ქართველი ცენტრის "ატლანტა ჰოუქსმა" "ჩიკაგო ბულსთან" 79:90 წააგო, ჩვენებური სასტარტოში იყო და მოედანზე 37 წუთი გაატარა
ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსმა" ჩიკაგოში "ბულსთან" 79:90 წააგო. მეორე მეოთხედში მასპინძლეთა უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა, თუმცა ატლანტელები არ დანებდნენ და მატჩის მოგების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ.

ბოლო მეოთხედში "ქორებმა" ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შესძლეს და საბოლოოდ დამარცხდნენ.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 37 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 8 ქულა, 7 მოხსნა 2 დაფარება და 1 პასი მოაგროვა. ზაზამ 5-დან 2 ორქულიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

ატლანტელთაგან საუკეთესო კვლავ ჯოშ სმიტი იყო, რომელმაც 17 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. მატჩის გმირი დერიკ როუზი გახდა, რომელმაც ჩიკაგოელებს 23 ქულით უწინამძღოლა.

ჩიკაგოში წაგების შემდეგ "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე ჩამოქვეითდა. "ქორების" აქტივში 19 მოგება და 13 მარცხია.

ფაჩულიას გუნდი გასვლით ტურნეს 23 თებერვალს, ნიუ იორკში დაასრულებს, სადაც ჩინელ გენიოს ჯერემი ლინით მომძლავრებულ "ნიუ იორკს" დაუპირისპირდება.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა