რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, სტეფანო მაური მწყობრში ჩადგა და სერია A-ს უკანასკნელ ტურში "პალერმოს" წინააღმდეგ ითამაშა კიდეც
რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, სტეფანო მაური მწყობრში ჩადგა და სერია A-ს უკანასკნელ ტურში "პალერმოს" წინააღმდეგ ითამაშა კიდეც.

მართალია, ის მატჩი რომაელებმა გამანადგურებელი ანგარიშით წააგეს, მაგრამ ერთი კარგი ამბავი მაინც მოხდა და ეს სწორედ მაურის დაბრუნება გახლდათ. საერთოდ, ბოლო პერიოდში, "ბიანკოჩელესტე" თამაშს თამაშზე აგებს და ტიფოზებს იმედი აქვთ, რომ 32 წლის შუახაზელი გუნდს ამ კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.

სტეფანო უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და თუ ედუარდო რეია მოისურვებს, შეუძლია უკვე მომდევნო ტურში სასტარტო შემადგენლობაში ათამაშოს. თავად ფეხბურთელს ერთი სული აქვს როდის აღიდგენს ოპტიმალურ ფორმას:

"ძალიან მძიმე პერიოდი გადავიტანე, რომელიც ყოველთვის ცუდად გამახსენდება. ფაქტიურად, მთელი ოთხი თვე უქმად ვიყავი, მაშინ, როდესაც ადრე მაქსიმუმ ორი თვით დამესვენოს. საშინელი შეგრძნებაა როდესაც გუნდს ვერაფრით ეხმარები, მით უმეტეს, კრიზისის პერიოდში. ვარჯიში უკვე განვაახლე, "პალერმოსთან" ვითამაშე კიდეც და თითქოს მხრებიდან დიდი ტვირთი ჩამომეხსნა.

ისევ გუნდის ნაწილი ვარ და ეს ძალიან მახარებს. დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე სეზონს მაჟორულ ნოტაზე დავასრულებთ. ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა მოვიპოვოთ, რაც სავსებით ხელგვეწიფება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა