ცნობილი ნიკარაგუელი სუპერმძიმეწონოსანი ევანს ქუინი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ცნობილი ნიკარაგუელი სუპერმძიმეწონოსანი ევანს ქუინი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. 28 წლის მოკრივემ ძალადობა ქალაქ ბლუფილდსის ერთ-ერთ რესტორანში ჩაიდინა, სადაც ოჯახთან ერთად ვახშმობდა.

ქუინმა რესტორანში ვინმე რაულ ბენეტი შეამჩნია, რომელმაც ადრე მოკრივის ბიძაშვილს ესროლა, მის მაგიდასთან მივიდა და პისტოლეტიდან რვაჯერ ესროლა. ბენეტმა რესტორნის სამზარეულოში დამალვა სცადა, მაგრამ ვერ მოასწრო. ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

"ევანსი მაგიდიდან ადგა, სადაც ოჯახთან ერთად ვახშმობდა, ბენეტის მაგიდას მიუახლოვდა და სროლა დაიწყო, - ასე აღწერა ინციდენტი რესტონრის მენეჯერმა ანდრეა გილიენმა. - შოკში მყოფი რაული სამზარეულოს მიმართულებით გაიქცა, მაგრამ ამან არ უშველა".

ევანს ქუინმა პროფესიულ რინგზე 27 ბრძოლა ჩაატარა, 20 მოიგო (18 - ნოკაუტით), ექვსი წააგო და ერთი ფრედ დაასრულა. თავის ბოლო ბრძოლაში (გასული წლის მაისი) ნიკარაგუელმა პირველ რაუნდში ნოკაუტით მოუგო ამერიკელ სემ მიტჩელს. მანამდე მან სერგეი ლიახოვიჩთან და კალი მიჰენთან წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა