საქართველოს ნაკრების 24 წლის გამთამაშებელმა ლაშა გამყრელიძემ გერმანიაში კლუბი გამოიცვალა - 183 სმ სიმაღლის მცველი "მიტელდოიჩერიდან" "გისენში" გადავიდა. შარშანდელ სეზონში გამყრელიძე ბუნდესლიგაში საშუალოდ თამაშში 6,1 ქულას, 1,5 მოხსნას და 3,8 შედეგიან გადაცემას აკეთებდა.

საქართველოს ნაკრების 24 წლის გამთამაშებელმა ლაშა გამყრელიძემ გერმანიაში კლუბი გამოიცვალა - 183 სმ სიმაღლის მცველი "მიტელდოიჩერიდან" "გისენში" გადავიდა. შარშანდელ სეზონში გამყრელიძე ბუნდესლიგაში საშუალოდ თამაშში 6,1 ქულას, 1,5 მოხსნას და 3,8 შედეგიან გადაცემას აკეთებდა. ახლა ცენტრალური გერმანიის უძველესი ქალაქის გუნდთან კონტრაქტი 2010/11 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა. ჩვენებური უახლოეს კვირებში სავიზო ფორმალობებს მოაგვარებს და ახალ კლუბს შეუერთდება.

სხვათა შორის, შარშანდელ ბუნდესლიგაში ლაშა გამყრელიძე მეოთხე ადგილზე იყო წუთში საშუალოდ გაკეთებული შედეგიანი გადაცემების მიხედვით. ის მხოლოდ ბრანისლავ რატკოვიცას (ტუბინგენი), კევინ ჰემილტონს (ბრაუნშვაიგი) და ჯარედ ჯორდანს ჩამორჩებოდა.

აი, რას ამბობს "გისენის" სპორტული დირექტორი და მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ბოგოევიჩი ლაშას შესახებ: "მისი დამატებით გუნდმა მაღალი კლასის კალათბურთელი შეიძინა, რომელსაც დაცვაში და შეტევაში თანაბრად შეუძლია თამაში. გამყრელიძე აგრესიული სტილის კალათბურთელია, კარგი მცველია, მას შეუძლია, მუდმივ წნეხში ამყოფოს მეტოქე. შეტევაში ქართველი სწრაფია, მოედნის კარგი ხედვა და პასი აქვს. მან კარგი გამოცდილება შეიძინა მნიშვნელოვან მატჩებში".

შარშანდელ ბუნდესლიგაში "გიესენი" მე-14 ადგილზე გავიდა 10 მოგებით და 24 მარცხით. სხვათა შორის, გამყრელიძის ახალი კლუბი საკმაოდ ტიტულოვანია, ის ერთადერთი კლუბია, რომელსაც ბუნდესლიგის შექმნიდან (1966) ერთხელაც არ დაუტოვებია უძლიერესთა რიგები. "გიესენი" გერმანიის ხუთგზის ჩემპიონია (1965, 1967, 1968, 1975 და 1978) და სამჯერ ფლობდა გერმანიის თასს (1969, 1973 და 1979).

ლელო

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა