პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის პრეზიდენტი მსოფლიოს ჩემპიონატის თბილისში გამართვას არ გამორიცხავს
საქართველოს დედაქალაქში "ვარსკვლავთა ტურნირს" ესწრება პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის პრეზიდენტი, მოქმედი დიდოსტატი (რეიტინგი - 2703), 2001 წლის ევროპის ჩემპიონი ემილ სუტოვსკი (ისრაელი), რომელსაც "შერატონში" მიმდინარე ბატალიებსა და სხვა საკითხებზეც ვესაუბრეთ:

- მოხარული ვარ, რომ თბილისი ასეთი მაღალი დონის ტურნირს მასპინძლობს. ჩვენი ასოციაციის სუპერთასის გათამაშებაში მართლაც უძლიერესმა შემადგენლობამ მოიყარა თავი: უმთავრესად ესენი არიან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები,მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები და პრიზიორები.

რაც ნიშანდობლივია, ათი მათგანი ვაჟთა შორის დიდოსტატია. ქართველი მეგობრების თანადგომით გახდა შესაძლებელი ამგვარი ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზება. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ნამდვილად კარგი პარტნიორობა გაგვიწია. მას კი თბილისის მერიამ, სპორტის სამინისტრომ და სპონსორებმა დაუჭირეს მხარი.

შეჯიბრების მონაწილენი პირობებით კმაყოფილნი არიან. "ვარსკვლავთა ტურნირმა" მთელ მსოფლიოში დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩვენს საიტზე უკვე ასამდე ქვეყნის ათასობით ადამიანი შემოვიდა. ეს კი ჭადრაკის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

- თქვენი ორგანიზაციის მომავალზე რას იტყვით?

- პროფესიონალ მოჭადრაკეთა უფლებების დაცვა, ფიდესთან საქმიანი ურთიერთობა, მაღალი რანგის ტურნირების გამართვა, სპონსორების მოძიება, ჭადრაკის პროპაგანდა - აი, ჩვენი ორგანიზაციის ძირითადი მიზნები და სამომავლო გეგმები. ამ შეჯიბრების გასაშუქებლად სპეციალურად მოვიწვიეთ რამდენიმე ჟურნალისტი სხვადასხვა ქვეყნიდან.

ახლახან ფიდესგან წლეულს ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების ნებართვა მივიღეთ, რამაც უკვე გამოიწვია დიდი ინტერესი. რამდენიმე ფედერაციიდან ასოციაციაში გამოხმაურებებიცაა მოსული. ქართული მხარე დაინტერესებას თუ გამოიჩენს, მაშინ დავიწყებთ მოლაპარაკებას პირველი მსოფლიოს ჩემპიონატის თბილისში გამართვის თაობაზე.

- უწინ მსოფლიოს ჩემპიონატების გამართვას დიდი აჟიოტაჟი ახლდა. დღეს ქომაგები ჭადრაკისადმი ასეთ ინტერესს აღარ იჩენენ. რა ხდება?

- ამჟამინდელი მსოფლიო ის აღარ არის, რაც 30-40 წლის წინათ იყო, მოხდა ღირებულებების გადაფასება, ინტერნეტმა ძირფესვიანად შეცვალა სამყარო. ბრძენთა თამაშს უჭირს სპორტის სხვა სახეობებისა თუ საინტერნეტო გასართობებისთვის კონკურენციის გაწევა; ჭადრაკს არ ჰყოფნის პროფესიული გაშუქება პრესაში, ვარსკვლავების ნაკლებობაც დაღს ასვამს ამ სახეობას. ყოველივეს მიუხედავად, ყველაფერი უნდა ვიღონოთ ჭადრაკის ახალ სიმაღლეზე ასაყვანად, რადგან ეს მარტო სპორტი როდია.

- ჩემპიონების გამოვლენის ფორმატზე, დროის კონტროლსა და მნიშვნელოვან ტურნირებზე მოხშირებული ყაიმებზე რას იტყვით?

- ფორმატი, ვფიქრობ, გადამწყვეტ როლს არ თამაშობს, თუნდაც იმიტომ, რომ ტოპმოთამაშეები ყოველწლიურად 7-8 ტურნირში მაინც ასპარეზობენ და ერთმანეთის შესაძლებლობებს კარგად იცნობენ. რაც შეეხება დროის კონტროლს, კლასიკური და სწრაფი ჭადრაკი ერთმანეთისგან რადიკალურად უნდა განსხვავდებოდეს.

- გეთანხმებით, რომ პროფესიული ჭადრაკისთვის 20 წუთი ცოტაა, მაგრამ 5-6 საათიც ხომ ბევრია?

- ამ საკითხებზე პროფესიონალებთან ერთად კარგა ხანია ვმსჯელობთ და ვმუშაობთ. ვფიქრობ, სათანადო დასკვნამდეც მივალთ. დაზავებაზე კი ის შემიძლია გითხრათ, რომ ახლა მსოფლიოს ჩემპიონატის გათამაშების ყველა ეტაპზე ყაიმების შეთავაზება აიკრძალება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა