ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

U 21. ფლემინგ სერიტსლევი: ტყუილად გგონიათ, რომ თავს არ მოვიკლავთ...

U 21. ფლემინგ სერიტსლევი: ტყუილად გგონიათ, რომ თავს არ მოვიკლავთ...

სომხეთის ახალგაზრდული ნაკრები თბილისში მატჩამდე ორი დღით ადრე გვესტუმრა და უმალ თამაშისთვის მზადებას შეუდგა...

სომხეთის ახალგაზრდული ნაკრები თბილისში მატჩამდე ორი დღით ადრე გვესტუმრა და უმალ თამაშისთვის მზადებას შეუდგა. გუშინ 18 საათზე სტუმრებმა "ლოკომოტივის" სტადიონზე საღამოს 18:00 საათზე ივარჯიშეს, მანამდე კი სომხების დანიელმა მთავარმა მწვრთნელმა ფლემინგ სერიტსლევმა პრესკონფერენცია გამართა და გასაგებად განაცხადა, რომ თბილისში არაფრის დათმობას არ აპირებს.

- თქვენი აზრით, პირველი შეხვედრის შედეგი კანონზომიერი იყო? და კიდევ - რას ელით ხვალინდელი შეხვედრისგან?

- უპირველესად, გილოცავთ კარგ შედეგს. რაც შეეხება პირველ შეხვედრას, ძალიან გამიჭირდება, ვიყო ვიყო ნეიტრალური. თამაში უდავოდ სანახაობრივი იყო. რაც შეეხება კანონზომიერებას - შესაძლოა, არ დამეთანხმოთ, მაგრამ ერევანში უნდა მოგვეგო, რადგან უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით. თუმცა ფეხბურთი მხოლოდ შეტევა არაა, დაცვაც აუცილებელია. კარგად ვუტევდით, მაგრამ თავს ცუდად ვიცავდით, უხეშ შეცდომებს ვუშვებდით და მოწინააღმდეგემ ამით მშვენივრად ისარგებლა.

და ამის მიუხედავადაც, სომხეთს უნდა მოეგო. გადახედეთ უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებს და ნახავთ, რამხელა უპირატესობა გვქონდა - კარში 14-ჯერ დავარტყით, მაგრამ მხოლოდ ორი გავიტანეთ, საქართველომ კი კარის მიმართულებით სულ სამჯერ დაარტყა და სამივე გაიტანა. ეს იღბალიცაა. თუმცა ამ ყველაფრის შემდეგ რომ წავაგეთ, ბუნებრივია, ისევ და ისევ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ.

- სამშაბათს რევანშის იმედად ხართ?

- რა თქმა უნდა, რევანშის აღებას ვეცდებით. შესაძლოა, ფიქრობთ, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი დავკარგეთ და გამომდინარე აქედან, შეხვედრა ჩვენთვის უმნიშვნელოა - ამ დროს, სწორედაც რომ მნიშვნელოვანია, რადგან მეზობლების მატჩი ყოველთვის პრინციპულია. ჩვენთვის ბევრს ნიშნავს შესარჩევი ციკლის რაც შეიძლება კარგად დასრულება, სატურნირო ცხრილში მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავება და ქვეყანას რეიტინგის გაზარდა.

მეორე მხრივ, ჩემთვისაც, როგორც მწვრთნელისთვისაც მნიშვნელოვანი მატჩია - ამ შეხვედრის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ, მსურს, სომხეთის ნაკრებში მუშაობა გამარჯვებით დავასრულო... ასე რომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს ახალგაზრდული გუნდი აუცილებლად მოგვიგებს და ჩვენ მატჩს ზერელედ მოვეკიდებით, ძალიან ცდება. მაქსიმალური შედეგისთვის ვიბრძოლებთ და ვეცდებით საკუთარ გულშემატკივარს დავამტკიცოთ, რომ ერევანში წაგებას არ ვიმსახურებდით.

- როგორც გავიგეთ, გენრიხ მხითარიანი ვერ გამოიძახეთ...

- კარგი იქნებოდა, დაგვხმარებოდა, მაგრამ რას ვიზამთ, ეროვნული ნაკრების ინტერესი ყველა სხვა ნაკრებისაზე მაღლა დგას. გენრიხ მხითარიანი დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია და ბუნებრივიცაა, ეროვნულ ნაკრებში რომ მიიწვიეს. ამ კუთხით არახელსაყრელ ვითარებაში ვართ: ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს არა მხოლოდ მხითარიანი, არამედ კიდევ შვიდი მოთამაშე, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ ითამაშა.

ასე რომ, შეიძლება ითქვას, თბილისში განსხვავებული გუნდით ვითამაშებთ. ამის მიუხედავად, მაინც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავს, რადგან დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში, შესაძლოა, მანამდეც, ასეთი ძლიერი თაობა არ გაზრდილა. პირადად მე ამაყი და ბედნიერი ვარ, ჩემი გუნდიდან ეროვნულში რვა მოთამშე რომ მიიწვიეს. გამოდის, ტყუილად არ გვიმუშავია.

- ბრძანეთ, ერევანში უნდა მოგვეგოო. ჯგუფში საქართველოს მეორე ადგილზე ყოფნაც არალოგიკურად მიგაჩნიათ?!

- საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, ცხრილი არასდროს იტყუება. საქართველოს უდავოდ ძლიერი და დაბალანსებული გუნდი ჰყავს, მწვრთნელმა უდავოდ კარგი კოლექტივი ჩამოაყალიბა. ასე რომ არ ყოფილიყო, თურქეთს შინ და გარეთ ორჯერ, თანაც დამაჯერებელი ანგარიშით ვერ მოუგებდით. სხვათა შორის, ერევანში შეხვედრამდე, ჩვენც მეორე ადგილის დაკავების ამბიცია გვქონდა, მაგრამ ქართველების გამარჯვებამ იმედი გაგვიცრუა. და მაინც, ვიმეორებ - ჩვენთვის შეხვედრა პრინციპულია და არაფრის დათმობას არ ვაპირებთ.

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა