად შეახამეს, რომ სტუმრები აღტაცებას ვერ ფარავენ. მათი რიცხვი კი ასს აღემატება და ნებისმიერ მათგანს რომ ჰკითხოთ, გუდაურმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და კვლავაც აუცილებლად ეწვევიან ამ კურორტს შესაძლებლობა თუკი მიეცემათ. მონაწილეთა შორის ცხრა ჩვენებურიც იყო, რომელთაგან ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი რევაზ ნაზღაიძეა.

ასპარეზობის პირველ დღის რიტმში დისონანსი უამინდობამ შეიტანა. სტარტი რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა პროგრამა არ შეკვეცილა. როგორც მოსალოდნელი იყო ჩვენი სპორტსმენებიდან ყველაზე უკეთ რევაზ ნაზღაიძემ იასპარეზა და პროგრამა მაქსიმუმი შეასრულა - ათეულში მოხვდა (VIII), რაც უდავოდ წარმატებაა. მით უფრო, რომ ტურნირსი მსოფლიო და ევროპის სარბიელზე სახელმოხვეჭილი სნოუბორდის ოსტატები მონაწილეობდნენ.

გუშინ, გვიან საღამოს, სასტუმრო "მარკო პოლოს" ტერიტორიაზე გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოება გაიმართა.

კვარცხლბეკი

პარალელური გიგანტი. ვაჟები: 1. დანიელ ვაისი (გერმანია), 2. ისიდორ სუსტერიჩი (სლოვენია), 3. ნოქბუჯი ნუკი (იაპონია). ქალები: 1. ვერონიკა პიოვა (პოლონეთი), 2. იულია ფიბლინგი (ავსტრია), 3. ელენა იგნატოვა (სერბეთი).

პარალელური სლალომი. ვაჟები: 1. კოცირ ზამი, 2. როკ ცალამბერისი, ტიმ მასტნიკი (სამივე - სლოვენია). ქალები: !. გლორია კოტნიკი, (სლოვენია), 2. ნინა მაჩიჩი (სერბეთი), 3. მელანა ჰოჩრეიტერი (გერმანია).

თორნიკე გაჩეჩილაძე გუდაურიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა