ანთალიაში გასამართი, ყაზახეთისა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური შეხვედრის არბიტრი ლაშა სილაგავა იქნება
ეროვნული ჩემპიონატის გასულმა ტურმა განსაკუთრებული ვნებათაღელვის გარეშე ჩაიარა. იყო დაძაბული მატჩები და მოულოდნელი შედეგები, თუმცა ამჯერად მსაჯთა მიმართ განსაკუთრებული პრეტენზიები არავის გამოუთქვამს.

ყველა თანხმდება იმაში, რომ მსაჯების რაიმე არასწორ გადაწყვეტილებას შეხვედრათა შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. ამიტომაც საკამათო ეპიზოდების დეტალური განხილვით თავს აღარ შეგაწყენთ და ვიმედოვნებთ, რომ მსაჯების შეცდომები მომავალშიც მინიმალური იქნება.

მათი გადაწყვეტილებების განხილვა შემდეგი ტურისთვის გადავდოთ, ქვემოთ კი მოკლედ იმ პრობლემას შევეხოთ, რამაც მსაჯთა მზადების გრაფიკში იძულებითი კორექტივები შეიტანა. ალბათ მიხვდით, რომ უამინდობას ვგულისხმობთ.

დიდთოვლობამ მხოლოდ კლუბები კი არა, მსაჯებიც შეაფერხა. სეზონის განახლებამდე მათი ტესტირება უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ უამინდობამ ეს შეუძლებელი გახადა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილება მხოლოდ სემინარით შემოიფარგლა. თუმცა უმაღლესი ლიგის მსაჯები ნორმატივებს მაინც ჩაატარებენ – დღეს და ხვალ, "დინამო-არენის" სარბენ ბილიკებზე. უახლოეს დღეებში ტესტირება და სემინარი პირველი ლიგის მსაჯებსაც ელით.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი, რომელიც 29 თებერვალს უნდა გამართულიყო და დავით ხარიტონაშვილის ბრიგადას უნდა ემსაჯა, 10 მაისისთვის გადაიდო, თუმცა მას მაინც ხარიტონაშვილი გაუძღვება.

რამდენიმე დღეში ანთალიაში ყაზახეთისა და ლატვიის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ამხანაგურად შეხვდებიან. ამ მატჩის არბიტრი ლაშა სილაგავა იქნება.

მარტის ბოლოს თბილისი ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის ერთ-ერთ ჯგუფს უმასპინძლებს, სადაც ქართველი მსაჯები მეოთხე მსაჯის ფუნქციებს შეასრულებენ, რითაც დამატებით გამოცდილებას შეიძენენ. დიდი ალბათობით, 17 და 19-წლამდელთა ელიტრაუნდის სხვა ჯგუფებში რამდენიმე ქართველ მსაჯს მიიწვევენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა