ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლევან კობიაშვილის "ჰერტას" ოტო რეჰაგელი უთავკაცებს

ლევან კობიაშვილის "ჰერტას" ოტო რეჰაგელი უთავკაცებს

რეჰაგელს ბერლინში სამთვიანი მისია დაეკისრა, არ დაუშვას "ჰერტას" მეორე ბუნდესლიგაში გავარდნა
ჩვენი გერმანელი კოლეგები ბერლინის "ჰერტას" ბედს არაერთ სპეციალისტს უკავშირებდნენ, ნაღდი კანდიდატის ვინაობა კი მანამდე ვერ გამოიცნეს, სანამ ლევან კობიაშვილის გუნდის მენეჯერმა მიხაელ პრეეტცმა მასთან შეთანხმება თვითონვე არ დაადასტურა.

მაგრამ გერმანელ ჟურნალისტებს ვერ დავძრახავთ, რადგან ამის გამოცნობა ურთულესი იყო: დაუჯერებლად კი ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ "ჰერტას" ოტო რეჰაგელი მიხედავს! დიახ, კობიაშვილის გუნდის გადარჩენა 73 წლის "მეფე ოტოს" დაევალა - რეჰაგელს ბერლინში სამთვიანი მისია დაეკისრა: არ დაუშვას "ჰერტას" გავარდნა მეორე ბუნდესლიგაში. ის ფაქტი, რომ რეჰაგელი ბუნდესლიგაში დაბრუნდა, უკვე თავისთავად დიდი მოვლენაა - რაც არ უნდა იყოს, 12 წელიწადზე მეტია, გერმანიაში არ უმუშავია. ბერლინელებმა ოტო ოფიციალურად გუშინ წარადგინეს.

რეჰაგელმა პრეეტცს თანხმობა შაბათს, ტელეფონით უთხრა და მერე ბერლინში ჩაფრინდა. პრეეტცმა ოტოს აეროპორტში თავად მიაკითხა და "ჰერტას" ოფისში წაიყვანა, სადაც რეჰაგელმა სამთვიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გამართა.

"ვიცი, ყველაზე მეტად რაც გაინტერესებთ და სანამ მკითხავთ, თვითონ გიპასუხებთ: 73 წლის ვარ, მაგრამ თავს ჯერ კიდევ ახალგაზრდად ვგრძნობ და ყოველდღიური მუშაობა ნამდვილად შემიძლია.

ვიცი, რას ითხოვენ ბერლინელი ფანები და რა სჭირდება "ჰერტას". ჩვენი კონცენტრაცია მთლიანად პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისკენ იქნება მიმართული, პირველ დღეებში კი ჩემი მიზანი გუნდში სათანადო დისციპლინის დამყარება იქნება. ჩვენ უნდა ვიყოთ დისციპლინირებულები როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმაც," - განაცხადა რეჰაგელმა და კითხვაზე, როგორ აპირებს ბერლინელთა გადარჩენას, ასე უპასუხა: "გუნდის გადარჩენა მხოლოდ ფეხბურთელებს შეუძლიათ - მე გოლებს ვერ გავიტან! სეზონის ბოლომდე 12 ტურია დარჩენილი და თუ ბიჭები თავთავიანთ "ეგოებს" გვერდით გადადებენ და გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯებიან, "ჰერტა" მეორე ბუნდესლიგაში არ დაქვეითდება. ბიჭებმა დღე და ღამე მომდევნო მატჩზე უნდა იფიქრონ. წარმატებას მხოლოდ ასეთი მიდგომით მივაღწევთ."

ოტო რეჰაგელის სამწვრთნელო კარიერა ტრიუმფალურია და ახლა მისი მიღწევების ჩამოთვლას აღარ დავიწყებთ. საინტერესო იყო მისი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ "ჩაიგდო თავი ასეთ დღეში 73 წლის ასაკში". რეჰაგელი: "ცხოვრება ხანმოკლეა და სანამ ცოცხალი ვარ, გამოწვევები მჭირდება. "ჰერტა" ჩემთვის მორიგი უდიდესი გამოწვევაა. აქ ადრე ფეხბურთს ვთამაშობდი და ახლა მინდა, რომ ეს გუნდი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებისგან ვიხსნა."

...და ყველაზე მთავარი: ოტომ პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ აუცილებელი სულაც არაა, მისი სამწვრთნელო კარიერა ზაფხულში დამთავრდეს. 73 წლის რეჰაგელი ბუნდესლიგაში უფრო დიდხანს დარჩენასაც არ გამორიცხავს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა