"დილაში" ჩარიცხულმა 32 წლის ხორვატმა მეკარემ გორელთა გუნდში მიღებულ პირველ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა
ზაგრების "დინამოს" ყოფილი მეკარე მარინ სკენდერი გორის "დილას" ფეხბურთელი გახდა. ეს ფაქტი ქართული სატრანსფერო სეზონის ერთ-ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია იყო.

32 წლის ხორვატი ოსიეკის საფეხბურთო სკოლის გაზრდილია, მშობლიური ქალაქის გუნდში ცხრა სეზონი თამაშობდა და ორჯერ (და არა სამჯერ, როგორც "ვიკიპედიაში" წერია) ხორვატიის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს, იყო ეროვნული ნაკრების კანდიდატი.

მაგრამ 2010/11 წლების სეზონში ზაგრების "დინამოში" გადასულს ერთხელაც არ უთამაშია, გუნდი დატოვა და გორის "დილაში" თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩამოვიდა.

გორის "დილას" ახალწვეულთა პრეზენტაციაზე სკენდერს 1-ნომრიანი მაისურა გადაეცა, რომლის წარწერამაც გაუგებრობა გამოიწვია და ბევრმა ჩათვალა, რომ ესაა მისი ნამდვილი გვარი. თუმცა, ასე არ არის: მარინ სკენდერი - ასე წერია ყველა საერთაშორისო ცნობარსა და ინფორმაციაში. თურმე, კურიოზული ამბავი მოხდა, მაისურზე დაწერის დროს გვარი შეეშალათ, თორემ სკენდერია.

"დილას" ხორვატ მეკარეს ინტერვიუ ჩამოვართვით.

- ხორვატიის ჩემპიონატის ორგზის საუკეთესო მეკარე, ეროვნული ნაკრების ყოფილი კანდიდატი და ზაგრების "დინამოს" წევრი - ასეთი სტატუსის მქონე ფეხბურთელის საქართველოში ჩამოსვლა მოულოდნელი იყო. სხვაგან არ გიწვევდნენ?

- როგორ არა, საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებები მქონდა. ყველაზე მეტად ბერძნებმა დამაინტერესეს, ათენის აეკ-ი დამიკავშირდა, მაგრამ ბოლოს მოლაპარაკებები ძალიან ცუდად წარიმართა და ჩემთვის უცნობი მიზეზის გამო ჩაიშალა.

რა მოხდა, დღემდე ვერ გამიგია. იმედგაცრუებული ვიყავი და სწორედ ამ დროს შემომთავაზეს საქართველოში თამაში.

- როგორი იყო შენი რეაქცია?

- თავიდან ძალიან გამიკვირდა, საქართველოზე ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ მენეჯერმა კარგად დამიხასიათა გორის "დილა", ამბიციური, პერსპექტიული გუნდია, თასის მოპოვება და ევროთასებზე თამაში სურსო და დავინტერესდი.

- ერთია მოყოლილი და მეორე - ნანახი. რეალურად "დილაზე" რა შთაბეჭდილება დაგრჩა?

- რუსეთისა და უკრაინის პრემიერლიგის მოთამაშეებს ნებისმიერი გუნდი ინატრებდა. მიკვირს, ასეთი მაღალი კლასის ფეხბურთელები სწრაფად როგორ შეკრიბეს. მოთამაშეებიც მომეწონა და მთლიანობაში - გუნდიც. თუმცა, შესათამაშებლად დრო გვჭირდება.

- ასეთი გუნდი ხორვატიის ჩემპიონატში რა მიზნებისთვის იბრძოლებდა?

- ჩემთვის ახალი გუნდია და ჯერ მისი ძალას ზუსტად ვერ შევაფასებ, მაგრამ მოთამაშეებიდან და თურქეთში ნაჩვენები მატჩებიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ სამეულში თავისუფლად მოხვდებოდა.

- "დინამოში" რატომ არ გათამაშებდნენ?

- ოსიეკში დავიბადე, მშობლიური ქალაქის გუნდში ვთამაშობდი და ხორვატიაში იქიდან გამიცნეს. მაგრამ ზაგრების "დინამოში" გადასვლის შემდეგ ყველაფერი აირია: იჯარით ვთამაშობდი, "ოსიეკი" ტრანსფერში დიდ თანხას ითხოვდა და კლუბების დავაში მე გავიჭყლიტე, უთამაშებლობამ უკან დამხია.

საბედნიეროდ, დეკემბერში კონტრაქტი დამიმთავრდა.

- "ვიკიპედიას" ცნობით, ხორვატიის ნაკრების განაცხადში ერთხელ იყავი.

- ერთხელ კი არა, ორჯერ, მაგრამ ორივეჯერ სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი: პირველად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ისრაელის ნაკრებთან, მეორედ კი - შოტლანდიასთან.

- 2006 წელს, როდესაც "ოსიეკში" თამაშობდი, გუნდს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი დამრიგებელი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ივო შუშაკი წვრთნიდა.

- დიახ, ეს ვიცი, შუშაკს ახლოს ვიცნობ, ძალიან კარგი ადამიანია. აქაური გუნდიდან (თბილისის "დინამოდან") წამოსვლის შემდეგ ისვენებდა და შემდეგ "ოსიეკი" ჩაიბარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Burton
მერაბ, თვალი თუ არ მატყუებს, აშკარად ,,სკარდე" აწერია და არა ,,სკენდა"))))
gaga
ბ-ნო ჟურნალისტო! თქვენ რამოდენიმეჯერ იმეორებთ გვარს ''სკენდა'' არადა თუ თუ კარგად დააკვირდებით მაისურზე რომელიც ხელთ უპყრია მეკარეს გარკვევით წერია ს კ ა რ დ ე
Parma
ასეთი დონის ფეხბურთელი, რაც მეტი ითამაშებს მით უკეთესი იქნება საქართველოს ჩემპიონატისთვისაც და ქართული გუნდებისთვისაც... და მიხარია ასეთი დონის მეკარე რომ ჰყავს ჩემ საყვარელ გუნდს... იმედი მაქვს, რაც შეიძლება დიდი ხნით დატოვებენ გუნდში...
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა