"სევილიას" ახლანდელი მთავარი მწვრთნელი მიჩელი მიიჩნევს, რომ ჟოზე მოურინიომ ისეთი გუნდი ააწყო, რომელიც უკვე სჯობს "გალაქტიკოს"
"სევილიას" ახლანდელი მთავარი მწვრთნელი და "რეალის" ლეგენდა მიჩელი მიიჩნევს, რომ ჟოზე მოურინიომ ისეთი გუნდი ააწყო, რომელიც უკვე სჯობს "გალაქტიკოს" ანუ 2000-იანი წლების "რეალს".

მაშინდელ "რეალს" ვისენტე დელ ბოსკე წვრთნიდა, 1999 წლიდან 2003 წლამდე. ამ ხნის განმავლობაში "რეალმა" ორჯერ მოიგო ლა ლიგა და ორჯერ ლიგა. მაშინ "გალაქტიკოში" ზიდანი, რაული, ფიგუ, რონალდო და სხვები ბრწყინავდნენ.

აი, რას ამბობს 48 წლის მიჩელი: "დღევანდელი გუნდი, თითქოს, უფრო სანახაობრივია, მაგრამ ზიდანი, რაული, იერო, ფიგუ, რობერტო კარლოსი და სხვები მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მოხვდნენ. ახლებმა უნდა მოიგონ ტიტულები, რომ დაამტკიცონ, ნამდვილად სჯობნიან "გალაქტიკოს".

ქარიმ ბენზემა, რომელსაც ექიმებმა 2-დან 3 კვირამდე გამოუწერეს დასვენება, ოპტიმისტია. ის აცხადებს, რომ დათქმულზე ადრე დაუბრუნდება ფეხბურთს: "კარიერაში ამაზე უფრო საშიში ტრავმები მქონია", - განაცხადა ფრანგმა.

მორიგ ტურში "რეალს" დერბი ელის, "სამეფო კლუბის" მეტოქე "რაიო ვალეკანოა". "ელვების" ბოსი ხოსე რამონ სანდოვალი მეტისმეტად ოპტიმისტი ყოფილა: "რეალთან" მატჩის წინ ცხრილს ზედაც არ ვუყურებთ. ვიცით, რომ გავარდნის ზონას 8 ქულით ვუსწრებთ და თუ "რეალს" მოვუგებთ, მნიშვნელოვნად გავიუმჯობესებთ მდგომარეობას. დიახ, არ მოგესმათ - "რეალის" დამარცხებაში საოცარს ვერაფერს ვხედავ. მეტოქეს ბევრი უპირატესობა აქვს, მაგრამ მათი ნაკლიც ვიცით".

"რეალის" ყოფილი ფეხბურთელი მანოლო სანჩისი მიიჩნევს, რომ რაფაელ ვარანისთვის სასტარტოში თამაში ჯერ ნაადრევია. "მომავალი მისია, თუმცა ამ ეტაპზე დაცვის ცენტრში ფრანგის ადგილს ვერ ვხედავ, კონკურენტები ჯერ სჯობნიან".

ბენზემას ტრავმის შემდეგ მოურინიოს შეტევაში საკადრო პრობლემა აქვს - ძირითად გუნდში მხოლოდ ერთი ცენტრფორვარდია ჯანზე - გონსალო იგუაინი. ამიტომაც, პორტუგალიელი "რეალ კასტილიას" მიმართავს და "რაიო ვალეკანოსთან" მატჩისთვის ან ალვარო მორატას დაამატებს ძირითად გუნდს, ან - ხოსელუს.

კრიშტიანო რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო დაბრუნებაზე: "წინასწარ არავინ იცის, რას გვიმზადებს ბედი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა