ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნები" ახალ სისტემაზე მომართა

მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნები" ახალ სისტემაზე მომართა

მამუკა გორგოძეს ახალი სისტემა ძალიან მოსწონს, მაგრამ მისი შედეგის პროგნოზირება უჭირს
საქართველოს ნაკრებმა 23 თებერვალს დილით "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ღია ვარჯიში გამართა. "ბორჯღალოსნები" თბილისში ორშაბათს შეიკრიბნენ და დღეში სამჯერ მეცადინეობენ.

ღია ვარჯიში ტრადიციული მოთელვით დაიწყო, რის შემდეგაც მწვრთნელებმა გუნდი ორად გაყვეს. მორკინალებმა ჯერ დერეფანში თამაშში ივარჯიშეს, შემდეგ სპეციალურ დაზგასთან გადაინაცვლეს და სტატიკურ მდგომარეობაში შერკინების დალაგება სცადეს.

ამასობაში უკანახაზელები შეტევისა და დაცვის ორგანიზებაში მეცადინეობდნენ. მერე მილტონ ჰეიგმა სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ასე გამოიყურება:

15. გიორგი შკინინი, 14. ალექსანდრე თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. რეზო ბელქანია, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. გიორგი ჩხაიძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. შალვა სუთიაშვილი, 8. მამუკა გორგოძე.

გუნდი მან დაცვის თამაშში ავარჯიშა. სათადარიგოები შეტევის მიმართულებას ხშირად ცვლიდნენ. ძირითადის მორაგბეები კი დროულად გადაწყობას ცდილობდნენ. მერე გუნდებმა როლები გაცვალეს. ახლა ძირითადი შემადგენლობა უტევდა და მოწინააღმდეგის დაცვის ხაზის გაწელვას და იქ წარმოქმნილი ცარიელი სივრცეების გამოყენებას ცდილობდა.

როგორც შემადგენლობიდან ჩანს, ფულბეკის პოზიცია, რომელიც ჩვენს გუნდში, ფაქტობრივად, ყველაზე პრობლემატურია, გიორგი შკინინს ანდეს. ის ამპლუით გარემარბია. უნდა ვივარაუდოთ, რომ შკინინი, ძირითადად, საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან ბურთის ამოტანაზე იმუშავებს. საამისოდ ის საკმაოდ მოქნილიცაა და სწრაფიც.

ცხრა ნომრის პოზიციაზე ერთა თასის გათამაშებაში დებიუტი ექნება გიორგი ბეგაძეს. მის დუბლიორად სათადარიგოთა შორის ბიძინა სამხარაძე იქნება. მილტონ ჰეიგმა ძირთადი ცხრა ნომერი და გუნდის კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე ამჯერად დაასვენა, თუმცა მომდევნო ორ შეხვედრაში, რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ის ისევ ითამაშებს.

შერკინება ესპანეთთან მატჩისგან საგრძნობლად განსხვავებული იქნება. პირველ ხაზში ძირითად შემადგენლობაში ვასილ კაკოვინი, რეზო ბელქანია და დავით ქუბრიაშვილი ითამაშებენ. მესამე ხაზიდან მეორეში გადაინაცვლებს და ლევან დათუნაშვილს შეუწყვილდება გიორგი ჩხაიძე.

მთლიანად შიცვალა მესამე ხაზი. აქ მამუკა გორგოძე, ვიქტორ კოლელიშვილი და შალვა სუთიაშვილი ითამაშებენ. ნაკრებს ირაკლი აბუსერიძის არყოფნაში, სავარაუდოდ, შუამარბი დავით კაჭარავა უკაპიტნებს.

დავით კაჭარავა:"ესპანეთთან მატჩში წაგების მიზეზი ინდივიდუალური შეცდომები იყო. ახალი მწვრთნელები გვყავს და ახალ სისტემაზე უმალ გადაწყობა გაგვიჭირდა.

ამჯერად ძალიან ბევრს ვმუშაობთ, მაქსიმალურად მობილიზებულნი ვართ და ვეცდებით ქომაგები გავახაროთ".

მამუკა გორგოძე:"პორტუგალიის ნაკრებთან თამაში ყოველთვის გვიჭირდა. ჩვენთვის ტრადიციულად უხერხული მეტოქეა. ამიტომ ძალიან მძიმე ბრძოლა გვექნება.

ახალი მწვრთნელებს აქცენტი 2015 წლის მსოფლიოს თასისთვის მზადებაზე აქვთ აღებული. იმ ტაქტიკის და სათამაშო სისტემის დანერგვას ცდილობენ, რომლითაც ოთხი წლის შემდეგ მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე უნდა ვითამაშოთ.

ჩვენ ყველას ძალიან მოგვწონს ეს ახალი სისტემა. შევძლებთ თუ არა მის ათვისებას და ეფექტურად გამოყენებას, ამას მომავალი გვიჩვენებს".

გუნდის 22-კაციანი შემადგენლობა გააცხადა პორტუგალიის ნაკრების თავკაცმა ეროლ ბრაიანმა. "ლობუშების" რაზმში ყველაზე გამოცდილი მეორე და მესამეხაზელები არიან. გუნდში ვერ მოხვდნენ ისეთი გამოცდილი პირველხაზელები კრისტიან სპაშუკი (ბურგენი) და ჟოაო ჟუნიორი (კდული), რომ არიან.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელებს დაუბრუნდათ ავსტრალიელი ჯოზეფ გარდნერი, რომელმაც რუსეთის ნაკრებთან შეხვედრაში ფულბეკად ითამაშა და ამჟამად იაპონურ სარაგბო ლიგაში "ჰონდას" ღირსებას იცავს. მგეზავის პოზიციაზე კი კიდევ ერთი ნატურალიზებული ახალწვეული იანიკ რიკარდოა (კასტანე).

"ლობუშებს" ერთი დებიუტანტიც ჰყავთ, შუამარბი ფრანსისკო აპლეტონი (კდული). წლეულს პირველად გამოჩნდნენ ნაკრების შემადგენლობაში პირველხაზლები ჟოზე და კოსტა (აგრონომია), ჟოაო მატეუში (კოიმბრა) და მაიკ ტაჯერი (მასი). მესამე შეხვედრას "ლობუშების" კვართით მესამეხაზელი ლუის სოუზა (დირეიტო).

საქართველოს ნაკრები:

პირველი ხაზი: ვასილ კაკოვინი (ბრივი), დავით ქუბრიაშვილი, ლევან ჩილაჩავა (ორივე-ტულონი), რეზო ბელქანია (ლა სეინი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (არმია).

მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი).

მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (მასი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), დიმიტრი ბასილაია (ვალანს დაჟენი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), გიორგი კალმახელიძე, ბექა ბიწაძე (ორიივე-არმია), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი).

№9 ბიძინა სამარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ბათუმი XV)

№10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა მალაღურაძე (ვალანსი).

№12-13: მერაბ შარიქაძე (აკადემია), დავით კაჭარავა (ნიცა),

№11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), ალექსანდრე თოდუა (ლელო), გიორგი შკინინი, ირაკლი ჩხიკვაძე (ორივე-არმია).

№15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (გდინია).

პორტუგალიის ნაკრები

პირველი ხაზი: ჯოზე და კოსტა (აგრონომია), ჟუან მურე (სენტ ეტიენი), ჟოაო მატეუში (კოიმბრა), ჯორჟე სეგურადო (დირეიტო), მაიკ ტაჯერი (მასი)

მეორე ხაზი: დავიდ პენალვა (მონტობანი), რუი დორეი, გონსალო უვა (დირეიტო).

მესამე ხაზი: დავიდ დოს რეისი (ნიმი), ვასკო უვა, ლუის სოუზა (ორივე-დირეიტო), ჟულიენ ბარდი (კლერმონი).

№9: ფრანსისკო მაგალიაეში (კდული), პედრო ლეალი (ნიცა).

№10: იანიკ რიკარდო (კასტანე)

№12-13: კარლ მურეი, ბერნარდო სილვიერა, ფრანსისკო აპლეტონი (კდული).

№11-14: ჟოზე ლიმა (აგრონომია), ადერიტო ეშტევეში, ანტონიო აგილარი (ორივე-დირეიტო).

№15: ჯოზეფ გარდნერი (ჰონდა)

ერთა თასი 2012

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1.რუმინეთი 1 1 0 0 +8 4

2.ესპანეთი 1 1 0 0 +7 4

3.რუსეთი 1 1 0 0 +1 4

4.პორტუგალია 2 0 0 2 -9 2

5.საქართველო 1 0 0 1 -7 1

6.უკრაინა 0 0 0 0 0 0

ორი წლის ჯამი

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1.საქართველო 6 5 0 1 +126 23

2.რუმინეთი 6 4 0 2 +105 20

3.პორტუგალია 7 3 0 4 +6 16

4.რუსეთი 6 3 0 3 +3 15

5.ესპანეთი 6 3 0 3 -26 14

6.უკრაინა 5 0 0 5 -164 0

III ტური

25 თებერვალი

საქართველო-პორტუგალია, რუსეთი-რუმინეთი, უკრაინა-ესპანეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• vajiko

"შემდეგ სპეციალურ დაზგასთან გადაინაცვლეს" რა დაზგა რის დაზგა?? არ გეკადრებათ

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს