გუნდის მწვრთნელი პეტერ სორენსენი 18 წლის ქართველზე: "ამ ბიჭს გააჩნია ყველა ის თვისება, დიდი ფეხბურთი რომ ითამაშოს"
ბელექში, სასტუმრო "პაპილონის" სავარჯიშო ცენტრში ამხანაგურად იმ გუნდებმა ისპარინგეს, სადაც ქართველები თამაშობენ - "ორჰუსმა" მარიუპოლის "ილიჩივეცი" 3:0 დაამარცხა.

უკრაინული გუნდში შეუცვლელად ითამაშა დავით თარგამაძემ, თორნიკე ოქრიაშვილი კი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. დანიის სუპერლიგის "ორჰუსის" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა დავით სხირტლაძემ, რომელმაც 27-ე წუთზე ანგარიში გახსნა: ბურთი საჯარიმოში მიიღო და მეკარეს შეუჩერებლად, ახლო მანძილიდან აუღებლად დაურტყა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი მეორე ტაიმის 58-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი დიასამიძე კი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. არ უთამაშია დავით დევდარიანს, რომელიც ჯერაც ტრავმირებულია.

ეს იყო 18 წლის თავდამსხმელის მიერ მოსამზადებელ შეკრებაზე გატანილი მეორე გოლი - წინა მატჩში სხირტლაძემ ნორვეგიული "ჰაუგესუნდსაც" გაუტანა. 3 თამაშში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა - ასეთია ქართველის მონაგარი.

"სხირტლაძე იყო გამარჯვების შემოქმედი", - წერს "ორჰუსის" ვებგვერდი. იქვე და სხვა დანიურ ინტერნეტგაზეთებში, "სტიფტენ.დკ"-სა და "კანალსპორტ.დკ"-ზე "ორჰუსის" მთავარი მწვრთნელის პეტერ სორენსენის კომენტარები გამოქვეყნდა, სადაც ქართველ მოთამაშეზე ლაპარაკობს:

"ძალიან კმაყოფილი ვარ მოსამზადებელი პერიოდით. თავი გამოიჩინეს ახალგაზრდებმა, რომელთაც შეუძლიათ სრულფასოვნად შეცვალონ გამოცდილი, ტრავმირებული ფეხბურთელები, მაგალითად, სხირტლაძე. ის მშვენიერ ფორმაშია. სხირტლაძე იმდენად არაორდინალურია, რომ მეტოქის დაცვას მრავალ პრობლემას უქმნის. ძალიან კარგი მოთამაშეა და გააჩნია ყველა ის თვისება, დიდი ფეხბურთი რომ ითამაშოს.

იმედია, მისი და სხვა ახალგაზრდების დახმარებით მეორე წრეში გაცილებით ძლიერად ვითამაშებთ".

მას ეთანხმება ორჰუსელთა სპორტული დირექტორი ბრიან სტენ მილსენი, ქართველი ფეხბურთელი დიდი ტემპით პროგრესირებს და თუ მოსამზადებელი ეტაპი ასევე წარმატებით გააგრძელა, გაზაფხულზე აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში ითამაშებსო.

როგორც ჩანს, 18 წლის ქართველს ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი აქვს - დანიის სუპერლიგაში მესამე ადგილისთვის მებრძოლი "ორჰუსის" ძირითადში დამკვიდრება პატარა ამბავი ნამდვილად არ იქნება. ვისაც გიორგი დევდარიანის ნაკრებში მისი თამაში უნახავს, დამეთანხმება, რომ ამ ბიჭს მართლაც დიდი პოტენციალი აქვს. მთავარია, ასე გააგრძელოს და იმედია, დიდი ნდობა და პასუხისმგებლობა მონდომებას უფრო გაუასკეცებს და თავის სიტყვას იტყვის.

რაც შეეხება "ორჰუსის" სხვა ქართველებს: 19 წლის პლეიმეიკერმა გიორგი დიასამიძემ ტრავმა მოირჩინა და მოედანს 7-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ალბათ, მარტისთვის განაახლებს ვარჯიშს დავით დევდარიანი. სწორედ მისი და "ვიბორგის"ყოფილი მოთამაშის გიორგი ფოფხაძის დამსახურებაა, დანიელები ახალგაზრდა ქართველებით რომ დაინტერესდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა