თბილისში სწრაფ ჭადრაკში მიმდინარე ტურნირში ჩვენებურმა პირველობა არავის დაუთმო
სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გუშინ დამთავრდა პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის თასის გათამაშება, რომელშიც 9 ქვეყნის 12 დიდოსტატი ეცილებოდა ერთმანეთს პირველობას წრიული სისტემით სწრაფ ჭადრაკში.

გუშინ ბოლო სამი ტურის პარტიები გათამაშდა. ნანა ძაგნიძემ, რომელმაც სასტარტო უიღბლობის შემდეგ საგრძნობლად გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა, მე-9 ტურის პარტია გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ კატერინა ლაგნოსთან (უკრაინა) ყაიმით დაამთავრა.

სამაგიეროდ, იყოჩაღა შვედმა ორგზის ევროპის ჩემპიონმა პია კრამლინგმა, რომელმაც აზერბაიჯანელი ზეინაბ მამედიაროვა დაამარცხა და ძაგნიძეს ქულით გაუსწრო.

როლები მე-10 ტურში შეიცვალა: ქართველმა დიდოსტატმა ამერიკელ ანა ზატონსკიხს მოუგო, კრამლინგი კი ევროპის ამჟამინდელ ჩემპიონს ვიქტორია ჩმილიტეს (ლიტვა) დაუზავდა. ძაგნიძე ქულებით გაუთანაბრდა ორგზის ევროპის ჩემპიონ კატერინა ლაგნოს, რომელმაც მე-10 ტურში რუს, ასევე, ორგზის ევროპის ჩემპიონ ტატიანა კოსინცევასთან მოაწერა ზავს ხელი.

პირველი ადგილის ბედი ბოლო მე-11 ტურში უნდა გადაწყვეტილიყო. წილისყრით ერთმანეთს ფავორიტები - კრამლინგი და ლაგნო დაუპირისპირდნენ. მეტოქეები მე-17 სვლაზე მშვიდობიანად დაშორდნენ. პრესცენტრში შემოსულ ლაგნოს ასე სწრაფად დაზავების მიზეზი ვკითხე.

"მე-10 ტურის პარტია ნახევარი საათის წინ დავამთავრე, ხეირიანად დასვენება ვერ მოვასწარი, თანაც შავი ფიგურებით ვიყავი და შესაბამისი დებიუტიც ვერ შევარჩიე. ყაიმი ჩემს მეტოქეს ხელს აძლევდა, რადგან სულ მცირე პირველობისთვის ტაი-ბრეიკის თამაშის უფლება გაინაღდა.

ძაგნიძეც თუ ყაიმით დაასრულებს შეხვედრას, გამარჯვება შვედს დარჩება", - მითხრა უკრაინელმა დიდოსტატმა.

შესაძლოა, ბევრს ეგონა, რომ ნანა ყაიმზე ყაბულს იქნებოდა, მაგრამ 2008 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის ოქროსმედალოსანმა უშეღავათო ბრძოლა გაუმართა ტატიანა კოსინცევას და ფარ-ხმალიც დააყრევინა. ძაგნიძემ და კრამლინგმა 11 შესაძლებლიდან 8-8 ქულა მოაგროვეს და მათ შორის უძლიერესისა და მთავარი პრიზის (10 000$) მფლობელის გამოსავლენად ტაიბრეიკები დაინიშნა.

სანამ დამატებით პარტიებს შევეხებოდეთ, გეტყვით, რომ ტურნირის მეორე ქართველმა მონაწილემ, ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებულმა მაია ჩიბურდანიძემ ბოლო სამ ტურში სძლია ნადეჟდა კოსინცევას (რუსეთი), ხოლო ანა ზატონსკიხსა და ანა მუზიჩუკს (სლოვენია) დაუზავდა და 11 შესაძლებლიდან 6 ქულას მოუყარა თავი.

ტაიბრეიკებში ორი ბლიც-პარტია ყაიმით დამთავრდა. დაინიშნა ე.წ. "არმაგედონი", ანუ მესამე დამატებითი ბლიცპარტია, რომელშიც ძაგნიძეს ნაკლები დრო და შავი ფიგურები ჰქონდა. სწორედ აქ იყოჩაღა ჩვენებურმა - 53-ე სვლაზე სძლია მეტოქეს და ძირითადი ტურნირის მე-2 ტურში მარცხისთვის რევანშიც აიღო.

სტატისტიკის მოყვარულთ ბოლო სამი ტურის შეხვედრათა შედეგებს ვაუწყებთ:

IX ტური. კატერინა ლაგნო (უკრაინა) - ნანა ძაგნიძე 0,5:0,5, ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) - ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა) 1:0, პია კრამლინგი (შვედეთი) - ზეინაბ მამედიაროვა (აზერბაიჯანი) 1:0, ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) - ანა მუზიჩუკი (სლოვენია) 0:1, ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) - ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი) 1:0, მაია ჩიბურდანიძე - ანა ზატონსკიხი (აშშ) 0,5:0,5.

X ტური. ძაგნიძე - ზატონსკიხი 1:0, ნ. კოსინცევა - ჩიბურდანიძე 0:1, მუზიჩუკი - სტეფანოვა 0,5:0,5, მამედიაროვა - კოსტენიუკი 0:1, ჩმილიტე - კრამლინგი 0,5:0,5, ლაგნო - ტ. კოსინცევა 0,5:0,5.

XI ტური. ტ. კოსინცევა - ძაგნიძე 0:1, კრამლინგი - ლაგნო 0,5:0,5, კოსტენიუკი - ჩმილიტე 1:0, სტეფანოვა - მამედიაროვა 0:1, ჩიბურდანიძე - მუზიჩუკი 0,5:0,5, ზატონსკიხი - კოსინცევა 0,5:0,5.

საბოლოო შედეგები. ძაგნიძე - 8, კრამლინგი - 8, ლაგნო - 7,5, მუზიჩუკი - 7, ჩიბურდანიძე - 6, ტ. კოსინცევა, კოსტენიუკი - 5,5-5,5, სტეფანოვა - 5, ნ. კოსინცევა, ზატონსკიხი - 4,5-4,5, ჩმილიტე - 3,5, მამედიაროვა - 1 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა