"ტორპედოდან" პოლონეთის ექსტრაკლასას "იაგელონიაში" იჯარით წასული ფეხბურთელი თავის პერსპექტივაზე საუბრობს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში პოლონეთსა და ლუქსემბურგს სძლია, ხოლო მასპინძელ თანატოლებთან ფრედ ითამაშა და ელიტრაუნდში გავიდა.

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩატარებულ კენჭისყრაზე 19-წლამდელთა ევროჩემპიონატის ელიტ-რაუნდში გიორგი დევდარიანის გაწვრთნილები ჯგუფში ბოსნიასთან, ხორვატიასთან და ავსტრიასთან ერთად მოხვდნენ.

ელიტრაუნდს 25-30 მაისს ხორვატია უმასპინძლებს, ფინალურ ეტაპზე კი, რომელსაც 3-15 ივლისს ესტონეთი უმასპინძლებს, ჯგუფებიდან მხოლოდ პირველადგილოსნები ითამაშებენ.

სამი თვე არც ისე დიდი დროა და ცხადია, დავინტერესდით, რა ფორმაში არიან ნაკრების პოტენციური კანდიდატები.

ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ქუთაისის "ტორპედოდან" პოლონეთის ექსტრაკლასას "იაგელონიაში" იჯარით წასული მერაბ გიგაური თავის პერსპექტივაზე გველაპარაკება.

"მიმდინარე სეზონში "იაგელონიაში" სულ ორჯერ ვითამაშე და ორივეჯერ შეცვლაზე. ყველა დანარჩენ მატჩში სათადარიგოთა სკამზე ვიყავი, ძირითადად დუბლშემადგენლობაში ვთამაშობ და სათამაშო პრაქტიკა არ მაკლია.

მეორე წრეში ერთი შეხვედრა გვქონდა "კორონასთან", განაცხადში ვიყავი და თავიდან მოედანზე შეშვებას მიპირებდა, მაგრამ მცირე ტრავმის გამო, მწვრთნელი რისკს მოერიდა და არ მათამაშა. მისი დამოკიდებულება მაინც მაიმედებს, რომ სულ სკამზე არ დავრჩები.

პირველი მოსამზადებელი ეტაპი გდანსკში გვქონდა და ხუთივე საკონტროლო შეხვედრა მათამაშა. 2-კვირიან თურქულ შეკრებაზე კი ორჯერ ვითამაშე, რადგან ფეხის თითი ისე მაგრად მტკიოდა, ნორმალურად სიარულიც მიჭირდა. ახლა ყველაფერი კარგად არის და ჩვეულებრივად ვვარჯიშობ.

აქვე ვიტყვი, რომ "იაგელონიაში" ახლოს გავიცანი და დავუახლოვდი ნიკა ძალამიძეს. კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ნიჭიერი მოთამაშეა. მწვრთნელი ნიკას ემადლიერება და მასზე დიდ იმედებს ამყარებს", - ამბობს მერაბ გიგაური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა