უკრაინელი გოგონები კიევის "არსენალში" ყველაზე სიმპათიურ და სასურველ მამაკაცად ქართველს მიიჩნევენ
კიევის "არსენალმა", რომლის შემადგენლობაშიც სანდრო კობახიძე თამაშობს, საიტ bigmir.net-თან ერთად, სარვამარტოდ საინტერესო აქცია წამოიწყო - "გაატარე 8 მარტი კიევის "არსენალთან" ერთად!".

მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს, რომლებიც "არსენალს" ქომაგობენ ან სულ არ აინტერესებთ ფეხბურთი და მხოლოდ ამ გუნდის ფეხბურთელებს ეტრფიან (ვფიქრობთ, ასეთები უფრო მეტნი იქნებიან), უკრაინული კლუბი ქალთა საერთაშორისო დღეს ბარ-რესტორანში "მეთოფეთა" შვიდი "ყველაზე სასურველი" მოთამაშის გარემოცვაში დროსტარებას სთავაზობს.

სასურველ მოთამაშეთა შორის სანდრო კობახიძეცაა, უკრაინელ ლამაზმანებს კი "არსენალელებთან" მოლხენისთვის ჯერ ფოტოკონკურსში გამარჯვება მართებთ.

ფოტოკონკურსს საიტი sport.bigmir.net ატარებს. მასში მონაწილეობისთვის გოგონებმა სხეულზე "არსენალის" სიმბოლოკის ამსახველი დროებითი ტატუ ან ნახატი უნდა გაიკეთონ (ნებადართულია ყველაზე პიკანტურ ადგილზეც), შემდეგ მას სურათი უნდა გადაუღონ და კონკურსის საიტზე განათავსონ. გამარჯვებულად ის შვიდი იღბლიანი გამოცხადდება, რომლებიც ყველაზე მეტ "ლაიკს" (მოწონებას) დაიმსახურებენ.

პარალელურად საიტზე, "არსენალის" შვიდეულიდან ყველაზე სიმპათიურს გულშემატკივარი გოგონები გამოავლენენ. სანდრომ ამ კონკურსისთვის სპეციალური ფოტოც გადაიღო, სადაც ვარდით ხელშია გამოსახული. უკრაინელმა მანდოლასნებმა ჯერჯერობით ყველაზე მეტი ხმა სწორედ ქართველს მისცეს.

ფოტოკონკურსის ერთერთი შედევრი

dd
ოთხმა გოგომ გამოთქვა სურვი მარტო) 7 კაცი 4 ქალი :D
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა