პირველმა ტურმა B ჯგუფი ორ ნაწილად გაყო: მოგებულები და წაგებულები. სამქულიან ტრიოში მოლოდინისამებრ რუსეთი, ირლანდია და...
რუსეთი-სლოვაკეთი

მაკედონია-სომხეთი

ირლანდია-ანდორა

პირველმა ტურმა B ჯგუფი ორ ნაწილად გაყო: მოგებულები და წაგებულები. სამქულიან ტრიოში მოლოდინისამებრ რუსეთი, ირლანდია და სლოვაკეთი მოხვდნენ, აუტსაიდერებში კი მაკედონია, სომხეთი და ანდორა. საინტერესო ის არის, რომ დღეს მოგებულთაგან ორი გუნდი ერთმანეთს უპირისპირდება: რუსეთის ნაკრები, რომელმაც ანდორა დაამარცხა, მოსკოვში სლოვაკეთს მასპინძლობს და ეს არის ბრძოლა ერთპიროვნული ლიდერობისთვის.

თუკი რუსებს ანდორას დამარცხება არ გაუჭირდათ, სლოვაკეთმა მაკედონიასთან დიდხანს იწვალა და მხოლოდ 1:0 მოიგო. თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ქვედა სამეულიდან სლოვაკებს ყველაზე ძლიერი მეტოქე ჰყავდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ სლოვაკეთი და რუსეთი ერთმანეთს აქამდე ხუთჯერ შეხვდნენ. აქედან ერთი თამაში რუსეთმა მოიგო, ერთი სლოვაკეთმა, სამი დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა.

კადრების მხრივ უპირატესობა რუსეთის მხარესაა, რადგან სლოვაკთა მთავარმა მწვრტნელმა ვლადიმირ ვაისმა გუნდის ლიდერები სტანისლავ შესტაკი და რობერტ ვიტეკი პარასკევსაც მოისაკლისა და არც დღეს ეყოლება. ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს დიკ ადვოკაატი მოსკოვის პუბლიკის წინაშე ეროვნული ნაკრების თავკაცად ოფიციალურ მატჩში პირველად წარსდგება. ანდრეი არშავინმა "სპორტ ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრები უჩვეულოდ შემტევ ფეხბურთს ითამაშებს და შეეცდება, ქომაგები გაახაროს.

მაკედონია დღეს სომხეთთან მატჩში გაარკვევს, თუ ვინ არის უძლიერესი იმ სამი გუნდიდან, რომლებსაც პირველი ტურის შემდეგ 0 ქულა აქვთ. ირლანდია კი ქულების აქტივის ექვსამდე გაზრდას უპირობო აუტსაიდერ ანდორასთან მოგებით შეეცდება და ლოგიკურად, ეს არც უნდა გაუჭირდეს. მეტიც: ჯოვანი ტრაპატონის გუნდმა ანდორა რომ ვერ დაამარცხოს, ეს უდიდესი სენსაცია იქნება.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა