ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გიორგი კანდელაკი: დერეკ ჩისორას სითამამემ მომხიბლა

გიორგი კანდელაკი: დერეკ ჩისორას სითამამემ მომხიბლა

საქართველოს კრივის ასოციაციის პრეზიდენტმა კლიჩკოსა და ჩისორას შორის ბრძოლა განიხილა
ამას წინათ ვწერდით, რომ მნიშვნელოვანი საკრივო ორთაბრძოლების შემდეგ საქართველოს პროფესიული კრივის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კანდელაკი ექსკლუზიურად "ლელოს" მკითხველებს მოსაზრებას გაუზიარებდა გამართული პაექრობების შესახებ.

ახლახან ჩატარებული საჩემპიონო შეხვედრა WBA -ს ვერსიით სუპერმძიმე წონაში ვიტალი კლიჩკოსა და დერეკ ჩისორას შორის პირველი ორთაბრძოლაა, რომლის ანალიზსაც გიორგი კანდელაკი გვთავაზობს:

- პროფესიული კრივის ნებისმიერი ორგანიზაციის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ქამარზე საბრძოლველად კანდიდატების შერჩევისას, ბუნებრივია, პირველ ყოვლისა, უპირატესობა რეიტინგში ლიდერებს ენიჭებათ. მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგში მე- 15 იყო, კლიჩკოსთან საბრძოლველად მაინც ჩისორა შეირჩა.

ეს ორივე მოკრივის მენეჯერის შეთანხმების შედეგი იყო და როგორც ნახეთ, არ შემცდარან. ბრიტანელმა მშვენივრად იბრძოლა რინგზე. მისმა სითამამემ მე პირადად ძალიან მომხიბლა. სხვათა შორის, ჩისორას ქართველ მოკრივესთანაც აქვს ბრძოლა ჩატარებული, 2009 წლის მაისში ლონდონის "იორკ ჰოლში" იგი ზურაბ ნონიაშვილს შეხვდა და დაამარცხა.

აწონვისას დერეკის მიერ კლიჩკოსთვის სილის გაწნამ საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა. ცხადია, არ იყო მისი საქციელი მოსაწონი, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს. ჩისორამ ამ გზით მათი დაპირისპირების მხილველთა აუდიტორია სულ მცირე გაასამმაგა მაინც. ამ ბრძოლის ყურებას მხოლოდ კრივის ერთგული ქომაგები აპირებდნენ, ინციდენტის შემდეგ კი ყველა დაინტერესდა როგორ გადაუხდიდა სამაგიეროს უკრაინელი გიგანტი ამ "თავხედ" ბიჭს.

მიუნხენის დარბაზშიც უმრავლესობა კლიჩკოს ქომაგობდა, პრეტენდენტის დანოკაუტებას ითხოვდა ხალხი, მაგრამ ასე არ მოხდა. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ნოკაუტი არ არის ძმები კლიჩკოების სტილი. ვიტალიმ ძალები მართლაც ჩვეულებისამებრ 12 რაუნდზე გადაანაწილა, მაგრამ მერწმუნეთ ჩისორასთვის დროზე ადრე მოგება მასაც კი ძალიან გაუჭირდებოდა.

კრივში ამერიკელები და ბრიტანელები შემტევი სტილის მიმდევარნი არიან, აღმოსავლეთ ევროპელებს და პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენელბს კი დაცვითი სტილი ხიბლავთ. ჩისორამ სწორედ ბრიტანული საკრივო სკოლისთვის დამახასიათებელი შემტევი ტაქტიკა არჩია.

ვიტალიმ მალევე შეაფასა მოწინააღმდეგის შესაძლებლობები რეალურად და ისე დადგა, როგორც საბოლოო გამარჯვებისთვის გამოადგებოდა.

კლიჩკო რომ აჰყოლოდა ჩხუბში და დისტანციით არ გასცლოდა მეტოქეს, მერწმუნეთ წააგებდა შეხვედრას! საერთოდ, ეს უკრაინელი ძმები ორთაბრძოლაში ყოველთვის კარგად იყენებენ ტანს და სიმაღლეს. ამას დიდი მნიშნელობა აქვს. დერეკს უფრო მეტი გადახრები, მოძრაობა სჭირდებოდა, რომ მოწინააღმდეგეს მიახლოებოდა. მას გაცილებით უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა უწევდა დროის გარკვეულ მონაკვეთში, ვიდრე მის ვიზავის.

ვიტალი წინა ხელით იგერიებდა ჩისორას შეტევებს, უკანა გაწეულ ხელს ნაკლებად ხმარობდა. ასე მეთოდურად VIII, IX რაუნდიდან შეუდგა პრეტენდენტის საბოლოო "გადატეხვისათვის" ზრუნვას.

ჩემპიონის გამარჯვება დამსახურებული იყო, მაგრამ ვიმეორებ, ჩისორამ დიდი სიმპათიები დაიმსახურა კრივის მოყვარულებში. მან ხალხს, მართალია, სკანდალითაც დაამახსოვრა თავი ჯერ აწონვისას, შემდეგ რინგზე ვლადიმერ კლიჩკოს შეურაცხყოფისას და ბოლოს პრესკონფერენციაზე ჰეისთან შეხლა-შემოხლისას, მაგრამ იგი აუდიტორიას თავისი შეუპოვრობით, ბრძოლის ჟინით და სიძლიერითაც ხიბლავდა. რაც შეეხება კლიჩკოს, სასიამოვნოა, რომ 40 წლის ჩემპიონმა მერვედ დაიცვა ტიტული.

ამით მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ კრივში ეს არ არის სიბერის ასაკი. ავიღოთ თუნდაც ევანდერ ჰოლიფილდი, რომელიც 50 წლისაა და ჯერაც რინგზეა, იბრძვის. საერთოდ, მოკრივე გვიან ბერდება, როგორც სპორტსმენი, ხანგრძლივად ინარჩუნებს ფორმას. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ სპეციალისტთა გამოთვლით ტრავმიანობის მიხედვით კრივი სპორტის სხვა სახეობებთან შედარებით მე-17 ადგილზეა.

კლიჩკო - ჩისორას შეხვედრამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია და, რა თქმა უნდა, ქართველმა გულშემატკივარმაც ინტერესით უყურა, თუმცა ჩვენი მკითხველი ალბათ დამეთანხმება, რომ რაოდენ მაღალი დონის ვარსკვლავებსაც უნდა ვადევნოთ თვალი, მაინც ჩვენი უფრო გვაინტერესებს.

ქართველ პროფესიონალ მოკრივეებს ასეთი მქუხარე პაექრობებში მონაწილეობის პოტენციალი ჭარბად აქვთ. სახელმწიფოსგან ფინანსური ხელშეწყობაც რომ იყოს, ისინი აუცილებლად მოიპოვებდნენ ხმაურიან წარმატებებს, გაცილებით მაღალ დონეზე, ვიდრე ახლაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• vova

ამ ინცინდენტს კიდევ გაგრძელებაც მოქყვა,სადაც ჩისორამ გამოავლინა თავის პაპუასობა.ტუმცა რატომღაც ეჭვი მაქვს რომ ყველაფერი შეთანხმებული შოუ იყო

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა

[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა