საფრანგეთის ნაკრები ისევ უმძიმეს კრიზისშია. ფრანგებს ჯერჯერობით ვერც მწვრთნელის შეცვლამ უშველა და ვერც...

ბელორუსი-რუმინეთი

ალბანეთი-ლუქსემბურგი

ბოსნია-საფრანგეთი

საფრანგეთის ნაკრები ისევ უმძიმეს კრიზისშია. ფრანგებს ჯერჯერობით ვერც მწვრთნელის შეცვლამ უშველა და ვერც დამძიმებული თუ სკანდალისტი ფეხბურთელების მუდმივმა თუ დროებითმა მოკვეთამ - ლორან ბლანის მიერ დამოძღვრილმა გუნდმა პარასკევს ყველასათვის მოულოდნელად, ბელორუსთან წააგო (0:1). ცხადია, საფრანგეთს ბოსნიასთან გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროება, მაგრამ როგორ უნდა დაამარცხონ ფრანგებმა ბოსნიის ნაკრები, რომელიც ათი თავით სჯობს ბელორუსს? თანაც, ბოსნია საკუთარ მოედანზე ძალიან კარგად გამოიყურება ხოლმე და ქულებს იშვიათად ანიავებს.

ეს მატჩი ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრაა. ბოსნიას შესანიშნავი შანსი აქვს, საფრანგეთის ნაკრების კრიზისი გამოიყენოს და ბლანის გუნდს სამი ქულა დაატოვებინოს. გუშინდელ ნომერშიც ვწერდით, რომ ბლანმა აღარ იცის, რა მოიმოქმედოს. ფაქტი ერთია: მას მთელი თავდასხმის შეცვლა მოუწევს, რადგან ლოიკ რემი, გიიომ ოარო და ლუის საა ტრავმირებულები არიან. ბლანმა წინა ხაზისთვის ლიონელი ჯიმი ბრიანი გამოიძახა. მისთვის სერიოზული პრობლემაა დაცვის ხაზიც, სადაც ბელორუსთან განსაკუთრებით ცუდად გაელ კლიშიმ ითამაშა და ფლორენ მალუდასთან ერთად, ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო. სამაგიეროდ, ფრანგებს ქარიმ ბენზემა დაუბრუნდათ.

ბოსნიელებს ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავთ: სეიად სალიჰოვიჩი, ზვიეზდან მიშიმოვიჩი, ედინ ჯეკო და ვედად იბიშევიჩი აუცილებლად ითამაშებენ. სამაგიეროდ, კითხვის ნიშნის ქვეშაა ახალგაზრდა ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის ასპარეზობა.

"თუ ბოლოდროინდელ შედეგებსა და ჩემი გუნდის ფორმას გავითვალისწინებთ, ვერ ვიტყვი, რომ ბოსნიაში მოსაგებად მივდივართ. პარასკევს ისეთი კატასტროფა დაგვემართა, რომ მორალური უფლება არ გვაქვს, ვთქვათ, რომ ბოსნიაში სამი ქულისთვის მივდივართ. ცხადია, მოგება გვინდა და ძალიანაც გვჭირდება, მაგრამ პირველ რიგში იმას ვისურვებდი, რომ ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშოს," - განაცხადა გუშინ ბლანმა.

ბელორუსმა საფრანგეთში ისეთი სასწაული მოახდინა, რომ დღეს ამ გუნდს რუმინეთთან საშინაო მატჩში ბევრი ფავორიტადაც კი რაცხავს - მიტ უმეტეს მას მერე, რაც რუმინეთმა საკუთარ მოედანზე ალბანეთის დამარცხება ვერ შეძლო. მოკლედ, დღეს უნდა გამოჩნდეს, რამდენად შემთხვევით მოიგეს ბელორუსებმა პარიზში ან რამდენად შემთხვევით დაკარგა რუმინეთმა ალბანეთთან ქულები. რუმინეთიდან ქულის წამღები ალბანელები კი ლუქსემბურგს მასპინძლობენ და კარგი შანსი აქვთ, რომ აქტივი 4 ქულამდე გაზარდონ.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა